Body Rap

ენერგიული, ხალისიანი და რიტმული სავარჯიშო

10 - 30 წუთი
დახურული და ღია სივრცე
გამაერთიანებელი
30 - განუსაზღვრელი

შესახებ

ყველა კონფერენციაზე დგება მომენტი, როდესაც მონაწილეები საჭიროებენ ენერგიით დამხუტვასა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას. ასეთი მომენტი შესაძლოა დადგეს დილით ადრე, გამოუძინებელი ღამის შემდგომ; ან ეს „მკვდარი საათი“ შეიძლება ჩამოწვეს ლანჩის მერე, როდესაც გემრიელი საკვების მიღების შემდგომ გონება სადღაც სხვაგან დაფრინავს.

მხოლოდ ეს სწრაფი, ამყოლი და საოცრად ეფექტური თამაშობა „სხეულის რეპი“ შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. ეს სრულიად გიჟური მუსიკალური აქტივობა ნამდვილი მატონიზირებელი ელექსირია ყველაზე დარბაისელი საზოგადოების ასაყოლიებლადაც კი. იგი გამომაცოხლებელი ენერგიითა და მხნეობით დამუხტავს თქვენს შეხვედრას - ზუსტად მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დაგჭირდებათ! „სხეულის რეპი“ - ეს არის ხალისიანი, მზაკვრული და რიტმული სავარჯიშო, რომელიც უფრო მეტია ვიდრე მუსიკა, როგორც ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.

ენერგია უკვე მაშინ იწყებს მოზღვავებას, როდესაც ჩვენი ქარიზმატული და ცოტათი ექსცენტრული წამყვანი  სპეციალური სავარჯიშოებით იწყებს საზოგადოების გახურებას. შემდეგ იგი მონაწილეებს თხოვს ხელთათმანების წამოცმას. რეზინის ფერადი ხელთთმანების შეკვრა ყოველი თანამშრომლის სკამზეა დამაგრებული, რათა უკლებლივ ყველამ შეძლოს მონაწილეობის მიღება. როგორც კი გუნდის წევრები წამოიცვამენ რეზინის ხელთათმანებს ხელებზე - ისინი უმალვე იწყებენ ფეხების ბაკუნს, რიტმში მოძრაობასა და სიმღერას, რათა შექმნან ფერადი და აბსოლუტურად გიჟური მუსიკალური წარმოდგენა. ეს ჩაბჟირებამდე მხიარული და სასაცილო, აუდიო და ვიზუალური ეფექტების მქონე თამაშობა ყველა მონაწილეს განაცდევინებს საყოველთაო „გარეპვის“ სიამოვნებას.

რასაკვირველია, ‘სხეულის რეპი,“ რომელიც გამარჯვებულია კატეგორიისა „რასიგიჟეამაგრამიქნებიმოქმედოს“ - იყენებს იუმორის, რიტმისა და საერთო მხიარულების ძალას, რათა ენერგიით დამუხტოს და გააერთიანოს გუნდი და დაეხმაროს მათ კონფერენციის თემატიკასა და მესიჯებზე კონცენტრირებაში.

სწავლების შედეგები

Quick, quirky, and incredibly effective, Body Rap is an off-the-wall musical conference pick-me-up guaranteed to liven up the most challenging audience. It will inject life and vigour into your
meeting. ensuring participants are ready once again to focus on conference messages. Body Rap uses the power of humour, rhythm and shared experience to energise and unify teams with positive
memorable results.

Related Testimonial

Just when the energy of our conference was at a low point, we experienced Body Rap. It had exactly the desired effect. It lifted spirits and engaged everyone bringing smiles to everyone's faces. All delegates were better placed to received the afternoon conference content.

Nestle

together apartდისტანციური - ჰიბრიდული - მრავალლოკაციური

ეს აქტივობა შეიქმნა პირისპირ, დისტანციური, ჰიბრიდული და სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე მყოფი გუნდებისთვის. თუ თქვენი გუნდი სახლიდან მუშაობს, სხვადასხვა რეგიონალურ ოფისებში ან სხვადასხვა ქვეყნებში, მოიკითხეთ ჩვენთან ამ აქტივობის დისტანციური ან ჰიბრიდული ვერსია. დაგვიკავშირდით რათა გაიგოთ, როგორ მოვარგებთ ამ გამოცდილებას თქვენს გუნდზე.

მოითხოვეთ ციტატა