ააგეთ და მორთეთ ძაღლის სახლი
თითოეულ გუნდს გადაეცემა სპეციალური ხელსაწყოები და გამოსაყენებელი მასალა. მათ უნდა შეძლონ დროისა და რესურსების იმგვარი განაწილება, რომ დაგეგმონ და ააგონ ძაღლის მყარი და უნიკალური სახლი. ამის შემდგომ, გუნდები მონაწილეობას იღებენ აქტივობების სერიაში, რათა მოიგონ დამატებითი გასაფორმებელი მასალა სახლის გასალამაზებლად.
მას შემდეგ რაც ძაღლის სახლები აიგება, ისინი წარმოდგენილი იქნება სპეციალურ შოუზე. ყველაზე საინტერესოა გამარჯვებულის გამოვლენის პროცესი, რომელსაც საკუთარი ცხვირითა და ყნოსვით მოძებნის ... ძაღლი, მოყვანილი ადგილობრივი თავშესაფრიდან! დამატებითი პრიზები შეიძლება გადაეცეს ყველაზე „კრეატიულ ხუხულას“, ან ყველაზე მაგარი „გუნდური შემართების“ მქონე ჯგუფს და ა.შ
გუნდებმა უნდა შეძლონ თითოეული მონაწილის უნარების გამოვლენა და გამოყენება. გუნდს დასჭირდება პროექტის მართვის კარგი უნარები, რათა ძაღლის სახლის დიზაინის შექმნა, დეკორაციის მოფიქრება, დაგეგმვა და კონსტრუქცია ჩაჯდეს მოცემულ დროში და შესრულდეს შეზღუდული რესურსების გამოყენებით.
გუნდების მიერ აგებული სახლები შესაძლოა გადაცემულ იქნას ძაღლების აყვანის სააგენტოებისათვის, რომლებიც ამ სახლებს წამახალისებელ ბონუსად გამოიყენებენ ძაღლების აყვანის მსურველთათვის. შესაძლოა ეს ხუხულები აუქციონის გზით გაიყიდოს და ფული გაეგზავნოს ცხოველთა თავშესაფრებს.
აუცილებელმა პროექტის მართვამ უზრუნველყო, რომ ყველა ჩართული და კონცენტრირებული ყოფილიყო. ხალხმა გამოიყენა მრავალფეროვანი უნარები ხის სამუშაოდან კრეატიულ დეკორაციამდე. ძალიან სახალისო იყო! ყველას გაუხარდა, რომ მათი ძალისხმევა კარგ საქმეს მოხმარდებოდა.