Harmonica Harmony

ჰარმონიკების მასობრივი წარმოდგენა

30 წუთი - 1.5 საათები
დახურული და ღია სივრცე
გამაერთიანებელი
50 - განუსაზღვრელი

შესახებ

ნამდვილ სამხრეთულ ჰანგებზე მომღერალი ბლუზის ჰარმონიკა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მუსიკალური ინსტრუმენტი. აქტივობა „დაუკარით ბლუზი“ მონაწილეებს სთავაზობს სახალისო სავარჯიშოების სერიას, რაც საბოლოო ჯამში სრულდება ჰარმონიკების მასობრივი მუსიკალური წარმოდგენით და დაუვიწყარ მოგონებად დარჩება მონაწილეთათავის.

არსებული ბიუჯეტის მიხედვით, თქვენ შეძლებთ აირჩიოთ ჩვენი „მასტერ კლასის“ ვარიანტი, რომელსაც უძღვება გამოცდილი და ნიჭიერი ბლუზმენი. ეს აქტივობა გაცილებით მეტია, ვიდრე კონფერენციის გახალისების მეთოდი. „დაუკარით ბლუზის მასტერ-კლასს“ (Blow the Blues Away Master Class), ახასიათებს ხანგრძლივი და მდგრადი დადებითი შედეგები და მას წარუძღვება „თავისი თაობის ყველაზე გამორჩეული ბლუზმენი - ედი მარტინი“.  ედი მარტინი ცნობილია, როგორც მსოფლიოს წამყვანი ბლუზ-გიტარისტი, ვოკალისტი და ჰარმონიკის დამკვრელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ედი თავის მასტერკლასს იწყებს სუნთქვის ვარჯიშით, შემდგომ იგი აცნობს ინსტრუმენტს გუნდის წევრებს და გადადის ბლუზის დაკვრის ძირითად საკითხებზე. გუნდის წევრების გაწაფვასთან ერთად აქტივობა უფრო და უფრო მეტ სიჩქარეს იღებს. ძალიან მალე, გუნდის წევრები თავადვე იწყებენ ბლუზის დაკვრას და ამ გადამდებ რიტმს „უბერავენ,“ როგორც მისისიპის დელტაზე გაჭრილი და სამხრეთისაკენ მქროლავი სატვირთო მატარებელი. და სანამ ბლუზის მატარებელი ბოლო სადგურს მიადგება - ეს „ახლადგამომცხვარი“ ბლუზ-ბენდი, რომელიც უკვე საკმაოდაა შეზარხოშებული მუსიკალური თვალსაზრისით - კარგად გათვითცნობიერებული იქნება ბლუზის დაკვრაში.

გარდა ამისა, ჩვენი ასისტენტები „გაახურებენ“ და ენერგიით დამუხტავენ გუნდის წევრებს და დაეხმარებიან მათ მუსიკალურ სავარჯიშოებთან გამკლავებაში და სანოტო სისტემის გაგებაში, რათა გუნდმა შეძლოს ჰარმონიულად დაუკრას ბლუზის ჰანგები.

აქტივობის დასრულების შემდეგ, გუნდის წევრებს ეძლევათ უფლება თან წაიღონ თავისი ჰარმონიკა, როგორც ამ დღის მოსაგონარი სუვენირი. ჰარმონიკაზე შესაძლებელია დატანილ იქნას თქვენი კომპანიის ლოგო, ან კონფერენციის სიმბოლიკა.

 

სწავლების შედეგები

"დაუკარით ბლუზი" - ეს არის ენერგიით დამმუხტავი აქტივობა, რომელიც სრულიად აქარწყლებს არსებულ წარმოდგენებს ადამიანის შესაძლებლობების შესახებ და ამტკიცებს, რომ გუნდური ძალისხმევით, აწყობილი კომუნიკაციითა და რწმენით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ამ აქტივობას ძალუძს გუნდების გარდაქმნა ადამიანური შესაძლებლობების ზღვარის მოშლით, გონების გასხივოსნებითა და ცალკეული ინდივიდების ერთ გუნდად შეყრით, რაც გადაიქცევა ყველასათვის დაუვიწყარ მოგონებად.  

Related Testimonial

Harmonica Harmony is truly a unique experience. It is the perfect activity to energise a large group of people - with great teamwork, great success can be achieved.

Paul Sim, Design & Marketing Pte Ltd
Hewlett-Packard

მოითხოვეთ ციტატა