Rat Trap

ააწყვეთ კასკადური მოქმედებების ეშმაკური სერია

1 - 2 საათები
შიდა
გამაერთიანებელი
10 - განუსაზღვრელი

შესახებ

წარმოიდგინეთ სიტუაცია - თქვენი გუნდი შედის სათამაშოების მაღაზიაში, რომელიც სავსეა გიგანტური ზომის ასაწყობი მასალით: ლითონისა და პლასტმასის ნაწილებით, ჭანჭიკებითა და ქანჩებით და ყველაფერი ეს მზადაა გამოყენებულ იქნას ვეებერთელა კონსტრუქციების ასაგებად! აქტივობის მიზანია დიდი ზომის ეშმაკური მოწყობილობების სერიის აგება, რომელიც სწორი თანმიმდევრობით დალაგების შედეგად ქმნის შესანიშნავ ჯაჭვურ რეაქციას, რომლის ერთი ნაწილი დროულად გამოსხლეტს მის შემდგომ კომპონენტს.

თითოეული ელემენტი იდეალურად უნდა იქნას აწყობილი, რათა შეიქმნას უზადო დომინოს ეფექტი სხვა გუნდების მუშაობასთან შეთანხმებით. შეზღუდულ დროში მუშაობა მოითხოვს გუნდებს შორის საუკეთესო კომუნიკაციას, რათა თითოეული გუნდის ნამუშევარი მორგებულად ჩაჯდეს საერთო სქემაში და უზრუნველყოფილ იქნას შთამბეჭდავი ფინალი. 

 

სწავლების შედეგები

თუ გუნდები ყველაფერს სწორად ააგებენ, მაშინ სქემის ბოლო დეტალი მოსხლტება ადგილს და ერთი ტონა ტვირთი დაეცემა ვირთხას (რასაკვირველია, ნამდვილს არა).

„ვირთხის მახე“ არის გუნდური შეკავშირების აქტივობა, რომელიც გუნდებისაგან თანამშრმლობას მოითხოვს საერთო მიზნის მისაღწევად.

წინასწარ მოცემული ინსტრუქციის მიდევნების ნაცვლად, გუნდები მიყვებიან საკუთარ წარმოსახვას და გამომგონებლობას, რათა გაარკვიონ რომელი დეტალი სად წავა და ვის რა ევალება. ეს გულისხმობს იმას, რომ საბოლოო შედეგი არის მხოლოდ გუნდების მცდელობების, საზრიანობისა და კომუნიკაციის ჭეშმარიტი გამოხატულება.

„ვირთხის მახის“ მთავარი ხრიკი არის ის, რომ გუნდებს კარგად ჰქონდეთ წარმოდგენილი საერთი დიდი სურათი, რადგანაც თითოეული დეტალი სწორად უნდა ჩაჯდეს საერთო სქემაში და დამაგრდეს მისთვის განკუთვნილ ადგილას, რათა ყველაფერმა გამართულად იმუშაოს.

საბოლოო შედეგი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ რაღაც ნაწილებით სავსე ოთახს წარმოადგენდა, ყოველთვის ახერხებს გუნდების შთაგონების გაღვიძებას და აჩვენებს მათ, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი გუნდური ძალისხმევის ჩართვითა და მასშტაბური აზროვნების გამოყენებით.

Related Testimonial

Being faced with a room of bits inspired everyone to think laterally and work together.

Symantec

Something Else?

მოითხოვეთ ციტატა