Human Bingo

როგორ შევინარჩუნოთ მოტივირებული თანამშრომლები დისტანციურად მუშაობის დროს?

30 წუთი - 1 საათში
დახურული და ღია სივრცე
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
8 - განუსაზღვრელი

შესახებ

ჩვეულებრივი ბინგოსგან განსხვავებით, მოთამაშეები სვამენ სხვადასხვა ტიპის კითხვებს თანამშრომლებისთვის, რაც საშუალებას აძლევთ მათ აღმოაჩინონ სიახლეები კოლეგების შესახებ. კალმის და ფურცლის ნაცვლად, Human Bingo დაფუძნებულია აპლიკაციის პროგრამაზე, რომელიც ყოველ გუნდს აწვდის კითხვების სიას, მაგ. სახალისო ფაქტები, უცნაური ჩვევები, ჰობები ან მიღწევები. კითხვების შინაარსი სპეციალურად არის გათვლილი ყველა ფსიქოტიპის ადამიანზე, რაც ინკლუზიის და საყოველთაო ჩართულობის გარანტია. ბინგოს მისაღწევად, მონაწილეებმა უნდა ეძებონ სხვადასხვა ჯგუფებში ისეთი ადამიანი რომელიც დადებით პასუხს გასცემს მოცემულ კითხვაზე ან აღმოაჩინონ ჯგუფი რომელიც ჯდება მოთხოვნილ, სპეციფიურ კრიტერიუმებში. ზოგიერთი კითხვა საჭიროებს ვიდეო ან ფოტო მტკიცებულებას, რაც მომენტალურად ქმნის სახალისო და მეგობრულ ატმოსფეროს. ამ თიმბილდინგში, გუნდური მუშაობა განაპირობებს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და ამავდროულად აყალიბებს ჯანსაღ, ენერგიულ და თბილ ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის.

სწავლების შედეგები

Human Bingo არის იდეალური გზა ნეთვორქინგის წასახალისებლად და რეკომენდირებულია ახლად ჩამოყალიბებული გუნდებისთვის ან მათთვის ვისსაც სურს არსებული საქმიანი თუ არასაქმიანი ურთიერთობების გამყარება თანამშრომლებს შორის. არაფორმალური გარემო, სიახლეები, ბევრი სიცილი და გამოწვევა აუცილებლად ქმნის წარმატებულ შედეგს, მეტ ურთიერთგაგებას, ნდობას და ურთიერთპატივისცემას გუნდში. თქვენ შეგიძლიათ, ეს თამაში მოარგოთ თქვენ სპეციალურ მოთხოვნებს ან საჭიროებებს და თქვენი სურვილისამებრ, დავამატებთ კონკრეტულ და სპეციფიურ კითხვებს, დავალებებს ან ფაქტებს კომპანიის შესახებ. თამაშის დასრულების შემდეგ, ყველა ვიდეო და ფოტომასალა, გუნდების შედეგებთან ერთად იქნება ხელმისაწვდომი ვიდეო ფორმატში კომპანიისთვის სამახსოვროდ.

Something Else?

მოითხოვეთ ციტატა