CSI

გუნდები მონაწილეობენ მკვლელობის მხიარულ მისტერიაში

2 - 3 საათები
დახურული და ღია სივრცე
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
12 - 300

შესახებ

„სიესაი“ გუნდის წევრებს გადააქცევს დეტექტივებად, რომელთაც უნდა გამოიძიონ რთული დანაშაული. ეს გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ სახალისო „მკვლელობის მისტერია.“ წარმატების მისაღწევად გუნდებმა უნდა შეძლონ ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობა, რათა გადაწყვიტონ იმ საკითხების წყება, რომელიც დაძაბულობისა და დროის სიმცირის ფონზე თავს იჩენს მათ წინაშე.

გუნდებს გადაეცემათ დანაშაულის რეალისტური სცენარი და ინფორმაციის ზღვა მასალა, რომელიც სხვადასხვა მეთოდით აღწევს მოთამაშეებამდე. სამაშველო სამსახურში ჩაწერილი ზარები,  ვიდეომასალა დანაშაულის ადგილიდან, ვიდეო-ინტერვიუები ეჭვმიტანილებთან, ფოტოები, აუტოპსიის ანგარიში, ტრანსკრიპტები, სასამართლოზე მიცემული ჩვენებები და ყოველივე ეს სწორ გზაზე დაყენების ნაცვლად კიდევ უფრო ურევს თავგზას ახალბედა დეტექტივებს.  მათი ამოცანაა ამ ინფორმაციის გაცხრილვა და ყურადღების გამახვილება დანაშაულის გახსნაზე.

სწავლების შედეგები

წარმატების გასაღებს წარმოადგენს კომუნიკაციისა და ერთმანეთის მოსმენის უნარი, რადგანაც მონაწილეებს უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო ინფორმაცია მიეწოდებათ თანაგუნდელებისაგან განცალკავებით, რაც მაგიდასთან დაბრუნებისთანავე უნდა გააცნონ გუნდის სხვა წევრებს. ამ აქტივობას თან ერთვის რეალისტური დაძაბულობა, რათა  შეიქმნას ნამდვილი დანაშაულის გამოძიების განწყობა.

Related Testimonial

Crime Solvers International was original, memorable and equally entertaining. Catalyst have our appreciation also because they managed to accommodate the diverse nature of our group, while keeping everybody involved and feeling part of the team.

Mihaela Ionita
Xerox Romania

მოითხოვეთ ციტატა