კატალისტის ვებ-გვერდის გაცნობისა და გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით მისი გამოყენების შემდეგ წესებსა და პირობებს („გამოყენების პირობები“). ეს წესები გავლენას იქონიებს თქვენს იურიდიულ უფლებებსა და მოვალეობებზე.

საიტები (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ) თქვენთვის - მომხმარებლისთვის - შემოთავაზებულია Catalyst Global-ის მიერ. თქვენს მიერ ნებისმიერი ამ საიტის გამოყენება ან / და ამ საიტის ვადებისა და პირობების მიღება, ჩვენი კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების განაცხადის ჩათვლით, ადგენს თქვენს შეთანხმებას ყველა ასეთ პირობებზე, ვადებსა და განაცხადებზე, რომლებიც ასახულია საიტებზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ საიტის ვადებსა და პირობებს, არ ხართ უფლებამოსილი გამოიყენოთ საიტი და დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ იგი. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, პერიოდულად შევცვალოთ ამ საიტის ვადები და პირობები თქვენი შეტყობინების გარეშე - ჩვენი შეხედულებისამებრ. თქვენი პასუხისმგებელი ხართ, ათვალიეროთ ეს გვერდი განახლებების გასაცნობად, რომელიც განთავსების შემდეგ შედის ძალაში. საიტები ხელმისაწვდომია Catalyst Global-ისა და მისი ლიცენზიატების, სუბსიდიარების, ფილიალების, მშობელი კომპანიებისა და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს-საქმიანობის მხრიდან, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ამ საიტის ვადებსა და პირობებში 'Catalyst Team Building', 'Catalyst Global', "ჩვენ", " ჩვენს მიმართ "ან" ჩვენი" ფორმით.

 

განმარტებები

ამ შეთანხმების მიხედვით, საწინააღმდეგოდ არ იქნება გათვალისწინებული, მოცემული ტერმინები ატარებს შემდეგ მნიშვნელობებს:

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებები“ - ნიშნავს საავტორო უფლებებს, პატენტს, სასაქონლო ნიშნებს და სხვა ნორმატიულ უფლებებსა და საერთო სამართლებრივ ან სამართლიან უფლებებს, რომლითაც ხორციელდება ბიზნეს-საქმიანობის ან პირადი რეპუტაციის ან კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

 „საიტი“ - ნიშნავს ნებისმიერ საიტს;

 „საიტები“ - "ნიშნავს ინტერნეტ საიტებს www.catalystglobal.com-ზე, www.catalystteambuilding.co.uk-ზე და მოიცავს ყველა ვებგვერდს, რომელიც მათ ერთვის და სხვა საიტებს, რომლებიც ჩვენთანაა ინკორპორირებული.

 

უფლებები

ყველა უფლება ყველა მასალასა და შინაარსობრივ მოცემულობაში (მათ შორის (და არა მხოლოდ), ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექსტი, გამოსახულებები, ვებ გვერდები, ხმა, პროგრამული უზრუნველყოფა (კოდის, ინტერფეისის და საიტის სტრუქტურის ჩათვლით) და ვიდეო, პროგრამის გამოყენებიდან მიღებული შთაბეჭდილება და შეგრძნება, დიზაინი და კომპილაცია), რომელიც ხელმისაწვდომია და მოცემულია ამ საიტში,, წარმოადგენს ჩვენს ან ჩვენი ლიცენზორების საკუთრებას. თქვენ ამით აღიარებთ და ეთანხმებით, რომ უფლებამოსილი ხართ გამოიყენოთ მასალა ან / და შინაარსი მხოლოდ ამ საიტის ვადებითა და პირობებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ან სხვაგვარად - ჩვენს მიერ ან ჩვენი ლიცენზორების მიერ გამოხატულად და წერილობით სანქცირებული წესის შესაბამისად; ამასთან, თქვენ არ გაქვთ უფლება მოახდინოთ ამ მასალისა თუ შინაარსის კოპირება, რეპროდუცირება, გადაცემა, საჯაროდ შესრულება, გავრცელება, კომერციულად გამოყენება, ადაპტირება, თარგმნა, მოდიფიცირება, ერთად თავმოყრა, შერწყმა, გაზიარება ან ხელმისაწვდომობა რომელიმე პირის მიმართ ან შექმნათ მისგან დერივატული/წარმოებული სამუშაოები.

 

ინტელექტუალური საკუთრება

ჩვენ ვართ მესაკუთრე ან/და უფლებამოსილნი, ვისარგებლოთ ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლებით (მათ შორის  - რაიმე შეზღუდვის გარეშე - სავაჭრო ნიშნებით, მომსახურების ნიშნებით, პატენტებით, საავტორო უფლებებით, მონაცემთა ბაზის უფლებებით და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით), რომელიც განთავსებულია ან მოცემულია საიტზე, თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული. თქვენ ამით აღიარებთ და ეთანხმებით, რომ  საიტის გამოყენება არ განიჭებთ რაიმე სარგებლობის უფლებას და ინტერესს საიტის ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად არ იქნება საიტის ვადებითა და პირობებით გათვალისწინებული, თქვენს მიერ აგვარი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რაიმე სახით და რეპროდუცირება აკრძალულია და აღნიშნულის ჩადენა წარმოადგენს დარღვევას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შელახვა.

 

ასლის გადაღება/კოპირება

თქვენ შეიძლება დაათვალიეროთ ეს საიტი და ამობეჭდოთ შინაარსი, ინფორმაცია ან მასალა, რომელიც განთავსებულია საიტზე მხოლოდ თქვენი კანონიერი, პირადი, არაკომერციული გამოყენებისათვის. თქვენ ეთანხმებით, რომ არ მოახდენთ ნებისმიერი ამგვარი შინაარსის, ინფორმაციის ან მასალის ასლის გადაღებას/კოპირებას, შეცვლას, ჩამოტვირთვას, რეპროდუცირებას, გადაცემას, საჯაროდ შესრულებას, გავრცელებას, ადაპტირებას, თარგმნას, ცვლილებების განხორციელებას, ერთად თავმოყრას, შერწყმას, შენახვას, გაყიდვას, გაზიარებას ან ხელმისაწვდომობას ნებისმიერი სხვა პირისათვის, ისევე, როგორც არ გამოიყენებთ მას კომერციული საქმიანობისთვის. ყველა სხვა უფლება დაცულია.

 

თქვენი ქცევა

თქვენ არ უნდა განახორციელოთ და არ მიმართოთ შემდეგი ქმედების მცდელობას:

 (ა) საიტის გამოყენება იმგვარად, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს საიტის ან მასზე წვდომის წყვეტას, დაზიანებას, ნაკლებ ეფექტურობას ან ისეთ შედეგს, რომელიც აქვეითებს საიტის ეფექტურობას ან ფუნქციონალურობას;

 (ბ) უფლებამოსილების მინიჭება ნებისმიერი სხვა პირისათვის, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც თქვენს მიერ უნდა განხორციელებულიყო და ამის გამო ილახება  Catalyst Global-ის ან მისი ლიცენზორების ინტელექტუალური საკუთრების უფლებები;

(გ) საიტის შემადგენელი ნაწილის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციის წყარო- კოდის რეინჟინერინგის ჩატარება (უკუპროექტირება), დეკომპილირება, დაშლა, მოდიფიცირება, თარგმნა, ან სხვაგვარად გამოვლენა;

(დ) საიტის პროგრამული უზრუნველყოფის წაღება  ან კოპირება რაიმე მიზეზით (გამოირიცხება ტექნიკური გამომთვლელი პროცესის ხელშეწყობის დროებითი კოპირება);

(ე) ჰაკირება, შეღწევა ან სხვაგვარი ქმედება, რამაც შეიძლება მოახდინოს საიტის კომპრომეტირება;

(ვ) ჩვენზე პასუხისმგებლობის დაკისრება ან ჩვენს მიერ ჩვენი ინტერნეტ პროვაიდერების ან სხვა მომწოდებლების სერვის-მომსახურებების დაკარგვა (მთლიანად ან ნაწილობრივ);

(გ) ნებისმიერი კომპიუტერული ვირუსის, მაკრო ვირუსის, ტროას ცხენის, ჭიის (worm) ან სხვა ზიანის მომტანი ვირუსის შეტანა, რომლის მიზანია ხელი შეუშალოს, შეწყვეტოს ან ჩაშალოს კომპიუტერის ნორმალური ოპერაციული პროცედურები ან მოახდინოს ფარულად ჩაჭრა, ნებართვის გარეშე დაშვება ან ნებისმიერი სისტემის, მონაცემების ან პირადი ინფორმაციის ექსპროპრიაცია;

(თ) მოქმედი საწარმოო კოდექსის ან სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნილებების შესრულებაში ჩვენთვის ხელის შეშლა ან ამ შესრულების შეზღუდვა;

ამით თქვენ ითვალისწინებთ, რომ არც Catalyst Global და არც ლიცენზიატი არ არის პასუხისმგებელი ელექტრონულ კომუნიკაციებსა და შინაარსზე, რომლებიც იგზავნება თქვენი კომპიუტერიდან ჩვენთან; თქვენ ვალდებული ხართ გამოიყენოთ საიტი მხოლოდ კანონიერი მიზნებისათვის.

გარდა ამისა, თქვენ ვალდებული ხართ, არ განახორციელოთ შემდეგი:

1. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება არასათანადო, უკანონო და ამორალური მიზნით, გამოიწვიოთ თქვენს მიერ ჩვენი საიტის გამოყენებით რაიმე პრობლემა ან შეაფერხოთ ან გააუარესოთ  ჩვენი სერვისების ოპერაციები;

2. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება ნებისმიერი ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, ან უხამსი მასალის შექმნის, მიღების ან გადაცემის მიზნით (იქნება ეს პირდაპირი ჩატის ოთახი, განცხადებათა ელ. დაფა თუ სხვა) ან ჩაერთოთ რაიმე საქმიანობაში, რომელიც გამოიწვევს სხვათა მიმართ სამართალდარღვევას რასობრივი, რელიგიის, აღმსარებლობის ან სქესის ნიშნით;

3. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება, რათა ზიანი მიაყენოთ ან ეცადოთ ზიანის მიყენებას პირთათვის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის  პირთათვის) ნებისმიერი ფორმით;

4. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება ნებისმიერი მასალის შექმნის, მიღების ან გადაცემის მიზნით, რომელიც საფრთხეს უქმნის და ხელს უწყობს სხეულის დაზიანებას ან ქონების განადგურებას ან წარმოშობს სისხლის სამართლის დანაშაულს ან იწვევს სამოქალაქო პასუხისმგებლობას;

5. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება ნებისმიერი მასალის შექმნის, მიღების ან გადაცემის მიზნით, რომელიც არღვევს სხვა მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს (მათ შორის  - რაიმე შეზღუდვის გარეშე - საავტორო უფლებას, სასაქონლო ნიშანს, პატენტს, სავაჭრო საიდუმლოებას ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას);

6. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება სხვა მომხმარებლებისთვის  არა-მოთხოვნილი სარეკლამო მასალის შექმნის, მიღების ან გადაცემის მიზნით;

7. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება ნებისმიერი მასალის შექმნის, მიღების ან გადაცემის მიზნით, რომელიც ავიწროებს სხვა პირს; შეურაცხყოფას აყენებს, მოიცავს ძალადობას, ავიწროებს, დევნის, ემუქრება ან სხვაგვარად არღვევს სხვათა უფლებებს (როგორიცაა კონფიდენციალურობის და საჯაროობის უფლებები), ან გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება, რათა მოახდინოთ თაღლითური შემოთავაზება სხვა პირის მიერ/თვის პროდუქტის, საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ან ყიდვის მიზნით;

8. საიდენტიფიკაციო ქსელის სათაურში მოცემული ინფორმაციის დამატება, ამოღება ან შეცვლა შეცდომაში შეყვანის ან მოტყუების მიზნით;

9. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება, რათა განახორციელოთ სხვების ანგარიშზე წვდომა ან წვდომის მცდელობა ან ჩვენი ან მესამე მხარის უსაფრთხოების ზომებში, კომპიუტერულ პროგრამაში, ტექნიკაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო სისტემაში ან სატელეკომუნიკაციო სისტემებში შეღწევა ან ამის მცდელობა;

10. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება, რათა მოახდინოთ მესამე მხარეთა შესახებ მათი თანხმობის ან ინფორმირების გარეშე პირადი ინფორმაციის შეგროვება ან ამის მცდელობა ან ჩართვა ეკრანული მონაცემების ანალიზში, მონაცემთა ბაზის ანალიზში ან ნებისმიერ სხვა საქმიანობაში მომხმარებელთა სიების ან სხვა მონაცემების მოპოვების მიზნით;

11. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც უარყოფითად აისახება სხვა ადამიანების ან სისტემების უნარ-შესაძლებლობაზე გამოიყენონ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება, ან, ზოგადად, ინტერნეტი,  მათ შორის ისეთი ფაილის ატვირთვა, რომელიც შეიცავს ვირუსებს, დაზიანებულ ფაილს, ან ნებისმიერი სხვა მსგავს პროგრამას ან პროგრამებს, რომელთაც შეუძლია დააზიანოს სხვისი კომპიუტერის ოპერირება;

12. მოახდინოს საიტის ან ჩვენი მომსახურების რაიმე ნაწილის გადაყიდვა, მიზნობრიობის შეცვლა ან ხელახალი დისტრიბუცია ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

13. ნებისმიერ დროს, როდესაც იყენებთ საიტს ან ნებისმიერ ჩვენს მომსახურებას, ფიზიკური თუ იურიდიული პირის იმპერსონიფიცირება ან ყალბი სახელის გამოყენება ან მიწოდება ან იმ სახელის გამოყენება ან მიწოდება, რომლის უფლებაც არ გაქვთ;

14. გამოიყენოთ საიტი ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურება თაღლითური მიზნებისათვის ან ნებისმიერი მასალის გაგზავნის, გამოყენების ან ხელახლა გამოყენების მიზნით, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, სხვაგვარად აყენებს ზიანს მესამე მხარეს, ან რომელიც შედგება ან შეიცავს პროგრამულ ვირუსებს, პოლიტიკური კამპანიის კომპონენტებს, კომერციული შუამდგომლობას, ეგ.წ. „ბედნიერების წერილებს“ (chain letter), მასობრივ გზავნილებს, ან რაიმე "სპამს", ან იწვევს დისკომფორტს, გაღიზიანებასა და უსარგებლო მღელვარებას.

ეს სია ემსახურება მხოლოდ საიტის და ჩვენი სერვისის ბოროტად გამოყენების მაგალითების ჩვენებას  და არ წარმოადგენს არასანქცირებული ქმედებების ექსკლუზიურ სიას. იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევთ რომელიმე ამ მოთხოვნას და თუ ჩვენ ჩვენი შეხედულებისამებრ დავადგენთ, რომ თქვენი საქციელი წარმოადგენს საიტის ან ნებისმიერი ჩვენი მომსახურების ბოროტად გამოყენებას, ჩვენ შეიძლება შეგიზღუდოთ, შეგიჩეროთ ან შეგიწყვიტოთ საიტზე და ნებისმიერ ჩვენს მომსახურებაზე წვდომა თქვენი ინფორმირების გარეშე.  ყველა მომხმარებელი ამით თანახმაა, რომ დაიცავს ონ-ლაინ ქცევისა და მისაღები შინაარსის კუთხით მოქმედ  ადგილობრივ წესებს. მომხმარებლები, ასევე, ეთანხმებიან, რომ დაიცავენ ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი მონაცემების ექსპორტის შესახებ მოქმედი წესებს.

 

ფოტოები, ჩვენებები, სასწავლო მაგალითები და სხვა

Catalyst Global-ის სანქცირებულ მომხმარებლებს ან მათ ლიცენზიარებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ფოტომასალის გამოქვეყნებას, ჩვენებებს, სასწავლო მაგალითებსა და სხვა შინაარსის განთავსებას Catalys-ის, ასევე, საიტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაგზავნოს კორესპონდენცია და წარმოადგინოს წინადადებები, იდეები, კომენტარები, შეკითხვები ან სხვა ინფორმაცია, იმდენად, რამდენადაც შინაარსი არ უნდა იყოს უკანონო, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ცილისმწამებლური, პირადი ცხოვრების უფლების დამრღვევი ან  ინტელექტუალური საკუთრების უფლების ხელმყოფელი. უფლებები, რომლებიც სხვაგვარადაა საზიანო მესამე მხარისთვის, ან წინააღმდეგობრივია და არ შედგება ან არ შეიცავს პროგრამულ ვირუსებს, პოლიტიკური კამპანიის კომპონენტებს, კომერციული შუამდგომლობას, ეგ.წ. „ბედნიერების წერილებს“ (chain letters), მასობრივ გზავნილებს ან რაიმე ფორმის "სპამებს". თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ყალბი ელ-ფოსტა, მოახდინოთ ნებისმიერი პირის ან ერთეულის იმპერსონიფიცირება, ან სხვაგვარად შეცდომით წარმოადგინოთ  ნებისმიერი შინაარსის წარმოშობა ან თქვენი პირადობა. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) ჩვენი შეხედულებისამებრ ამოვიღოთ ან შევცვალოთ ნებისმიერი შინაარსი ნებისმიერ დროს თქვენი ინფორმირების გარეშე.

თუ თქვენ დებთ გარკვეულ შინაარსს ან წარადგენთ მასალას საიტზე - გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ჩვენს მიერ სხვაგვარად არ იქნება მითითებული - თქვენ გვანიჭებთ არა-ექსკლუზიურ, ჰონორარისაგან თავისუფალ, მუდმივ, შეუქცევად და სრულად ქვე-ლიცენზირებად (მრავალჯერადი გამოყენებით) უფლებას, რათა მოვახდინოთ აღნიშნულის გამოყენება, რეპროდუცირება, შეცვლა, ადაპტირება, გამოქვეყნება, თარგმნა, მათგან წარმოებული სამუშაოების შექმნა, გავრცელება, და ვაჩვენოთ ამგვარი შინაარსი და/ან მასალა მსოფლიოს ნებისმიერ მედიაში, რომელიც მოცემულ ეტაპზე ცნობილია ან ჯერჯერობით არ არის, მაგრამ გახდება ცნობადი.  თქვენ გვანიჭებთ ჩვენ და ჩვენს ქვე-ლიცენზიატებს უფლებას, გამოვიყენოთ თქვენი სახელი, რომელსაც წარადგენთ ამგვარი შინაარსის შეთავაზებისას - თუკი აღნიშნული უფლების გამოყენებას გადავწყვეტთ. თქვენ ეთანხმებით, რომ უარს ამბობთ უფლებაზე, იყოთ იდენტიფიცირებადი, როგორც ამგვარი შინაარსის ავტორი და უარს აცხადებთ თქვენს უფლებაზე, გააპროტესტოთ ამგვარი შინაარსზე უფლების ჩამორთმევა. თქვენ ასევე უარს აცხადებთ და გვეთანხმებით, ჩავერთოთ ისეთ ქმედებაში,  რომელიც არღვევს თქვენს შინაარსში მოცემულ ნებისმიერ მორალურ უფლებას და გარანტიას გვაძლევთ, რომ იმავე პირობებით იქნა მოპოვებული ლიცენზია და თანხმობა მესამე მხარისაგან, რომელიც ფლობს საავტორო უფლებას ან იყო ასეთი შინაარსის ან მისი ნაწილის შემქმნელი. თქვენ ეთანხმებით, რომ განახორციელებთ ყველა შემდგომ ქმედებას, რაც აუცილებელია თქვენს მიერ ჩვენთვის გადმოცემული უფლებების სრულყოფისთვის, მათ შორის, ჩვენი თხოვნით გარიგებათა და დოკუმენტების წარმოებისთვის;

 თქვენ ამით აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ:

(ა) წარმოადგენთ საიტზე თქვენს მიერ განთავსებული ყველა შინაარსისა და მასალის მესაკუთრეს ან სხვაგვარად ახორციელებთ აღნიშნულის უფლებაზე კონტროლს;

 (ბ) დღიდან ამგვარი შინაარსის ან მასალის წარდგინებისა:

(I) შინაარსი და მასალა ზუსტია;

(Ii) თქვენი შინაარსის და მასალის გამოყენება არ არღვევს Catalyst Global-ის ნებისმიერი მოქმედი პოლიტიკას და სახელმძღვანელო წესებს ან ამ საიტის ვადებსა პირობებს;

(Iii) თქვენი შინაარსის და მასალის გამოყენება არ იწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის დაზიანებას (იმ დათქმის ჩათვლით, რომ მასალა არ არის ცილისმწამებლური).

ეს საიტი შეიძლება შეიცავდეს ფოტომასალას, ჩვენებებს, სასწავლო მაგალითებს და სხვა შინაარსს ('მომხმარებლის შინაარსი“). ჩვენ არ ვუწევთ აქტიურ მონიტორინგს ვებგვერდზე ხელმისაწვდომ მომხმარებლის შინაარსის გამოყენებას. ანალოგიურად, ჩვენ არ ვახორციელებთ სარედაქციო კონტროლს მესამე მხარის საიტების შინაარსზე, ელექტრონული ფოსტის გადაცემაზე, ტექსტურ შეტყობინებაზე, საინფორმაციო ჯგუფზე, ფორუმზე, ჩატზე ან სხვა მასალაზე, რომელიც შექმნილი და ხელმისაწვდომია საიტის მეშვეობით ან მასზე. შედეგად, თქვენ შეიძლება შეგხვდეთ საიტზე შინაარსი ან საიტები, რომლებიც ხელმისაწვდომია იმგვარი საიტის მეშვეობით, რომელიც თქვენთვის შეურაცხმყოფელი ან მიუღებელია. ამასთან, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მონიტორინგი გავუწიოთ „მომხმარებლის შინაარსს“, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე და ამოვიღოთ ნებისმიერი შინაარსი, რომელიც, ჩვენი შეხედულებისამებრ, წარმოადგენს არამიზნობრივ „მომხმარებლის შინაარსს“ და შეგიზღუდოთ, შეგიჩეროთ ან შეგიწყვიტოთ თქვენს მიერ „მომხმარებლის შინაარსის“ ან საიტის გამოყენება ჩვენი შეხედულებისამებრ.

მომხმარებლების მიერ გამოხატული აზრი (ები) და სხვა „მომხმარებლის შინაარსი“ არ წარმოადგენს Catalyst Global-ის ან მისი ლიცენზიატების აზრს (ებს). ნებისმიერი განაცხადი, რჩევები და მოსაზრებები, რომლებიც გაცემულია ასეთი პირების მიერ, ეკუთვნის მხოლოდ მონაწილეებს. ჩვენ არ ვადასტურებთ და არ ვიღებთ ანგარიშვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ნებისმიერი ასეთ განაცხადზე, რჩევასა თუ მოსაზრებაზე.

 

 გარანტია

ჩვენ (და ჩვენი მშობელი, შვილობილი, სუბსიდიარი, ხელმძღვანელები, დირექტორებ, აგენტები და თანამშრომლები) არ ვიძლევით საიტზე ან ნებისმიერ ჩვენს სერვის-მომსახურებაზე უწყვეტი, მუდმივი ან უსაფრთხო წვდომის გარანტიას; საიტის ოპერაციაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მრავალი ფაქტორი ჩარევას ჩვენი კონტროლის ფარგლებს მიღმა. ჩვენი საიტი და ჩვენი მომსახურება ხორციელდება „როგორც არის“ ფორმატით და როგორც და როდესაც შესაძლებელია, და კანონით ნებადართული მოცულობით ჩვენს მიერ გამოირიცხება ყველა ნაგულისხმევი გარანტია, პირობები და სხვა წესები, იქნება ეს თუ არ იქნება გათვალისწინებული დებულებით ან სხვაგვარად, მათ შორის - რაიმე შეზღუდვის გარეშე - ნებისმიერი უნარი და ზრუნვა ან შესრულების დროულობა.

ყველა ნაგულისხმევი ვადა, პირობა და გარანტია (იქნება ეს სტატუტორული თუ არა) გამოირიცხება თქვენს მიერ საიტის გამოყენებისა და ჩვენი სერვის-მომსახურების მიწოდებისაგან.