„დომინოს ეფექტი“

გუნდები ქმნიან დომინოს ეფექტის გიგანტურ ტალღას

30 წუთი - 1 საათში
შიგნით და გარეთ
შემაჯიბრებელი
6 - 150

შესახებ

ვის შეუძლია ყველაზე უკეთ ხელმძღვანელობა? ვის აქვს ყველაზე კარგი კრეატიული და ინოვაციური იდეები? შეძლებს თქვენი გუნდი უზრუნველყოფას იმისა, რომ ყველა ელემენტმა გამართულად იმუშაოს? კარგი იქნებოდა ფინალურ ღონისძიებამდე წინასწარი ნიმუშისა და მაკეტის გაკეთება!

თითოეულ გუნდს ევალება შექმნას საკუთარი გიგანტური დომინოს ეფექტის შედევრი, თავისი ჩახლართული და მორგებული სქემით.

აქტივობის პირველი ნაწილი გუნდებისაგან მოითხოვს გარკვეული დეტალების მოპოვებისათვის ბრძოლას, რომელთაც გუნდები შემდგომ გამოიყენებენ დომინოს სტრუქტურაში. მსგავსი ნივთები შეიძლება იყოს ნათურები, წიგნები, ბურთები და სამაგრები. გუნდის მიერ ადრეულ სავარჯიშოებში მიღწეული წარმატება განსაზღვრავს საბოლოო ამოცანის შესრულების სიმარტივეს.

 მას შემდეგ რაც გუნდები შეასრულებენ პირველ დავალებებს, თითოეულ მათგანს გადაეცემა დომინოს შეკვრა და იმ ნივთების ნაკრები, რომლებიც მათ მოიპოვეს სავარჯიშობის წარმატებით შესრულების შედეგად. გუნდებმა ყველა პარამეტრის დაცვით უნდა ააგონ დომინოს ეფექტის სტრუქტურა, რომელმაც უნდა მიაღწიოს დომინოს ტალღის ბოლო საფეხურს და გახეთქოს ბუშტი. ამ აქტივობის მთელი ხრიკი არის ის, რომ სტრუქტურის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია და ნებისმიერი მათგანის მარცხი გამოიწვევს მთელი ეფექტის ჩავარდნას.

 „დომინოს ეფექტი“ მოიცავს აქტივობის შემდგომი ანალიზის საუკეთესო ელემენტს და შესაძლებელია სახალისო და საინტერესო ხერხით იქნას განხილული დეტალურად. მისი დამატებითი უპირატესობა არის ის, რომ აქ არავინ რჩება წაგებული და აქტივობის ყველა გუნდი იღებს მონაწილეობას დასკვნით ნაწილში.

სწავლისა შედეგები

„დომინოს ეფექტი“ არის ნამდვილად სახალისო აქტივობა, რომელიც მოიცავს გუნდური შეკავშირების ისეთ ძლიერ ელემენტებს, როგორიცაა კომუნიკაციის დაგეგმვა და თანამშრომლობა. 

Request a Quote