Brand National

ბრენდის იდენტობის მხიარული სავარჯიშო

2 - 3 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი
30 - განუსაზღვრელი

შესახებ

მაღლა აღმართეთ დროშა, იმღერეთ ნაციონალური ჰიმნი და შექმენით ქვეყნის ეროვნული ტანისამოსი სანამ შემდეგი რევოლუცია მომხდარა!

გამორჩეული და ორიგინლური მესიჯი, კულტურა და იდენტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისათვის. ეს არა მარტო ქმნის უნიკალურ ბრენდს კომპანიისათვის, არამედ ხელს უწყობს თანამშრომლების გაერთიანებას საერთო განწყობისა და იდენტობის მეშვეობით.

იგივე ეხება ერებსაც. საუკუნეების განმავლობაში, ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი იყო ისტორია, გეოგრაფია და კულტურა; ისევე, როგორც კომპანიები, ერებიც უნდა მოუფრთხილდნენ იმ მახასიათებლებს, რაც მათ გადააქცევს უნიკალურად და განსაკუთრებულად.

„ნაციონალური ბრენდი“ არის გუნდური შეკავშირების შემოქმედებითი და მხიარული აქტივობა, რომელიც იკვლევს ბრენდისა და იდენტობის საკითხებს და იწვევს მონაწილეებს თითქმის არაფრისაგან შექმნან ეროვნული ბრენდი. თავდაპირველად, გუნდებმა უნდა „გამოიგონონ“ მათი ქვეყნები. დასახმარებლად გუნდებს მიეცემათ ეროვნული მახასიათებლების ჩამონათვალი, რომელიც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზეა შედგენილი. მაგალითისათვის, მათ შეიძლება მიეცეთ სანაპირო ერის მახასიათებლები, სადაც კლიმატი ცივია, ადამიანები შეუვალი მებრძოლები არიან, ხოლო ცხენები წმინდა ცხოველებად ითვლებიან.

მსგავსი ეროვნული მახასიათებლების გამოყენებით გუნდებმა უნდა მოახერხონ ერის ვიზუალიზაცია და შექმნან ეროვნული ბრენდის იდენტობა - მოიგონონ ქვეყნის სახელი, დროშა, ჰიმნი (ცეკვისა და სიმღერის აკომპანიმენტით) და ეროვნული ტანისამოსი. თეთრი დროშები, ნაჭრები, აქსესუარები და ხელსაწყოები ვაჭრობის საგანია და გუნდებს მათი შეძენის უფლება აქვთ.

 აქტივობა სრულდება ენერგიული „ევროვიზიის“ მსგავსი წარმოდგენით, სადაც თითოეული ერი წარმოაჩენს თავის იდენტობას ქორეოგრაფიული ეიფორიით, რომელშიც ჩართულია დროშები, სიმღები, ცეკვები და ეროვნული ტანისამოსი.

სწავლების შედეგები

„ეროვნული ბრენდი“ არის შესანიშნავი საშუალება ბრენდის მნიშვნელობის კვლევისათვის. იგი  თვალსაჩინოდ წარმოაჩენს თუ როგორ ცილდება ბრენდის გავლენა კომპანიის ლოგოს და თუ რა ზემოქმედებას ახდენს კომპანიის თითოეული თანამშრომლის ქმედებებზე.

Related Testimonial

We loved Brand National. Its a lighthearted, amusing way of looking at how important our people are to our company's culture and success!

Future Vision

მოითხოვეთ ციტატა