"დაიპყარით მწვერვალი"

გაუძეხით თქვენს გუნდს ევერესტის წვერზე

1.5 - 3 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
8 - განუსაზღვრელი

შესახებ

 18 დღიანი ექსპედიციის განმავლობაში გუნდებმა უნდა შეძლონ კლიენტების ევერესტის მწვერვალზე აყვანა და უკან, ბანაკში მათი მშვიდობიანი დაბრუნება. გუნდებმა უნდა გაითვალისწინონ რიგი ფაქტორებისა, როგორიცაა: კლიენტების ფიზიკური მომზადების დონე, ამინდი, საუკეთესო ბილიკები, აკლიმატიზაცია, ჟანგბადის გამოყენება, კარვების გაშლა და ასევე, სხვა გუნდების ჭკვიანური გაცურების სტრატეგიები საბოლოო მოგებისათვის. თითოეულ გუნდს საჭირო ინფორმაცია ექსპედიის თითოეულ დღეს ეგზავნებათ ტაბლეტებზე. გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს მიიღონ სწრაფი და ამავე დროს გონიერი და საზრიანი გადაწყვეტილება. რადგანაც თითოეულ სიმაღლეზე მოცემული სივრცე საკმაოდ შეზღუდულია, ის გუნდები, რომლებსაც შეაგვიანდებათ მოქმედება, იძულებულნი იქნებიან ნაკლებად სახარბიელო ბილიკს დასჯერდნენ ან სულაც ვერ შეძლონ მოძრაობის გაგრძელება! მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე გუნდების შესაძლებლობები ისეთი აქტივობებით გამოიცდება, როგორიცაა: გაშლილი კარვების აკეცვა ლიმიტირებულ დროში, თანაგუნდელისათვის საბმელის დამაგრება თვალახვეულ მდგომარეობაში და საძილე ტომრის ჩატენვის სავარჯიშოები.

გუნდებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ თუ რა წაიღოს გიდმა გზაზე - კარვები, ჟანგბადი ან/და კლიენტები. კლიენტებს გუნდებისათვის დამატებითი ქულები მოაქვთ, თუ ისინი ახერხებენ მწვერვალის უფრო დიდ სიმაღლეზე ასვლას; თუმცა, თუ ისინი ვერ შეძლებენ საჭირო რესურსის წაღებას, ასეთ შემთხვევაში ისინი თავს იგდებენ საფრთხეში დაავადდნენ აკლიმატიზაციისაგან გამიწვეული სნეულებით, რამაც ასევე შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს არასასურველ პირობებში.

სწავლისა შედეგები

ეს მაღალტექნოლოგიური ინტერაქტიული თამაში, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი ტაბლეტისათვის, შემუშავებულია პედანტური ყურადღებით დეტალებისადმი და ეფუძნება ექსპერიმენტული სწავლებისა ფართომასშტაბიან კვლევას, რომელიც დაეთმო  ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღებას. აქტივობა „დაიპყარი მწვერვალი“ წარმოაჩენს გუნდის ევერესტზე წარმატებით აყვანისთვის საჭირო უნარების მსგავსებას ბიზნესისა და პროექტის მართვის თვისებებთან, უფრო ზუსტად კი, გუნდის მართვისა და ბიზნესის ხელმძღვანელობის უნარებთან. ევერესტის დამპყრობნი იმავე გამოწვევებისა და დაბრკოლებების წინაშე დგებიან, როგორსაც ბიზნესის ხელმძღვანელები გადალახავენ ბიზნეს-წარმატების მიღწევის პროცესში. „დაიპყარი მწვერვალი“ ეფექტური ექსპერიმენტული სწავლების საშუალებაა, რომელიც  ეფუძნება საინტერესო და ნაცნობ თემას, მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტებს, საოცრად სახალისო და „ტვინის საჭყლეტია“ და აქვს შესაბამისი ანალოგები ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

Ensure the lasting impact of Peak Performance beyond the individuals who played by converting the collective score of all teams to giving impacts! Select projects from the Catalyst Global network’s chosen charity organisation, B1G1 or give to a charity of your choice.

Request a Quote