Flat Out: Pyramid Puzzle

გიგანტური სამგაზომილებიანი პირამიდის თავსატეხი

1.5 - 3 საათები
დახურული და ღია სივრცე
გამაერთიანებელი
20 - განუსაზღვრელი

შესახებ

ამ ინოვაციური და მხიარული აქტივობის განმავლობაში, გუნდებს გადაეცემათ საჭირო ხელსაწყოები, იარაღები და დეტალური ინსტრუქცია, რათა მასალის ბრტყელი შეკვრა გადააქციონ გიგანტურ პირამიდად. აქტივობა მოითხოვს პრობლემის გადაჭრის უნარებს, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს სწორად ჩასვან და დაუკავშირონ ფორმები ერთმანეთს და შექმნან პირამიდა. ეს ძალიან წააგავს გიგანტურ სამგანზომილებიან თავსატეხს - პაზლს!

გუნდებს დასჭირდებათ დროისა და რესურსების მართვის საუკეთესო უნარები, რათა შეძლონ პროექტის დროულად დასრულება, ამასთან შეზღუდული რესურსების გამოყენებით. ეს მოითხოვს გუნდებისაგან კარგ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას და უზრუნველყოფას იმისა, რომ გუნდის ყველა წევრს ჰქონდეს კონკრეტული შესასრულებელი ამოცანა და რომ ყოველი მათგანი ხალისით იყოს ჩართული საუკეთესო შედეგის მიღწევის პროცესში.

მას შემდეგ რაც გუნდები ააგებენ პირამიდებს, ისინი იწყებენ მათ გაფორმებას სლოგანებითა და ფერადი საღებავით. პირამიდების გაფორმება შესაძლოა ეხმიანებოდეს კორპორაციულ ბრენდს, კონფერენციის თემატიკას ან სულაც თქვენს მიერ არჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას. პირამიდის თითოეული მორთულობა უნდა ემთხვეოდეს მის საერთო დიზაინს და პირამიდის სხვა ნაწილების სტილს.

აქტივობის გამოწვევა ამით არ სრულდება, იგი გრძელდება და გუნდები იკრიბებიან ერთად, რათა ააგონ გიგანტური პირამიდა თითოეული გუნდის ინდივიდუალური პირამიდის გამოყენებით. აქტივობა შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს, თუ თქვენ გსურთ ამ აქტივობის გამოყენება დიდ აუდიტორიაში, რომელიც მოიცას ათასზე მეტ ადამიანს. ასეთ მასშტაბზე აქტივობის გამართვა სავსებით შესაძლებელია და მისი შედეგები წარმოუდგენლად კარგი! საბოლოო რეზულტატით ტკბობა გუნდებს მიზნის ერთად მიღწევისა და ერთიანობის შესანიშნავი გრძნობებით აღავსებს.

სწავლების შედეგები

ძველ ეგვიპტეში პირამიდა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ შენობა; ის იყო მაგალითი ადამიანის შესაძლებლობისა გადალახოს დაბრკოლებები და შექმნას ბრწყინვალე ნიმუში, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს. აქტივობის სამშენებლო ნაწილის გარდა, გუნდებს მოეთხოვებათ პრობლემების გადაჭრის უნარები, საკონტაქტო ქსელის გამართვა სხვადასხვა დონეზე და საკუთარი პიროვნების კრეატიული გამოხატვა.

გუნდური შეკავშირების ეს პოპულარული აქტივობა იწყება სავარჯიშოთი „ფოკუსი ჩემზე,“ რომელიც გულისხმობს პაზლის ინდივიდუალურ სეგმენტზე მუშაობას. ეს სტადია მოითხოვს რესურსების მართვასა და ხარისხის კონტროლს, რაც აუცილებელია პირამიდის სამშენებლო სეგმენტების წარმოებისათვის დროულად და მაღალი სტანდარტების შესაბამისად.

„ამას მოყვება „გუნდზე ფოკუსის“ სტადია, რომელიც აერთიანებს მონაწილეებს პრობლემის გადაჭრის ინტერაქტიულ სავარჯიშოსთან გასამკლავებლად და წარმოადგენს სამშენებლო სეგმენტების დამზადების შემდგომ სტადიას. „ფოკუსი მთელს გუნდზე“ არის მესამე ეტაპი, რომელიც მონაწილეებისაგან საერთო მიზნის მიღწევას მოითხოვს და გულისხმობს ყველა სეგმენტის გაერთიანებას ერთიანი პირამიდის მისაღებად. თქვენი კომპანიის სპეციალურად შემუშავებული მესიჯის გავრცელება მომენტალურად უმჯობესდება, რადგანაც იგი ხდება საბოლოო კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილი.

პირამიდა დარჩება, როგორც სიმბოლო საერთო მიზნისათვის გაერთიანებული შრომის ძალისა.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

ერთ-ერთი მაგალითი ამ აქტივობის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გამოყენებისა არის აქტივობის დაწყებამდე გუნდების მიერ სპონსორის მოძებნა, პირამიდების გაფორმება სპონსორის სიმბოლიკით და მოგროვებული ფულის შეწირვა საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის. შეგიძლიათ იგი გამოიყენოთ როგორც სპონსორის საჩუქარიც, თუ მას გაუგზავნით პირამიდის სეგმენტს ბრენდის სიმბოლიკით, ან სურათს, სადაც აღბეჭდილია ამ ორგანიზაციის სიმბოლიკით მორთული პირამიდა.

Related Testimonial

You've exceeded our expectations - well done! I'll keep in touch! The feedback from our team is 'WOW'! They've never thought that what we've created is possible. As you said: Impossible for possible! We love Flat Out Pyramids.

Barclays Capital

მოითხოვეთ ციტატა