ჩვენი მამოძრავებელი მიზანია თქვენს გუნდზე მორგებული აქტივობების შემოთავაზება და ისეთი გუნდური შეკავშირების ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც დაუვიწყარი გახდება ჩვენი კლიენტებისათვის.
О Catalyst Грузии Header Image

„კატალისტ თიმბილდინგის“ შესახებ

ბრწყინვალე მუშაობის სტანდარტს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ შექმნის - ამას მთელი გუნდის ძალისხმევა ესაჭიროება. ამას მხოლოდ კარგი გუნდი შეძლებს! ზუსტად ისეთი შეკრული გუნდი, რომლის შექმნაშიც ჩვენ დაგეხმარებით.

წაიკითხეთ მეტი..
Наша команда Header Image

ჩვენი გუნდი

ჩვენ გვწამს, რომ წარმატებული გუნდის შექმნა მხოლოდ თავად წარმატებულ გუნდს შეუძლია. ჩვენ დაკვირვებით ვირჩევთ გუნდის წევრებს, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით. მათ გატაცებით უყვართ საკუთარი საქმიანობა, რაც აშკარად ვლინდება ჩვენს დინამიკურ ღონისძიებებში.

წაიკითხეთ მეტი..
About Catalyst Global Header Image

„კატალისტ გლობალის“ შესახებ

„კატალისტ გლობალი“ წარმოადგენს კორპორაციული „თიმბილდინგის“ შემქმნელთა გუნდს. ეს არის მრავალი პრიზის მფლობელი ბიზნეს-კომპანია, რომელიც დაფუძნდა 25 წლის წინ და ეფექტურად იყენებს ინტელექტუალური თამაშების ძალას, რათა ხანგრძლივი და დადებითი გავლენა მოახდინოს გუნდების კორპორაციულ კულტურაზე.

წაიკითხეთ მეტი..
კატალისტის თიმბილდინგის ქსელი Header Image

კატალისტის თიმბილდინგის ქსელი

ეს არის თიმბილდინგის სერვისის მომწოდებელთა უმსხვილესი ქსელი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ რეგიონში ფუნქციონირებს. ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზანი, ღონისძიებების ორგანიზების ერთიანი ძალისხმევა, გაყიდვებისა და მარკეტინგის საერთო სტრატეგია, კლიენტთა მოზიდვა სხვა კლიენტების რეკომენდაციით და ა.შ. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ თიმბილდინგის მაღალი ხარისხის პროგრამების ჩატარება პლანეტის ნებისმიერ წერტილში.

წაიკითხეთ მეტი..