FreshBiz

შეცვალეთ ცხოვრებისეული თამაშის სტილი

2 - 3 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
4 - განუსაზღვრელი

შესახებ

მიეცით თქვენს გუნდს შანსი გამოსცადოს ეს სრულიად ახლებური მიდგომა გუნდური მუშაობის, ინოვაციების, კრეატიულობის, მართვისა და სხვა ასპექტების მიმართ. „ფრეშბიზი“  არის თამაშის პრინციპზე აგებული პრაქტიკული, ჩაღრმავებული და სახალისო სწავლება. მსოფლიო მასშტაბით ათასობით მონაწილის აზრით, ამ აქტივობას, აქვს ხანგრძლივი ეფექტი გუნდის შესაძლებლობების გამოყენების, გარედან შეფასებისა და უფრო ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

„ფრეშბიზი“  არის თამაში, რომელიც კარდინალურად ცვლის მონაწილეთა მიერ ბიზნესის წარმოებისა და ცხოვრების მართვის წესებს. ეს მიიღწევა მონაწილეთა მიერ   ანტრეპრენიორული აზროვნებისა და  პრობლემათა გადაჭრის მიმართ სრულიად ახალი და კრეატიული მეთოდების თავდაპირველად სიმულაციის და შემდეგ პრაქტიკული გამოყენების შედეგად, რათა მიღწეულ იქნას უმნიშვნელოვანესი მიზნები.

თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით, ეს აქტივობა საშუალებას აძლევს მონაწილეებს ხალისიანად იმოგზაურონ თამაშის განმავლობაში, რომლის მიზანია  საბოლოო მოგება. ამავე დროს ისინი შეიძენენ სასარგებლო უნარებს, სტრატეგიულ და ბიზნესისადმი ახლებურ მიდგომებს, რაც არა მარტო დაეხმარება მათ საბოლოო მიზნების მიღწევაში, არამედ ხელს შეუწყობს მათ ცხოვრებისეულ წარმატებას.

სწავლების შედეგები

ის სიღრმისეული შემეცნება, რომელსაც მონაწილეები მოიპოვებენ ამ აქტივობის შედეგად, ახდენს ხანგრძლივ გავლენას მონაწილეთა მომავალზე და როგორც თავად აღნიშნავენ, ხშირად ეს გავლენა იგრძნობა მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. ცვლილებასა და გარდაქმნას შორის დიდი სხვაობაა. ცვლილება გულისხმობს თავდაუზოგავ მუშაობას, განსხვავებულის კეთებასა და დროის სხვა გარემოში გატარებას; ხოლო, „ფრეშბიზის“ მეშვეობით მოპოვებული გარდაქმნა არის ის, რაც სრულიად ცვლის შეხედულებებისა და პრონციპების არსებულ სისტემას და გთავაზობთ ახლებურად მიუდგეთ ბიზნესს, ურთიერთობებსა და ზოგადად ცხოვრებას.

„ფრეშბიზის“ თამაშობა მონაწილეებს სთავაზობს გამოწვევას გარედან შეაფასონ საკუთარი პერსონალური სტილი, შეხედულებათა სისტემა და უნარ-ჩვევები და ისიც, თუ რამდენად კარგად იყენებენ ყოველივე ამას. თამაშობა მიზნად ისახავს აზროვნების ახლებური სტილის განვითარებას ბიზნეს საკითხების გადაჭრის კუთხით და მონაწილეებისაგან მოითხოვს შესაძლებლობების შექმნის, გამოავლენისა და გამოყენების უნარებს.

Related Testimonial

Thank you again for a thrilling event! We surely shifted some thought patterns about playing board games and getting to results by defeating others vs working together.

Imbi Loomets
Fortum Eesti OÜ

Something Else?

მოითხოვეთ ციტატა