catalyst team building georgia

ინფორმაცია კატალისტ საქართველოს შესახებ

საქართველოში Catalyst Team Building-ი მუშაობს Grata DMC-ის ექსკლუზიური ლიცენზიით, რომელიც არის წამყვანი კომპანია ჯგუფის ფორმირების ღონისძიებების ორგანიზებაში.

ჩვენს შესახებ

ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი კადრები აგეგმარებენ და ორგანიზებას უკეთებენ ინსპირაციულ და გამოწვევებით სავსე გუნდურ ღონისძიებებს, რომლებიც ზუსტად პასუხობენ თქვენს მიზნებსა და სურვილებს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ კრეატიული, მგზნებარე და მიზანმიმართული გუნდი, რომელიც მზადაა დაგეხმაროთ მყარი ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებაში. ჩვენ გამოვირჩევით კონკურენტებისგან ახალი იდეებითა და წარმოსახვებით. სწორედ ამ ფაქტმა განსაზღვრა ჩვენს მიერ ექსკლუზიური ლიცენზიის მოპოვება Catalyst გუნდის ჩამოყალიბებისათვის.

რატომ Catalyst?

Catalyst Global მსოფლიოში ცნობილია, როგორც გუნდური მუშაობის სპეციფიკის დანერგვის ლიდერი, საკუთარი წარმომადგენლობებით მსოფლიოს 40 რეგიონში. ისინი მუდმივად შეიმუშავებენ გუნდის შექმნის ახალ სტრატეგიებსა და სამოტივაციო კონცეფციებს. Catalyst Global არის დეტალების მიმართ ყურადღებიანი, გადაცემის ბრწყინვალე უნარისა და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ყოვლისმომცველ ტექნიკებს შეკვეთით გამზადებულ თუ გამოუყენებელ მასალებზე დაყრდნობით. ხოლო მსოფლიოს 40 რეგიონში არსებული ქსელის დახმარებით კომპანია უმაღლესი სტანდარტით უზრუნველყოფს გუნდის ჩამოყალიბების ტექნიკების მიწოდებას.

თქვენთან მუშაობა

ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ყალიბდება კარგი ლიდერების მოძიებით, სწორი კომუნიკაციით, გუნდური მუშაობითა და კონსტრუქციულ შედეგებზე დაყრდნობით. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად, რათა შევიმუშაოთ თქვენს ორგანიზაციაზე მორგებული გუნდური მუშაობის პროგრამა, რომელიც, ასევე თავსებადი იქნება თქვენს საჭიროებებთან და მოთხოვნებთან. ჩვენს გუნდს აქვს მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება. ამ ყოველივეს კი ვიყენებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ და შევინარჩუნოთ თქვენი გუნდის მხრიდან წარმატებების მიღწევის ჟინი. ჩვენ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ წარმოდგენილი ექსპერიმენტული სასწავლო პროგრამა იქნება სახალისო, გამოწვევებით სავსე და გრძელვადიან სარგებელზე გათვლილი

მეტი ინფორმაციისათვის შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ვეძიოთ თქვენი გუნდის საჭიროებებზე მორგებული პროგრამის შემუშავების გზები, დაგვიკავშირდით.

კონტაქტი Catalyst საქართველოში

Grata DMC