Treasure Island

ვინ მიასწრებს კუნძულამდე

1 - 2 საათები
დახურული და ღია სივრცე
გამაერთიანებელი
16 - განუსაზღვრელი

შესახებ

გუნდების მუშაობა მიზნად ისახავს ყველა მოთამაშის განძის კუნძულზე გადასმას და სანუკვარი სკივრის გახსნას. გუნდებს აქვთ მხოლოდ ხის სამი ფიცარი, თოკი და აქა-იქ დაყრილი ქვაც, რომელმაც სამშვიდობოს ფუნქცია უნდა შეასრულოს. ისინი იყენებენ ფიცრებს ქვებს შორის ხიდის გასადებად და ამგვარად გადაყავთ ყველა მოთამაშე განძის კუნძულზე.

ამბობთ ადვილიაო? ეს სავარჯიშო უფრო ადვილი ჩანს, ვიდრე არის. აქტივობის დასაწყისი ასე თუ ისე მარტივია, თუმცა რაც უფრო უახლოვდება გუნდი კუნძულს , მით უფრო რთულდება სავარჯიშო. მეთოდები, რომელთაც აქამდე იყენებდნენ აღარ ჭრის. გუნდები, რომლებიც დიდი სიმარჯვით ვერ გამოირჩევიან - სადღაც გაიჭედებიან და ვეღარ შეძლებენ მოგზაურობის გაგრძელებას. მალე გუნდები გაიაზრებენ, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ურთიერთთანამშრომლობა.

მხოლოდ ძალისხმევის გაერთიანებით  შეძლებენ გუნდები კუნძულზე ფეხის დადგმას და სანუკვარი განძის სკივრის გახსნას.

სწავლების შედეგები

განძის კუნძულს ასევე უწოდებენ სამი ესის კუნძულს: Synergy- ერთობლივი ძალისხმევა, Sharing - გაზიარება და Solidarity- სოლიდარობა; რადგანაც სწორედ მსგავსი მიდგომაა საჭირო კუნძულის მისაღწევად - ცხოვრების ზოგიერთი გამოწვევის მსგავსად. ეს არის საკმაოდ რთული ექსპერიმენტული სწავლების აქტივობა, რომელიც მოითხოვს პრობლემების გადაჭრისადმი შემოქმედებით დამოკიდებულებას და ამავე დროს, ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობის დაფასებას საერთო წარმატების მიღწევის პროცესში. 

Related Testimonial

Excellent way of encouraging agile thinking. Treasure Island has become an important metaphor for us to reflect on as a team.

EY

Something Else?

მოითხოვეთ ციტატა