კატალისტის გუნდს კარგად ესმის, რომ ვებ-გვერდებთან ურთიერთობა მომხმარებლის მხრიდან გარკვეულ ნდობას მოითხოვს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მიერ ჩვენდამი ნდობის გამოხატვას და ჩვენის მხრივ უზრუნველვყოფთ იმ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას, რომელსაც გვანდობთ.

ეწვიეთ რა კატალისტის ვებ გვერდს თქვენ თანხმდებით ქვემოთ მოყვანილ ხელშეკრულების პირობებს.

 რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ და როგორ?

Catalyst Global ახორციელებს თქვენს შესახებ პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც თქვენ სპეციალურად და ნებაყოფლობით გვაწვდით. ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან ვიღებთ, საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ Catalyst Global გამოცდილების პერსონალიზაცია და გაუმჯობესება. ამ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ დაკვეთების, პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების, ანგარიშსწორების პროცესის, დაკვეთების პროდუქციის, მომსახურებისა და სარეკლამო შეთავაზებების თაობაზე თქვენთან ურთიერთკავშირის, ჩვენი ჩანაწერების განახლებისა და, ზოგადად, თქვენი ანგარიშების ჩვენთან შენარჩუნებისათვის, ასევე, პერსონალიზაციის შინაარსის ჩვენების, მომხმარებელთა მხრიდან მიმოხილვისა და იმ რეკომენდირებული სერვის–მომსახურებისთვის, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ. ჩვენ, ასევე, ვიყენებთ ამ ინფორმაციას ჩვენი საიტის გასაუმჯობესებლად, თაღლითობის ან ბოროტად გამოყენების გამოვლენისა და პრევენციის და მესამე მხარისათვის ჩვენი სახელით ტექნიკური, ლოგისტიკური და სხვა სახის ფუნქციების განხორციელების აღსაკვეთად.

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია:

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ პერსონალურად ამოცნობად იმ ინფორმაციას, რომლის მოწოდებასაც თავად გადაწყვეტთ.  შეგიძლიათ, არ მოგვაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია. შესაძლებლობის მიხედვით, ჩვენ გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ ჩვენს მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენების გზა.

შესაძლოა, აირჩიოთ პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის მოწოდება, თუ, მაგალითად, თქვენ: დაგვიკავშირდებით გამოკითხვა–მოთხოვნის მიზნით; შეავსებთ კვლევის ან რაიმე სხვა ფორმას თქვენი პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის გამოყენებით ან ჩვენგან მოითხოვოთ ინფორმაციის მიწოდებას.

 ჩვენთვის პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის მოწოდებით თქვენ ადასტურებთ, რომ სრულყოფილად გაქვთ გააზრებული და მკაფიოდ ეთანხმებით ასეთი პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის გადაცემას, მის (ინფორმაციის) შეგროვებას და დამუშავებას სხვა ქვეყნებსა თუ ან ტერიტორიებზე. ნებისმიერი ასეთი გადაცემა და დამუშავება ჩვენს მიერ განხორციელდება კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.

ავტომატურად მიღებული ინფორმაცია

ყველა კომპიუტერს, რომელიც ინტერნეტთანაა მიერთებული, ეძლევა დომენის დასახელება და ნომრების კომპლექტი, რომელიც ასრულებს კომპიუტერის ინტერნეტ ოქმის ("IP") ფუნქციას. როდესაც სტუმარი ითხოვს გვერდს ჩვენი ქსელის ფარგლებში რაიმე ვებ საიტიდან,  ჩვენი ვებ სერვერები ავტომატურად ახორციელებენ ამ სტუმრის დომენის სახელისა და IP მისამართის ამოცნობას. დომენის დასახელება და IP მისამართი არ ამჟღავნებს თქვენს შესახებ რაიმ პირად ინფორმაციას, გარდა IP მისამართისა, საიდანაც მოგეცათ წვდომა  ჩვენს ვებ-გვერდზე. ჩვენ ამ ინფორმაციას ვიყენებთ ჩვენი ტრაფიკის ერთიანობაში შესამოწმებლად, უსაფრთხოების მიზნით და ქსელის,  მისი მომხმარებლების ბოროტად გამოყენების მიზნით, ასევე, სამართალდამცავებთან თანამშრომლობის მიზნით.

თქვენი ჩვენთან ურთიერთქმედებისას ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ გარკვეული სახის ინფორმაციას. მაგალითად, მსგავსად მრავალი საიტისა, ჩვენ ვიყენებთ "cookies"–ის (მოკლე ტექსტური ფაილს) და ვიღებთ გარკვეული სახის ინფორმაციას, როდესაც თქვენი ვებ ბრაუზერი ახორციელებს Catalyst Global–ზე წვდომას. თქვენი ამოცნობის შედეგად,  ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ პერსონალიზებული გამოცდილება.

რა არის cookies?

პერიოდულად ჩვენ შეიძლება გამოვაგზავნოთ cookie თქვენს კომპიუტერში. cookie წარმოადგენს მოკლე ტექსტური ფაილს, რომელიც იგზავნება თქვენს ბრაუზერში ვებ სერვერიდან და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. cookie–ს არ შეუძლია წაიკითხოს მონაცემები თქვენს მყარ დისკზე ან წაიკითხოს cookie ფაილები, რომლებიც შექმნილია სხვა საიტების მიერ. Cookies არ აზიანებს თქვენს სისტემას. ჩვენ ვიყენებთ cookies, რათა დავადგინოთ, ვებ საიტებზე ჩვენი ქსელის რომელ ადგილს სტუმრობთ ან ერგებით, რათა მომავალში თქვენი მომდევნო ვიზიტისას ეს გვერდები უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გავხადოთ. შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ, მიიღებთ თუ არა  cookies–ს თქვენს ბრაუზერში პარამეტრების შეცვლით. შეგიძლიათ, აღადგინოთ თქვენი ბრაუზერი და უარი თქვას ყველა cookies–ზე, ან დაუშვათ, რათა თქვენმა ბრაუზერმა გიჩვენოთ, როდესაც ხდება cookies–ის გამოგზავნა. თუ გადაწყვეტთ, არ მიიღოთ ამგვარი cookies, შესაძლებელია, თქვენი ქმედება ჩვენს საიტსა და სხვა ვებ გვერდებზე შემცირდეს და გარკვეულმა ფუნქციებმა ვეღარ იმუშაოს მათთვის დადგენილი მიზნობრიობით.

ინფორმაცია მესამე მხარე–წყაროებიდან

ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ სხვა წყაროებიდან და დავუმატოთ იგი ჩვენი ანგარიშის ინფორმაციას.

გავუმჟღავნებთ თუ არა მიღებულ ინფორმაციას მესამე მხარეს?

ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლის შესახებ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და არ ვახდენთ მის გაყიდვას სხვებზე. ჩვენ ვაზიარებთ დამკვეთის ინფორმაციას მხოლოდ ქვემოთ აღწერილი წესით და მხოლოდ ჩვენი სუბსიდიარებისთვის.

ლიცენზიანტები

Catalyst Global მჭიდროდ თანამშრომლობს თავის ლიზენციატებსა და აფილირებულ ბიზნესებთან. ეს ბიზნესი Catalyst პროდუქტს ამოქმედებს Catalyst Global–ის ლიცენზიის საფუძველზე და ჩვენი მხრიდან, შეგვიძლია მოვახდინოთ სერვისების მიწოდება ან გაყიდვა ამ ბიზნესების სახელით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავუზიაროთ  ინფორმაცია ჩვენს ლიცენზიანტებს.

სერვის პროვაიდერები

ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ იმ მესამე მხარეს, რომელიც ჩვენი სახელით უზრუნველყოს მომსახურებას ან ახორციელებს ფუნქციებს. ეს სერვის პროვაიდერები საჭიროებენ ინფორმაციას თქვენი და თქვენი ბიზნესის შესახებ, რათა მოგაწოდოთ შესაძლო  საუკეთესო მომსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ Catalyst Global–სა და მის ლიცენზიატებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციას ზემოაღნიშნული მიზნებისათვის, მათ არ აქვთ უფლება გამოიყენონ ეს პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია ნებისმიერი სხვა მიზნით და ვალდებულნი არიან დაამუშაონ თქვენი ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

აქციები, მარკეტინგი, ელექტრონული-საინფორმაციო ბიულეტენები

ჩვენ შეიძლება ინფორმაცია გამოვიყენოთ  შიდა მარკეტინგული ანალიზისთვის, მაგალითად, ჩვენს მომხმარებელთა შორის არსებული ტენდენციების შესაფასებლად ან ჩვენს საიტებზე ტრაფიკის მოცულობის გასაზომად.  ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია, რათა გაცნობოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების და ჩვენი სუბსიდიარების, ფილიალებისა თუ მშობელი კომპანიებისა და მათთან დაკავშირებული ბიზნეს-საქმიანობების თაობაზე. თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, მიიღოთ თუ არა ამგვარი კომუნიკაცია, როდესაც პირველად მოგვაწვდით თქვენს პერსონალურ ამოცნობად ინფორმაციას. ასევე, ჩვენ შეიძლება სხვებს - მაგ.: სარეკლამო სუბიექტებს - გავუზიაროთ არა-პერსონალური ამოცნობადი ინფორმაცია ერთიანი ანონიმური ფორმით, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია ამ შემთხვევაში არ შეიცავს რაიმე პირად ინფორმაციას თქვენს შესახებ.

ჩვენ არ მოვახდენთ შერჩეული ორგანიზაციებისათვის სარეკლამო და მარკეტინგული ინფორმაციის გადმოგზავნას თქვენი ნებართვის გარეშე. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ყურადღებით იქნება შერჩეული და ამ განაცხადის პირობებს დაექვემდებარებიან.

ფოტოები, ჩვენებები, სასწავლო მაგალითები და სხვა

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ საიტის პოსტავთ საჯარო სივრცეში ან მისი მეშვეობით, ზოგადად, ხელმისაწვდომია და შეიძლება მოხდეს მისი შეგროვება თუ გამოიყენება სხვების მიერ, რასაც შედეგად სხვებთან კონტაქტი მოჰყვება.  საიტის მომხმარებლებს ვურჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი თავის შესახებ პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის მიწოდებისას საიტის საჯარო სივრცეში.

გაყიდვა და გადაცემა

გაყიდვის, შერწყმის, კონსოლიდაციის, კონტროლის ცვლილების, მნიშვნელოვანი აქტივების გადაცემის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მოვახდინოთ ჩვენთან თქვენი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის მესამე მხარისათვის გადაცემა, გაყიდვა ან გადანიშვნა/მინიჭება, მათ შორის -  შეზღუდვის გარეშე -  პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციისა, რომ თქვენ გვთავაზობთ და სხვა -  ჩვენთან თქვენი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციისა.

სამართლებრივი ვალდებულებები

ჩვენ შეიძლება კანონით დაგვევალოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამჟღავნება, რაც მოხდება კეთილსინდისიერად და კანონით ნებადართული ქმედების გზით, ჩვენზე დაკისრებული კანონიერი პროცესის შესაბამისად ან ჩვენი უფლებების, საკუთრების, ინტერესების თუ ჩვენი მომხმარებლების და საიტის ან საზოგადოების   ინტერესების დასაცავად.

არის თუ არა თქვენი ინფორმაცია დაცული?

ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის შენახვის და გადაცემისათვის უსაფრთხო გარემო.

ჩვენს მიერ შექმნილია სათანადო ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული დაცვის საშუალებები, რათა მოვახდინოთ თქვენი პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და გამჟღავნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყენებთ  ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე უსაფრთხოების სისტემებს, შესაძლებელი, ჩვენი უსაფრთხოების პროვაიდერები ვერ იძლევიან მესამე მხარეების მხრიდან უნებართვო წვდომის აღკვეთის გარანტიას.

ცვლილებები  განაცხადში

წინამდებარე განაცხადი იცვლება ჩვენი ბიზნესის ცვალებადი სახის შესაბამისად. ცვლილებები დაიდება ამ გვერდზე; მიზანშეწონილია, რეგულარულად შეამოწმოთ ჩვენი ვებგვერდი, რათა გაიგოთ, თუ რა  ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას და რა შემთხვევაში ვახდენთ მის გამჟღავნებას.

 

თქვენი დეტალების შემოწმება

თუ გსურთ შეამოწმოთ, რა სახის პირად ინფორმაციას ვფლობთ თქვენს შესახებ, ან გადაწყვეტთ, შეცვალოთ თქვენი ინფორმაცია, მოითხოვოთ ინფორმაციის ამოღება/მოცილება ან რაიმე შეკითხვები წარმოგეშვებათ აღნიშნულ განაცხადთან დაკავშირებით , გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

Google Analytics

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს საიტი იყენებს Google Analytics ვებგვერდის საქმიანობის მონიტორინგის მიზნით. Google-ის მიერ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისათვის, იხ.: How Google Uses Data When You Use Partner Sites Or Apps (როგორ იყენებს Google მონაცემებს, როდესაც თქვენ სარგებლობთ პარტნიორი საიტებით ან აპლიკაციებით).