Escape the Mob - Online

მხრიარული გასართობი თამაში სპეციალურად შექმნილია დისტანციურად მომუშავე გუნდებისთვის

1 - 1.5 hours
Indoors
Competitive / Collaborative
4 - Unlimited

About

ონლაინ კონფერენციის პლატფორმის გამოყენებით, თამაში Escape Mob იწყება იდუმალი ვიდეოთი, რომლებიც გუნდებს აფრთხილებს, რომ ისინი მოხვდნენ არასწორ ადგილზე, ჩართულნი არიან საიდუმლო დავალებაში. მათი მისიაა თავი დააღწიონ ამ ადგილს და გამოიძიონ რა საიდუმლო ამბავში გაეხვნენ.

ამისთვის კი ჭირდებათ საკუთარი მისიის გაცნობიერება, მოვლენათა განვითარების ზუსტად განჭვრეტის და კავშირების აღმოჩენის, მსგავსების უნარების გამომჟღავნება, ასევე, სხვების დარწმუნების უნარი. მოთამაშეებს უწევთ შეზღუდულ დროში იმოქმედონ შემოქმედებითად, გამოავლინონ გამომძიებლის უნარები, საკუთარი მსჯელობის ნათლად ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარები, ჩართონ ფანტაზია, დააკვირდნენ მოვლენებსა და მითითებებს, რათა შეძლონ შეუპოვრად დაამტკიცონ საკთარი სიმართლე.

ონლაინ ფასილიტატორის თავდაპირველი ბრიფინგის შემდეგ, Go Team- ის აპლიკაცია გუნდებს უძღვება მთელი რიგი გამოწვევების წინაშე; მრავალფეროვანი ფოტო, ვიდეო, კრიპტოლოგიური კითხვები და გამოცანები, რომლებიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგიყვანთ. გუნდები იღებენ ქულებს სწორი პასუხებისთვის. გაიმარჯვებს გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

Learning Outcomes

Escape the Mob არის გუნდური შეჭიდულობის გაძლიერებისთვის ძალიან ეფექტური აქტივობა. შეზღუდული დროით, კონკურენტუნარიანი თემითა და მრავალფეროვანი გამოწვევებით, მათ შორის, ფოტო, ვიდეო, კრიპტო კითხვები, შიფერები, სიმბოლოების ალფა გამოცანები, შაბლონის იდენტიფიკაცია, იდუმალი ხმები და თეატრალური წარმოდგენები, გუნდებმა უნდა შეძლონ თავიანთი განსხვავებული ცოდნის გამოყენება და შექმნან კრეატიული გადაწყვეტილებები, ამოხსნას საიდუმლო. თანამშრომლობა საბოლოო მომენტებში იწყება, რათა საბოლოოდ გაარკვიონ კოდი და შეძლონ გაქცევა!

თიმბილდინგის საშუალებით ვლინდება შემდეგი უნარები: კრიტიკული აზროვნება, სიახლეებისაკენ სწრაფვა, გარდაქმნის უნარები, შემოქმედებითი წარმოსახვა, დარწმუნების უნარი, მოქნილობა, კონტაქტის უნარი ადამიანებთან, დავალების ელემენტებს შორის კავშირების აღმოჩენა, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, მთავარისა და მეორეხარისხოვანის გამოყოფის უნარი, ახალ სიტუაციებზე ადაპტაციის უნარი.

შედეგად მონაწილებს უწევთ დაფიქრდნენ და შეაფასონ საკუთარი შეცდომების, წარუმატებლობისა თუ მიღწეული წარმატების მიზეზები, ადექვატურად შეაფასონ საკუთარი აქტიურობა, საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი, საკუთარი მსჯელობის ნათლად ჩამოყალიბების უნარები.

თიმბილდინგის საშუალებით ფასდება მონაწილეთა არასაკმარისი უნარ-ჩვევები, სუსტი პოტენციალი, არასაკმრისი მხარდაჭერა და ახალი იდეების ნაკლებობა. ეს არის კარგი საშუალება რათა დაეხმაროთ თქვენი გუნდის წევრებს საკუთარი უნარ-ჩვევების სამომავლოდ განვითარებაში და საბოლოოდ მთლიანი გუნდის სრულყოფაში!

Remote Team Activity

Remote Team Activity

This activity has been designed especially for remote teams. If your team can't be in the same city or the same physical space, its a great way to engage, motivate and connect your team. Using an online conferencing tool, our skilled facilitators will be there to guide your participants throughout the experience and lead a debrief afterwards to maximise learning outcomes. Get in touch to find out how we can customise this experience for your remote team.

მოითხოვეთ ციტატა