Two Tribes

აბორიგენული თამაშების ოლიმპიადა

2 - 4 საათები
ღია სივრცე
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
20 - განუსაზღვრელი

შესახებ

ამ აქტივობის თითოეული, ფრთხილად შერჩეული სპორტული სავარჯიშო შექმნილია იმგვარად, რომ ნებისმიერი დონის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანი წაახალისოს და მიაღებინოს მონაწილეობა ამ მხიარულ და მეგობრულ აქტივობაში. ეს პულსის ამაჩქარებელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სავარჯიშო ეფუძნება გუნდის ერთიანობას, თანამონაწილეობასა და თანაზიარ პატივისცემას. „ტომი ტომის წინააღმდეგ“ აქტივობის უნიკალური ფორმატი ქმნის თანაბარ პირობებს თამაშისათვის და გუნდის წევრებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სპორტის ისეთ ტრადიციულ თამაშებში, რისი შანსიც სხვა შემთხვევაში არასოდეს მიეცემოდათ.

დასაწყისისათვის, მთელი გუნდი გადანაწილდება და ქმნის ორ მოწინააღმდეგე ტომს - წითლებსა და ლურჯებს. ამის შემდგომ, თითოეული ტომი ქმნის ქვე-ჯგუფს. თამაში სტარტს იღებს „მოთელვით“ და გუნდები იწყებენ სპეციალურად შექმნილი სატომო შემკულობის დამზადებას.

ტომები იმოსებიან მეტოქეზე შთაბეჭდილების მოსახდენად და ერთვებიან სავარჯიშოების ჯაჭვში, რათა იბრძოლონ მოწინააღმდეგე ტომის წევრებთან „თავმიდებულ“ პაექრობაში. გუნდების მიერ მოპოვებული ქულები ითვლება და ჯამდება მთლიანი ტომის სასარგებლოდ. არჩეული სტრატეგია ხდება წარმატების გასაღები - აქტივობის წესები მონაწილეებს საშუალებას აძლევს ითამაშონ საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით, დაისვენონ და დაზოგონ ძალები გარკვეული სავარჯიშოების დროს და განაახლონ პაექრობა, როდესაც მათი საყვარელი სავარჯიშოს დრო დადგება.

ყველა მონაწილეს ეძლევა შანსი ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს გუნდისა და ტომის წარმატებაში - ყველა მათგანისთვისაა გარკვეული როლი შესასრულებელი.

აქტივობის დამაგვირგვინებელ ცერემონიალში ლურჯები და წითლები ერთმანეთს  გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ერკინებიან (Haka showdown). პაექრობის დასრულების შემდგომ, ცხადდება თითოეულ სავარჯიშოს გამარჯვებული გუნდი და ვლინდება საბოლოოდ გამარჯვებული ტომი. ამის შემდგომ, ტომები ერთიანდებიან და ზეიმობენ საერთო წარმატებებსა და მიღწევებს.

სწავლების შედეგები

Participants are introduced to unusual traditional sports in a way that encourages participation, inclusion and mutual respect. Designed to set the pulse racing, this healthy experience develops team dynamics while having fun! Strategy is key to success as the rules enable teams to play to their strengths, resting chosen players during some challenges in order to reserve strength for their preferred quests.

Related Testimonial

This cleverly crafted activity had active and involved. It promoted team work and healthy competition creating a strong comradere and lasting friendships.

Centrica

მოითხოვეთ ციტატა