BeatBox Rox

ვოკალურ-დასარტყამი სავარჯიშო

10 წუთი - 1 საათში
შიდა
გამაერთიანებელი
10 - განუსაზღვრელი

შესახებ

ბითბოქს როქსი დაწყებისთანავე შეძლებს ყოველი თქვენგანის გამხიარულებას, გამხნევებას და თამაშში ჩართვას! დარწმუნებული იყავით, რომ ეს ხალისიანი აქტივობა სიცოცხლესა და ენერგიას შესძენს ნებისმიერ საკონფერენციო პროგრამას, შეხვედრასა და  ტრენინგს.

ჩვენი ნიჭიერი და გამოცდილი „ვოკალური დრამერების“ გამოსვლით გამხნევებული მონაწილეები თავადაც ბევრს ისწავლიან მუსიკოსების უნარებისა და ნიჭიერი წარმოდგენის მეშვეობით. ბითბოქსინგი არის ხელოვნება დოლზე დარტყმების, რიტმისა და მუსიკალური ხმების შექმნისა, რომელიც წარმოიქმნება პირის, ტუჩების, ენის, ხმის, ნესტოებისა და ყელის მოქმედების ერთობლიობით.

წარმოდგენის ასეთი შთამაგონებელი დასაწყისის შემდეგ თამაშის მონაწილეები თავად ხდებიან ინსტრუმენტების ნაკრები ანუ იგივე „ადამიანი-ორკესტრი.“ თითოეული მათგანი ამატებს თავის ვოკალურ ფენას მთლიანი მუსიკალური კომპოზიციის შესაქმნელად. ეს არის საუკეთესო მეტაფორა გუნდისათვის, რომელიც შრომობს როგორც ერთი.

„ბითბოქს როქსი“ შესაძლოა ძალდაუტანებლად გაიშალოს  სხვადასხვა ფორმატში. ჩვენ შეგვიძლია იგი მოვარგოთ, როგორც:

  • თხუთმეთწუთიანი „ყინულმჭრელი“ აქტივობა დიდი რაოდენობოს დელეგატებისათვის;
  • ენერგიული თამაშობა ნებისმიერი კონფერენციის გასახალისებლად;
  • ნაყოფიერი სწავლება მცირე ზომის ტრენინგისათვის;
  • ორმოცდახუთწუთიანი თამაში თემატური შეხვედრისთვის;
  • თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებზე აგებული ღონისძიება.

რა ხდება „ბითბოქს როქსის“ დროს?

აქტივობის დასაწყისში ჩვენი დამხმარე მუსიკოსები პატარა წარმოდგენას გამართავენ სცენაზე, რათა კიდევ უფრო მოხიბლონ და მონუსხონ თქვენი გუნდის წევრები. შემდგომ, ისინი გადანაწილდებიან უფრო მომცრო ჯგუფებში და თითოეული მათგანი გაივლის სპეციალურ მომზადებას ვოკალურ დრამინგში. ბოლოს, გუნდები იკრიბებიან ერთად საერთო ხმაურიანი წარმოდგენის მოსაწყობად, ხოლო ერთიანი ტემპის შენარჩუნებისათვის რიტმული მუსიკალური ფონი იქნება გამოყენებული.

სწავლების შედეგები

Beat Box Rox is a clever, simple and effective way to kick off a conference. This high energy and exhilarating shared experience creates a positive attitude, unifying the group ensuring everyone is energised and receptive for the presentations ahead.

Its versatile format means that it can be used as a 30-minute icebreaker for a large group or a 45-minute in-depth workshop for a more select meeting.

Related Testimonial

This engaging activity captured the imagination of all our staff members. inhibitions flew away and everyone got creative! Many smiles and happy memories.

MEDecision

მოითხოვეთ ციტატა