River Runner

სწრაფ მდინარეზე ჯომარდობა ოთახში

2 - 3 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი
20 - განუსაზღვრელი

შესახებ

ეს არის თემატური ბიზნეს თამაში, რომლის მონაწილე თითოეული გუნდი წარმოადგენს რაფტინგის კომპანიას და ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა მსოფლიოს ყველაზე დიდ მდინარეზე „პირველი დაშვების“ კამპანიის წარმოებაა.  მდინარის ექსპედიციის ორგანიზება და მისი წარმატებით დასრულება მოითხოვს ფრთხილად დაბალანსებულ კვლევას, კლიენტთა კმაყოფილებას, უსაფრთხოებასა და მოგებას - ყოველივე ეს წარმოადგენს წარმატებული საქმიანობის გასაღებს. რეალური ზომის საჯომარდე ნავები, ნიჩბები და ექსპედიციისათვის საჭირო ყველა ინვენტარი ქმნის მართლაც ძლიერმოქმედ ფონს თამაშისათვის, ხოლო ეფექტური ვიდეო-ჩანაწერი კი მონაწილეებს სპორტული ჟინისა და აღტყინების ნამდვილ გემოს აგრძნობინებს. როგორც ნებისმიერ სხვა მიზანმიმართულ აქტივობაში, აქაც, ძალიან ხშირად თავს იჩენს ხოლმე ცდუნება იმისა, რომ ფრთხილი დაგეგმვა ჩანაცვლდეს უბრალოდ „საქმის გამკლავებით“ და ამ ცდუნების დაძლევა თითქმის შეუძლებელი ხდება ხოლმე.  აქტივობა გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას მიმოხილვისა და შესაბამისი ცოდნის მოპოვებისათვის.

სწავლისა შედეგები

ამ თამაშობის სტრუქტურას გასდევს უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა - ძირეული გაგება მომხმარებელთა კმაყოფილების ბუნებისა. ეს მოთხოვნა მოიცავს კმაყოფილების ორივე ასპექტს - როგორ შეფასდეს იგი და როგორ შეიძლება მისი მიღწევა. დაგეგმვისა და შესრულების სტადიაზე, გუნდებს გამიზნულად მიეწოდებათ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე მისი გადამუშავება არის შესაძლებელი. შესაბამისად, ინფორმაციის ნაკადის ეფექტური მართვა უმნიშვნელოვანესი ასპექტია მომხმარებელთათვის საუკეთესო შედეგების დაგეგმვისათვის. გუნდებს ასევე მოეთხოვებათ ბიუჯეტის დაგეგმვა და უზრუნველყოფა იმისა, რომ კლიენტთა მომსახურების შესრულდეს უმაღლეს დონეზე, ხოლო კომპანიამ გააგრძელოს მოგების მიღება.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

„ჯომარდობა უწყლოდ“ აკეთებს კომერციული ბიზნეს კომპანიის იმიტაციას, რომელიც ეკოლოგიის საკითხებისადმი მგრძნობიარე გარემოში საქმიანობს. თამაშობის სტრუქტურის სიღრმე მისი გამოყენების საშუალებას იძლევა ისეთი მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხების საკვლევად, როგორიცაა თემთა კავშირი, კონსერვაცია, პასუხსაგები საქმიანობა, რესურსების მართვა და ტურიზმის სოციო-ეკონომიკური გავლენა მყიფე ეკონომიკაზე.

Related Testimonial

In this energetic business simulation all of the 10 people in each team were fully engaged performing different functions but working towards their common goal. Despite being indoors, this was an incredibly realistic experience!

Microsoft

მოითხოვეთ ციტატა