Toy Factory

შექმენით სათამაშოები მოწყვლადი ბავშვებისათვის

2 - 3 საათები
შიდა
გამაერთიანებელი
10 - განუსაზღვრელი

შესახებ

გახდით მოწმე თქვენი კოლეგების ძალისხმევის გაერთიანებისა; იმისა თუ, როგორ ართმევენ თავს პროექტის მართვას, როგორ უმკლავდებიან აუარებელ ამოცანებს კონვეირის პრინციპის გამოყენებით და იყენებენ საკუთარ ნიჭს, რათა შექმნან უთვალავი სათამაშო სოციალურად თუ ეკონომიკურად შეჭირვებული ბავშვებისათვის.

ეს აქტივობა შესაძლებელია გაიმართოს, როგორც კონფერენციის შესვენების დროს, ასევე სამუშაო ადგილას, ოფისში. „სათამაშოების ფაბრიკა“ არის ძალზე მოქნილი აქტივობა, რომელიც მოიცავს სრულიად ახლებურ მიდგომას გუნდური შეკავშირებისადმი და ხელს უწყობს საზოგადოებრივი ერთობის შეგრძნებას.

გუნდებს გადაეცემათ ხის უჩვეულო ნაწილებით სავსე გუდები და ეძლევათ ამოცანა ამ კომპონენტების შეერთების მეშვეობით ააწყონ მაღალი ხარისხის სათამაშოები ბავშვებისათვის. მონაწილეები ხელმძღვანელობენ სამგანზომილებიანი სქემებით, რაც მათ ეხმარება სათამაშოების შექმნის სპეციფიკის მთელი სპექტრის შემეცნებაში.

 ამ აქტივობაში მნიშვნელოვანია არა მარტო ხარისხიანი შედეგების მიღება, არამედ სათამაშოების დროულად დამზადება. გუნდებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა ამ მიზნების მიღწევა შეძლონ.

დაგეგმვის ეტაპზე გუნდები შეისწავლიან კომპონენტებს, გეგმავენ მოქმედებების თანმიმდევრობას, ინაწილებენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და აყალიბებენ წარმოების ხაზს. მას შემდეგ რაც დამზადების ხარისხი შემოწმდება, იწყება სათამაშოების კრეატიული გაფორმება კომპანიის ფერებით ან უნიფორმის ფერებით, თუ ამას კლიენტი მოისურვებს.

აქტივობის მეორე სტადიაზე გუნდებს მოეთხოვებათ კრეატიული აზროვნება, რადგანაც მათ ევალებათ შექმნან დამაინტერესებელი და სახალისო შემეცნებითი თამაშები ახლად აწყობილი სათამაშოების გამოყენებით. მხიარული და არაფორმალური ფინალი საშუალებას აძლევს თითოეულ გუნდს რიგრიგობით დაიკავონ სცენა და წარმოადგინონ უნიკალური თამაშები, რომლებიც მაქსიმალურად გაზრდის მათ მიერ შექმნილი სათამაშოების „სათამაშო“ ღირებულებას.

ყველა სათამაშო და დარჩენილი მასალა გადაეცემა ადგილობრივ ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციას, სკოლას ან ბავშვთა სახლს.

სწავლების შედეგები

ააგეთ ეფექტური საწარმოო ხაზი და ხარისხის კონტროლის სისტემა, რათა მიაღწიოთ კლიენტთა კმაყოფილებას ამ რეალურთან მიმსგავსებულ სიტუაციაში. თქვენ არამარტო გეძლევათ შანსი გაეცნოთ კლიენტთა მომსახურების „სამზარეულოს“, არამედ თქვენს მიერ შექმნილ სათამაშოებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სასიამოვნო და რეალური ცვლილება შეიტანონ თქვენი პოტენციური მომხმარებლების - შეჭირვებული ბავშვების ცხოვრებაში.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

„სათამაშოების ფაბრიკა“ შექმნილია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ასპექტის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ შეიტყოთ თუ სხვა რომელი აქტივობები შეიძლება იქნას გამოყენებული სოციალური პასუხისმგებლობის მიზნით, გთხოვთ იხილოთ ჩვენი შესაბამისი გვერდი, ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით და დაათვალიეროთ გუნდური შეკავშირების აქტივობების მოცემული ჩამონათვალი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ატივობები

Related Testimonial

Thanks for suggesting Toy Factory. Not only did we learn more about working together and readdress our attitude towards customers but we all finished the event feeling like we had done something to put a smile on the faces of kids in need. Great feel good factor for our team.

WWT

მოითხოვეთ ციტატა