შესახებ
მიეცით საშუალება „კრეატიულ წვენებს“ შექმნას წარმატებული გუნდური ნაზავი, რომელიც მორგებულია ყველას გემოვნებას. ყველამ იცის, რომ მხოლოდ ქორფა და საუკეთესო მასალა ქმნის ყველაზე გემრიელ წვენებს. იგივე ეხება კომპანიებსაც. მათ სჭირდებათ საუკეთესო ადამიანების სწორ ნაზავი - ადამიანებისა, რომელთაც შეუძლიათ ერთად შრომა, რათა შექმნან ახალი მიდგომები, ახალი იდეები და მიმზიდველი შეთავაზება თავიანთი მომხმარებლებისათვის. „კრეატიული წვენები“ სახალისო აქტივობაა! ეს არის სწრაფი და დაუნდობელი ბიზნეს გამოცდილება, რომელიც გამოსცდის კონტაქტების აწყობისა და კომუნიკაციის უნარებს და ხალისიანი განწყობის შექმნის პარალელურად ენერგიისა და სიცოცხლის გვარიანი დოზით დამუხტავს ნებისმიერ კონფერენციას.
სწავლების შედეგები
თითოეული გუნდი წარმოადგენს წვენების მწარმოებელ გლობალურ კომპანიას, რომელსაც ლოჯისტიკური საკითხები აქვს გადასაჭრელი, ქმნის საერთაშორისო მიწოდების ქსელს და გეგმავს მომავალს შემჭიდროვებული ვადების პირობებში. პროექტის მართვას გუნდები უნდა მიუდგნენ, როგორც „საერთო მიზანს“ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ყველა საჭირო ინგრედიენტის მოპოვებას აქტივობის ბოლომდე და უზრუნველყოფას იმასა, რომ წვენი ისეთივე გემრიელი იყოს, როგორც ამას იარლიყი პირდება მომხმარებელს.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები
„კრეატიული წვენები“ წარმოადგენს ერთი კომპანიის ისტორიას, რომელიც ეწევა თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე. აქტივობის პირველი სავარჯიშო გულისხმობს რთული დისტრიბუციის საკითხების მოგვარებას. ეს არის აქტივობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობენ გუნდები ერთად, რათა შეამცირონ კომპანიის ნახშირბადის ანაბეჭდი გარემოზე.