ვიზუალიზაციიდან რეალიზაციამდე
თითოეულ გუნდს ეუბნებიან ძირითადი ინგრედიენტის შესახებ, ასევე — ლოკაციას, კლიენტების ტიპს და სამუშაო საათებს მათი Food Truck-ისთვის. ამ ინფორმაციით მათ უნდა გაითვალისწინონ ბიზნესის ყველა ასპექტი: ბრენდი, „სიგნატურა“ კერძი, გარნირები, საკვების პრეზენტაცია და ფასები. იწყება დაგეგმვის დრო: გუნდები აწყობენ სტრატეგიას, გენერირებენ იდეებს და ანაწილებენ პასუხისმგებლობებს. შემდეგ გადადიან მოქმედებაზე და ქმნიან რეალურ Food Truck-ს. დრო ამოიწურა! გუნდები თავიანთ „სიგნატურა“ კერძს წარუდგენენ Master Chef-ს, ხოლო ჟიური გადაწყვეტს, რომელი Food Truck ბიზნესია საუკეთესო.
Food Truck არის კოლაბორაციული აქტივობა, რომელიც თანამშრომლებს ეხმარება გუნდურად მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარების განვითარებასა და გაუმჯობესებაში; შესასრულებელი დავალებების რაოდენობა და მრავალფეროვნება მონაწილეებს აცნობიერებინებს დაგეგმვისა და ორგანიზების მნიშვნელობას. აქტივობა ინდივიდებს ეხმარება საკუთარი ძლიერი მხარეების ამოცნობაში და მათზე დაკისრებული დავალებების პასუხისმგებლობით შესრულებაში — იმის გათვალისწინებით, რომ მათი როლი მნიშვნელოვანია საერთო მისიისთვის.
Food Truck დიდი წარმატება იყო. ყველა ჩართული იყო აქტივობის განმავლობაში. გუნდებმა თქვეს, რომ აქტივობისას საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებამ და ინოვაციურმა აზროვნებამ უკეთესი შესრულება მოუტანათ.
Global leader in Customer Data Science encourage teamwork, collaboration and entrepreneurial spirit with Food Truck Challenge