შექმენით და მართეთ უზარმაზარი თოჯინები
აბსოლუტურად შეუძლებელია სული შთაბერო უსულო საგნების გროვას - თუ ეს შესაძლებელია? აქტივობა „გიგანტური მარიონეტები“ ქმნის ხალისისა და ბედნიერების განწყობას იმის ფონზე, რომ გუნდები ცდილობენ გონივრულად დააქუცმაცონ პროექტი მცირე ზომის ამოხსნად ამოცანებად.
ოდესმე დაკვირვებიხართ თუ რაოდენ ბევრი და მცირე მოქმედებაა საჭირო იმისათვის, რომ უბრალოდ გაიაროთ? ეს მოითხოვს კარგ კოორდინაციას, რადგანაც სხეულის წონა ერთი ფეხიდან მეორეზე უნდა გადაიტანოთ მონაცვლეობით; სიარულში ასევე ჩართულია თეძოები, მუცლის კუნთები, წელი და ზურგი, რათა შენარჩუნებულ იქნას სხეულის ბალანსი.
დიდი ალბათობით ნანახი გექნებათ გიგანტური ათმეტრიანი თოჯინები საფეხბურთო მატჩზე ან ოლიმპიური თამაშების ცენტრალურ მოედანზე. აქტივობა „გიგანტური მარიონეტები“ თქვენი შანსია თავად გამოსცადოთ საკუთარი კრეატიულობა და ემპათია, რათა ეს გიგანტები ცოტა ადამიანურები გახადოთ.
წარმატების მისაღწევად, თითოეული გუნდი ხდება „ნერვული სისტემა“ რომელიც ასობით მოძრაობას აკონტროლებს და რომელიც კოლეგებს განაცვიფრებს თავისი მოხერხებული მანიპულაციით ამ გიგანტური სხეულისა. „გიგანტური მარიონეტები“ სრულიად ინკლუზიური გუნდური თამაშია, სადაც თითოეულ მონაწილეს მკაფიო წარმოდგენა აქვს საკუთარ როლსა და დანიშნულებაზე საერთო დიდი სურათის შექმნის პროცესში.
გამოსცადეთ თქვენი გუნდის კომუნიკაციის, პროცესების გაუმჯობესებისა და მუშაობის უნარები ამ უნიკალური აქტივობით. თუმცაღა, ეს არ არის მხოლოდ სერიოზული და სასარგებლო გუნდური სავარჯიშო! წარმოიდგინეთ რა მხიარულება დატრუიალდება, როდესაც გუნდის წევრები შეეცდებიან გააკონტროლონ გიგანტის სხეულის ცალკეული ნაწილი და გააკეთებინონ რამე მარტივი მოძრაობა, როგორიცაა სიარული, ხელის დაქნევა თუ ჰაეროვანი ამბორის გაგზავნა.
აქტივობის ფინალურ ნაწილში, სიცილი კიდევ უფრო იმატებს რადგანაც გუნდები თავიანთ გიგანტებს Gangnam სტილში ააცეკვებენ და ამის ყურება კი ჩაბჟირების გარეშე აბსოლუტურად შეუძლებელია.
ეს აქტივობა მონაწილეებისაგან მოითხოვს მაქსიმალურ ჩართულობას სტრატეგიის დასახვისა და პროექტის დაგეგმვის პროცესში, როგორც გიგანტის აწყობის, ასევე მისი მართვის დროსაც. ეს მოითხოვს თავდაუზოგავ გუნდურ შრომას და უზადო კომუნიკაციას, რათა გიგანტმა შეძლოს ადამიანური ქმედებების შესრულება.
The things we learned from Puppet Masters have become an important metaphor for us to use in bringing awareness back to the importance of teamwork and a "Walk Your Talk" attitude to the team.
This product is ideally suited to a guided post-event debrief. To enhance the learning and make this activity even more meaningful conclude your experience with our unique purpose-built app. A customised debrief using Team Assessment Tool will bring lasting results and quantifiable returns, fostering team cohesion, individual personal growth, skills development, and thereby driving performance. Find Out More