კოლექტიური იდეების არტ-ინსტალაცია
Net-work არის სახალისო გზა, რომ ყველამ აქტიურად იურთიერთოს და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. კონკრეტული თემისა და მასთან დაკავშირებული სიტყვების სიის მიხედვით მონაწილეები ირჩევენ იმ სიტყვებს, რომლებიც მათთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ამ თემასთან მიმართებით. ისინი აერთებენ სიტყვებს არტ-ბორდზე და განიხილავენ საკუთარ აზრებსა და შეხედულებებს ჯგუფის სხვა წევრებთან. გადაჯაჭვული შედეგები ქმნის ფერად ვიზუალურ „რეფერენსს“ ფასილიტატორის დებრიფინგისა და რეფლექსიისთვის. ყველაზე მეტი (ან ყველაზე ნაკლები) კავშირის მქონე კვანძების დათვლა აჩენს ბუნებრივ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კონფერენციის თემების პოპულარობის, გაზიარებული ღირებულებების ან გაგების „ხარვეზების“ საზომად.
თამაშით გაზიარებული იდეები ქმნის მოულოდნელ შედევრს. აქტივობა ამსხვრევს ყინულს და ხელს უწყობს ბუნებრივ საუბარს. NET-WORK სიტყვების ღრუბელი შეიძლება შეფასდეს როგორც ფსიქოანალიტიკური და ფსიქოსოციალური ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ღრმა და საინტერესო ხედვებს.