გლობალიზაციამ განაპირობა
დისტანციური სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ზრდა. ჯერ კიდევ Covid19-მდე, წინასწარი გამოთვლებით
მოსალოდნელი იყო 43% მატება დისტანციური მომიშავე პერსონალის მსოფლიოს მასშტაბით
2023 წლამდე. გუნდის ეფექტურობა ინარჩუნებს იგივე პრინციპებს, იქნება ეს ვირტუალური
სამუშაო სივრცე თუ ფიზიკური. თუმცა, დისტანციურ გუნდებს წარმოექმნათ დაბრკოლება ეფექტური
კომუნიკაციის, მოტივაციის, საერთო ორგანიზაციული კულტურის შენარჩუნებისა და ჩართულობის
თემებში. გუნდის წარმატებაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს ლიდერი, რომელიც ადგენს წესებს
და პოულობს სწორ კომუნიკაციის არხებს, რომლებიც ხელს უწყობენ პოზიტიური გუნდური დინამიკის
ჩამოყალიბებას, სახლიდან მუშაობის პირობებშიც კი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოველი გუნდის
წევრი მუშაობს დისტანციურად, თიმბილდინგები უზრუნველყოფენ თანამშრომლებს შორის ჯანსაღ
კომუნიკაციას და ამავდროულად, სახალისო და შთამბეჭდავ ატმოსფეროს; ამასთან ერთად, ხელს
უწყობენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებას და განვითარებას, რაც
აუცილებელია გუნდის ეფექტურობისა და წარმატებისათვის. იხილეთ რამდენიმე პოპულარული
თიმბილდინგი ვირტუალური გუნდებისათვის: