„სამაგიდო ჯაჭვური რეაქცია“

შექმენით კასკადური მოქმედების სერიები მაგიდაზე

1 - 4 საათები
შიდა
გამაერთიანებელი
12 - განუსაზღვრელი

შესახებ

მონაწილეები ხშირად თავად რჩებიან განცვიფრებულნი იმით, თუ რის გაკეთებას ახერხებენ საგნების ამგვარი უცნაური მოცემულობით. დაეჭვება საკმაოდ ხშირად გამოიხატება მათ სახეებზე, მას შემდეგ რაც აქტივობის წესები აიხსნება. მხოლოდ სათამაშო დაფითა და დეტალური ინსტრუქციით სავსე სათამაშო კარტის დასტით აღჭურვილი მოთამაშეები თავდაპირველად გუნდის წევრებთან განიხილავენ სტრატეგიას და შემდგომ სხვა გუნდებსაც უზიარებენ ამ ინფორმაციას, რათა დასახონ საერთო სამოქმედო გეგმა მარტივი მანქანების ყველაზე კრეატიული სერიის შესაქმნელად.

რაც უფრო მეტად უღრმავდებიან მონაწილეები დაგეგმვისა და აწყობის პროცესს, მით უფრო რწმუნდებიან თუ რისი მიღწევაა შეასძლებელი საერთო მიზნისაკენ გაერთიანებული ძალების მიმართვით. მას შემდეგ რაც თითოეული გუნდის მარტივი მანქანა შეიქმნება, მოთამაშეები მათ აერთიანებენ სხვა გუნდების მიერ შექმნილ მანქანების სერიასთან, სანამ არ შეიქმნება მოქმედების ერთიანი გრძელი ჯაჭვი.  მხოლოდ მოთამაშეების მიერ ამ მანქანების გამოცდა, ტესტირების და მათი შემდგომი გაუმჯობესება განაპირობებს მოწყობილობის სტარტიდან ფინიშამდე თვალის დახამხამებაში მიგორებას!

მას შემდეგ რაც მანქანების აგება და ტესტირება დასრულდება - დგება მოლოდინისა და აღტაცების განწყობა, რომელიც ამ ზეიმის ყველა მონაწილეს აერთიანებს, რომელთაც ერთად იშრომეს საერთო მიზნის მისაღწევად და რომლებიც  ერთად ხდებიან მოწმე ამ შედეგების განხორციელებისა.

სწავლისა შედეგები

 წარმატებული გუნდები წვდებიან ამოცანის არსს, შეისწავლიან კარტზე მოცემულ სქემას, აფასებენ არსებულ რესურსს, ქმნიან ზოგად გეგმას და აგების პროცესშივე ცვლიან და ავითარებენ თავიანთ თავდაპირველ გეგმას. გუნდები მუშაობენ საერთო ხედვის შესაქმნელად და საერთო სტრატეგიის დასასახავად, რასაც პროექტისა და რესურსების მართვის ბრწყინვალე  უნარების გამოყენებით ასრულებენ.

ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით გუნდებს შორის თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად და ასევე კრეატიულობის საზღვრების გასაფართოვებლად. ტესტირების ეტაპზე გუნდები სწავლობენ  რთულ პერიოდში გამძლეობის შენარჩუნებას და ასევე დეტალების მიმართ თვალის გამახვილებას, რათა მიღწეულ იქნას ბრწყინვალების სტანდარტი მუშაობაში.

მოგეწონათ ეს აქტივობა? გაქვთ უფრო მეტი სივრცე და ბიუჯეტი? გსურთ რაღაც უფრო დიდი, უფრო რთული და აღმაფრთოვანებელი? მაშინ იხილეთ "ნამდვილი ზომის ჯაჭვური რეაქცია."

Request a Quote