Speak Up Speak Out

კომპანიის მისიის, ფასეულობებისა და ხედვის კვლევა

1 - 3 საათები
შიდა
გამაერთიანებელი
8 - განუსაზღვრელი

შესახებ

იმისათვის, რომ გამოირჩეოდეთ თქვენი მეტოქე კომპანიების ფონზე, საჭიროა თქვენს თანამშრომლებს მკაფიოდ ესმოდეთ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი კომპანიის მისიის, ხედვისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში. თუმცა, მიღწევა იმისა, რომ კომპანიის თანამშრომლები ცხოვრობდნენ კომპანიის ფასეულობების მიხედვით არის ის გამოწვევა, რომელის წინაშეც ბევრი კომპანია დგას მსოფლიოში.

ჩვენი პასუხია „ისაუბრეთ კომპანიაზე მკაფიოდ და ხმამაღლა“, რომლის მონაწილებიც იკვლევენ და ზრუნვას იწყებენ კომპანიის ღირებულებებსა და წარმატების ფაქტორებზე. განხილვისათვის წარმოდგენილ იქნება რამოდენიმე სადისკუსიო თემა, როგორიცაა: „უნდა იყო გუნდის ნაწილი,“ „არაფერმა შეგაჩეროს მოგებამდე,“ „არა მხოლოდ მახასიათებელი, არამედ ცხოვრების სტილი.“

მონაწილები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, აცხადებენ თუ რა დონემდე ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებებს და ხსნიან საკუთარ პოზიციას. ეს კარგ გარემოს ქმნის დისკუსიის წარმართვისათვის, რომელშიც თითოეული მონაწილე რიგრიგობით ხდება კამათის წარმმართველი და უზრუნველყოფს, რომ ყველას მიეცეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

„ისაუბრეთ კომპანიაზე მკაფიოდ და ხმამაღლა“ გამოსცდის თქვენი გუნდის კორპორაციული ფასეულობების პრაქტიკაში გამოყენების უნარს და ასევე ცოდნას იმისა, თუ როგორ უნდა იქნას შემუშავებული და დანერგილი ეს ფასეულობები ყოველდღიურ კორპორაციულ სიტუაციაში.  

ამ ძალზე ინტერაქტიული და ჩამთრევი მიდგომის დადებითი შედეგები ვრცელდება საკონფერენციო დარბაზის მიღმაც და წარმოადგენს საუკეთესო „საყრდენ წერტილს“ და ორიენტირს სამუშაოზე დაბრუნების შემდგომ სახელმძღვანელოდ.

გსურთ, რომ თქვენი კომპანიის ფასეულობები ნამდვილად ღირებული იყოს თანამშრომლებისათვის? „ისაუბრეთ კომპანიაზე მკაფიოდ და ხმამაღლა“

 

რატომ უნდა „ისაუბროთ კომპანიაზე მკაფიოდ და ხმამაღლა?“

  • კომპანიის ფასეულობების გათავისების საშუალება;
  • გუნდებს შორის პირდაპირი და მოურიდებელი კომუნიკაციის ხელშეწყობა;
  • ფასეულობების დამკვიდრება პირად, გუნდურ და ორგანიზაციულ დონეზე;
  • გუნდური მუშაობის შესახებ მონაწილეების იდეების გაერთიანების პლატფორმა;
  • საერთო იდეებისა და ფასეულობების აღმოჩენის საშუალება.

 

სწავლების შედეგები

ეს არის მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული აქტივობა, რომელიც დისკუსიის წარმართვაზეა ფოკუსირებული და თითოეულ მონაწილეს საშუალებას აძლევს ნათლად გამოხატოს საკუთარი აზრი. აქტივობა „ისაუბრეთ კომპანიაზე ხმამაღლა და მკაფიოდ“ ხელს უწყობს პირდაპირი და მოურიდებელი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, რადგანაც მონაწილეებს აძლევს საშუალებას ისაუბრონ და მოუსმინონ სხვებს დისკუსიის დროს. ეს აქტივობა შეიძლება დაინერგოს პრაქტიკაში შემდეგნაირად: მისიის, ხედვისა და ფასეულობების ასიმილაცია, კლიენტთა მომსახურების სტრატეგიის დასახვა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და კომპანიის კულტურის კვლევა. დისკუსიები ერთიანდება ჩვენს უნიკალურ ცხრაწახნაგა ალმასის ფორმატში, რომელიც გთავაზობთ ანგარიშვალდებულ და დროში გაწერილ გეგმებს გათვლილს 3, 6 და 9 თვეზე.

Related Testimonial

The energy, the honesty and the trust they have show each other in sharing their views has been wonderful and I would highly recommend this, this day and Speak Up Speak Out to any other business.

Travis Perkins

მოითხოვეთ ციტატა