2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით 1725 გუნდური მუშაობის პროგრამა განხორციელდა და მათში 145,337 პიროვნება მონაწილეობდა. ეს წარმატება განპირობებული იყო შემდეგით:
ჩვენთან მუდმივადაა შენარჩუნებული პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების მაღალი ხარისხი მსოფლიოს მასშტაბით
Catalyst Global აფასებს საკუთარი პროდუქციის ხარისხის მაჩვენებელს და მაქსიმალურად ცდილობს პროფესიონალურ დონეზე მოახდინოს მათი გაყიდვა და მიწოდება თითოეული მომხმარებლისათვის. Catalyst Global ატარებს ტრენინგ პროგრამებს საკუთარი ქსელის პარტნიორებისათვის, რათა უზრუნველყოს პროდუქციის ხარისხიანი გაყიდვები და დროული მიწოდება. The Catalyst Team Building Network ქსელის პარტნიორები ერთმანეთს ყოველდღიურად უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას შიდა ფორუმის დახმარებით, აწყობენ ყოველწლიურ შეხვედრებსა და საერთაშორისო კონფერენციებს.
The Catalyst Team Building Network დღესდღეობით ყველაზე დიდი ქსელია მსოფლიოში. 40 რეგიონში საკუთარი წარმომადგენლების დახმარებით ისინი თქვენს რეგიონშიც კი ახდენენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრირებას. თუ თქვენ გჭირდებათ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება, Catalyst Global-ის გუნდი მზადაა უზრუნველყოს მისი ჩატარება. Catalyst აცნობიერებს მრავალენოვანი ორგანიზაციების საჭიროებას და ატარებს თანმიმდევრულ პროგრამებს მსოფლიოს მასშტაბით. ხოლო ოფისების, აღჭურვილობისა და პერსონალის დახმარებით Catalyst უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას მისაღები ფასში.
Catalyst Global კრეატიული, ინოვაციური გუნდის ჩამოყალიბებისათვის ვრცელ კვლევებს ატარებს. Catalyst Global გამოხატავს დიდ ინტერესს სამოტივაციო ფსიქოლოგიის მიმდინარეობისადმი და იყენებს გამოცდილ ტექნიკებს კორპორაციებში ცვლილებების შესატანად, ხოლო ამ ყოველივეს საკუთარი პროგრამების ჩამოყალიბების ბაზისად გამოიყენებს. ისინი მუდმივად შეისწავლიან თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიის გამოყენება თავიანთი პროდუქტის შექმნისას. Catalyst გუნდი ამაყობს კლიენტების რაოდენობით, რასაც მისი მზარდი პორტფელი მოწმობს.