Knowing Me Knowing You

კონტაქტებისა და ურთიერთობის ქსელის აწყობა

30 წუთი - 1 საათში
შიდა
გამაერთიანებელი
30 - განუსაზღვრელი

შესახებ

 „უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“ არის გუნდური შეთამაშების სახალისო აქტივობა, რომელიც გაადნობს გაუცხოების ყინულს და დააჩქარებს მონაწილეთა შორის ურთიერთობისა და საკონტაქტო ქსელის გაბმას.

აქტივობა იწყება მოთელვით და მონაწილეების ჯგუფებში გადანაწილებით. ამის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ დავალება გამოავლინონ რაც შეიძლება მეტი პირადი თუ ბიზნეს ინტერესები სხვა მონაწილეებთან და გამოიმუშავონ მაქსიმალურად ბევრი ქულა გუნდისათვის. აქტივობის საკმაოდ კონკურენტული სტრუქტურა და უნიკალური სათამაშო მატრიცა უზრუნველყოფს ენერგიული რიტმის შენარჩუნებას აქტივობის განმავლობაში.

დროდადრო მონაწილეები უბრუნდებიან თავიანთ გუნდს, ითვლიან ქულებს და ათანხმებენ შემდეგი დასახული მიზნის დეტალებს.

მონაწილეები უბრუნდებიან დარბაზის კვლევის პროცესს და საბოლოო სასტვენის ხმამდე აგრძელებენ სანაცნობო წრის გაღრმავებას. ამის შემდეგ ქულები ითვლება და ცხადდება გამარჯვებული გუნდი!

სწავლების შედეგები

ურთიერთობები მნიშვნელოვანია, ხოლო მჭიდრო კავშირში მყოფი თანამშრომლები ნებისმიერი კომპანიისათვის ფასეულ აქტივს წარმოადგენს. „უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“  ქმნის საუკეთესო ნიადაგს მეგობრული ურთიერთობის აგების, მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისა და გაუმჯობესებული შედეგების მიღწევისათვის.

Related Testimonial

Many thanks for getting everyone networking with such high energy. We all found out some surprising things about each other and made better connections.

Hitachi

Something Else?

მოითხოვეთ ციტატა