Need 4 Speed

პროცესების გაუმჯობესების საუკეთესო თამაში

1 - 2 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
10 - განუსაზღვრელი

შესახებ

მანქანების ასაწყობი ნაწილების გროვით ხელში, თამაშის მონაწილეები დგანან გამოწვევის წინაშე რეკორდულ დროში ააწყონ კონცეპტუალური მანქანა. აწყობის პროცესის ოპტიმიზაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წარმატების მისაღწევად, რადგანაც  გუნდებს მოეთხოვებათ შექმნან ძალზე ეფექტური საწარმოო ხაზი და მოიგონ დრო უშუალოდ აგების პროცესში. თამაში კიდევ უფრო იძაბება იმ მომენტში, როდესაც გუნდის წევრები იაზრებენ რომ თითოეულ მანქანას აქვს საკუთარი სპეციფიკური სტილი და განსხვავებული აქსესუარები.

გუნდები თანდათან სწავლის ეშხში შედიან და თითოეული ეტაპი ყურადღებით ხდება შესწავლილი. აქცენტი, გუნდების მიერ ინდივიდუალურად დახარჯული დროიდან, ინაცვლებს გუნდებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისაკენ, რაც მიზნად ისახავს საუკეთესო საწარმოო დროის მიღწევას. გუნდების საბოლოო დრო ითვლება და ედრება წინა მონაწილეების ყველაზე სწრაფ და საუკეთესო შედეგებს.

აქ ხარისხი ყველაფერია.  შექმნილმა მოდელმა, იქნება ეს სედანის ბოლო გამოშვება თუ სპორტული მანქანა, ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. გუნდის სისწრაფე თავის ნაყოფს გამოიღებს, თუმცა პატარა შეცდომამაც კი, შესაძლოა, გუნდი ლიდერის პოზიციიდან - ქვევით ჩამოაცუროს.

 ამაზე საუკეთესო საშუალება პროცესების გაუმჯობესებაზე დაკვირვებისათვის ჯერ არ შექმნილა. "იჩქარე ნელა" საუკეთესო პლატფორმაა, რომელიც გაცხოველებულ დისკუსიას  ძალდაუტანებლად უთავსებს ხალისიანი თამაშის კონცეფციას. მანქანების მოდელების სასიამოვნო და მიმზიდველი დიზაინი მომენტალურად აღვიძებს მიძინებულ თამაშისმოყვარე ბავშვს ამ აქტივობის თითოეულ მონაწილეში.   

 

სწავლების შედეგები

ეს აქტივობა სპეციალურად შეიქმნა გარკვეული ინდუსტრიული ჯგუფების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც სურდათ მათ გუნდებს ჰქონოდათ შესაძლებლობა გამოეკვლიათ, გამოეცადათ და შეემეცნათ საუკეთესო პრაქტიკა და პროცესების გაუმჯობესება, ამასთან სახალისო და პრაქტიკული კონტექსტის მეშვეობით. აქტივობა „იჩქარე ნელა“ ნათლად გამოხატავს იმას, თუ როგორ არის შესაძლებელი პროცესების გაუმჯობესება, თუ გამოყენებული იქნება თანმიმდევრული მეთოდოლოგია, ხოლო გუნდის თითოეული წევრი გახდება ცვლილებების მოთავე და დანერგავს მათ პრაქტიკაში. 

Related Testimonial

Just a quick note to say thanks for a fantastic morning - I have had awesome feedback from everyone that participated in Need 4 Speed and a lot of good lessons were taken out of the activity.

McDonalds

Something Else?

მოითხოვეთ ციტატა