„კატალისტი“ გთავაზობთ გუნდური შეკავშირების ისეთ აქტივობებს, რომლებიც სავსეა შთაგონებით, ხალისით, მოტივაციითა და რთული გამოწვევებით, ხოლო  შედეგად მოაქვს გაუმჯობესებული კომუნიკაცია, გაზრდილი ნდობა და ამაღლებული გუნდური სულისკვეთება.

მოძებნეთ თქვენთვის შესაფერისი აქტივობა

"კატალისტი" გთავაზობთ გუნდური შეკავშირების ისეთ აქტივობებს, რომლებიც მორგებული იქნება თქვენს გუნდზე.

გაეცანით გუნდური შეკავშირების ჩვენს ახალ სავარჯიშოებს და გუნდური შეკავშირების პოპულარულ აქტივობებს, ეწვიეთ ჩვენს გუნდური შეკავშირების კატეგორიებს ან გამოიყენეთ აქტივობების საძიებელი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეძებთ განსხვავებულ თამაშებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და გაგვაცნოთ თქვენი მოთხოვნები.

რითი ვართ განსხვავებული?

"კატალისტი" მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა გუნდური შეკავშირების გასართობი აქტივობების შექმნის სფეროში, რომელთა დადებითი გავლენა გუნდზე უკვე დამტკიცებულია.

ჩვენ ვიყენებთ ინტელექტუალური თამაშების ძალას, რათა შევქმნათ სწორი მოტივაციური დინამიკა გუნდის წევრებში, რაც გავლენას ახდენს მათ ქცევაზე, ხელს უწყობს პროგრესს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში დადებითად მოქმედებს თქვენი გუნდის განწყობაზე.

გაიგეთ მეტი "კატალისტის" გუნდური შეკავშირების აქტივობებზე.

ბრწყინვალე მუშაობის სტანდარტები

"კატალისტი" გახლავთ კორპორაციული გუნდური შეკავშირების გამომგონებელი.

ჩვენ ვაგრძელებთ ინდუსტრიის ლიდერის პოზიციაზე ყოფნას და თავადვე ვაწესებთ ბრწყინვალე შესრულების სტანდარტებს. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ ახალი და სრულიად უნიკალური აქტივობებისა და თამაშების შემუშავებას გუნდური შეკავშირების სფეროსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პორტფოლიოს გაუმჯობესებას და კიდევ უფრო ვხვეწთ შესრულების ტექნიკას.

დაუკავშირდით კატალისტის გუნდს.