გაახმოვანე სცენარი და გადაიღე ფილმი
„გაახმოვანეთ“ წარმოადგენს მოქნილი ფორმატის აქტივობას, რომელიც გუნდებს საშუალებას აძლევს გამოიკვლიონ კომპანიის საკითხები მხიარული კონტექსტის მეშვეობით. თითოეული გუნდი მუშაობას იწყებს მოკლე ვიდეო-ამონარიდზე რომელიმე ფილმიდან. ეს კლიპები სპეციალურადაა შერჩეული თავიანთი ეკლექტური სტილისა და ჟანრის გამო, თუმცაღა ყოველი მათგანი წარმოადგენს დიალოგს დამახასიათებელ პერსონაჟთა შორის. გარდა ამისა, ფილმის თავდაპირველი დიალოგი ამოღებულია მოცემული კლიპიდან.
მიეცემათ რა კომპანიასთან კავშირში მყოფი სპეციფიკური თემა, გუნდებს დაევალებათ შექმნან დიალოგის სცენარი, რომელიც დაედება მოცემულ ეპიზოდს ფილმიდან. აქტივობის კულმინაციური მომენტი დგება მაშინ, როდესაც გუნდები იწყებენ ფილმის გახმოვანებას „ცოცხლად“ (live). მიკროფონები მზადაა და საყოველთაო დაძაბულობა მატულობს, ხოლო უკუთვლის საათი იწვევს თითოეულ გუნდს წარმოდგენის დასაწყებად.
იდეალური სინქრონიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია დროულობა და კოორდინაცია. „გაახმოვანეთ“ გუნდის შეკავშირების ძლიერმოქმედი აქტივობაა, რომელიც გუნდს საშუალებას აძლევს გამოიკვლიოს მესიჯების გავრცელება კომუნიკაციის, ფასეულობებისა და მომხმარებელთა მომსახურების შესახებ. საჭიროა მართვის კარგი უნარი, რათა ეს სავარჯიშო მოცემულ დროში შესრულდეს. ამ აქტივობაში წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი ფაქტორებია როლების სწორი გადანაწილება, აწყობილი კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და სითამამე.
Re-Dub გამოვიყენეთ ლიდერების სემინარის დასაწყებად. მივიღეთ პატარა კარტუნის კლიპები და რეალური მენეჯმენტის სიტუაციებზე დაყრდნობით ახალი სცენარები შევქმენით. შედეგები იყო მაგარი და იუმორიანი და ხალხი გაკვირვებული იყო: „ეს ნამდვილად ჩემი ხმაა?“ თამაში სასიამოვნოდ ინტენსიურია; როლები ძალიან სწრაფად უნდა გადანაწილდეს — დრო არ არის დიდ ფიქრზე!