The Curio Show

„მშრალი ხიდი“ ხვდება „ინტელექტკლუბს“

1 - 2 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი
12 - განუსაზღვრელი

შესახებ

„ანტიკვარიატის შოუ“ არის დამაინტრიგებელი თამაში, რომელიც ეფუძნება დედუქციურ დასაბუთებას, მცირე მიხვედრილობასა და ცოტა ბლეფს. სიტყვებით კრეატიული თამაში და ინტელექტუალური კითხვა-პასუხი შეუმჩნევლად ითრევს ყველას ამ სასიამოვნო და სახალისო გართობაში. იგი ხელს უწყობს დისკუსიის გამართვას, მეგობრული გარემოს შექმნასა და დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას.

ეს აქტივობა არ წარმოადგენს ანტიკვარული თეფშების, ვაზებისა და ავეჯის სამყაროს. მას  განსასჯელად გამოაქვს მრავალფეროვანი კოლექცია სპეციალურ სადგამზე მოთავსებული  ნივთებისა, რომელიც მოიცავს როგორც საეჭვო წარმომავლობის, ასევე აშკარად უცნაურ ნივთებს.

როგორ მუშაობს

გუნდები ათვალიერებენ ანტიკვარულ ნივთებს. დაისმება მარტივი კითხვები და პასუხების გაცემა გადაიზრდება დისკუსიაში თითოეული ამ ნივთის წლოვანების, ღირებულებისა და დანიშნულების დასადგენად. ამის შემდეგ გუნდები რიგრიგობით წარმოადგენენ ანტიკვარული ნივთის სამ აღწერილობას, რომლის მხოლოდ ერთი მათგანია სწორი. მეორე გუნდი უნდა მიხვდეს, თუ რომელია სწორი აღწერილობა წარმოდგენილი სამი ვერსიიდან. შემდგომ, სწორი პასუხები მჟღავნდება და გამარჯვებული გუნდები ჯილდოვდებიან პრიზებით!

სწავლების შედეგები

„ანტიკვარიატის შოუ“ საუკეთესო აქტივობაა საკონტაქტო ქსელის გაფართოებისა და ინტელექტუალური დისკუსიის ხელშეწყობისათვის, ისევე როგორც მახვილგონიერების წარმოჩენისა და ამბის თხრობისათვის, რაც მეგობრულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროს ქმნის. „ანტიკვარიატის შოუ“ მონაწილეთა გონებას მიმართავს ინტელექტუალური დისკუსიის გამართვისა და დედუქციური დასაბუთებისაკენ, რასაც ახერხებს შთამბეჭდავი და დამაინტერესებელი ატმოსფეროს შექმნით, ხოლო მონაწილეებს აჯილდოებს ხანგრძლივი სასარგებლო უნარების შეძენით, მეხსიერების წავარჯიშებითა და კარგი ახალი ნაცნობობით.

Related Testimonial

A delightful experience. The Curio Show was the sophisticated, intelligent dinner activity we were looking for, for our conference dinner. Got everyone networking and spurred conversation.

Avon

Something Else?

მოითხოვეთ ციტატა