Horses for Causes

ააგეთ მორბენალი ცხენი და მოიგეთ დოღი

30 წუთი - 2 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი
10 - განუსაზღვრელი

შესახებ

„მუყაოს ცხენები“ არა მარტო ანცობითა და სიხალისით სავსე აქტივობაა, არამედ იგი ასევე შეიცავს ქველმოქმედების ელემენტს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს დაეხმარონ ადგილობრივ საზოგადოებას.

აქტივობის დასაწყისში, თითოეული გუნდი იღებს მასალის დამაინტრიგებელ „ბრტყელ შეკვრას,“ რომელიც წარმოადგენს საქანაო მუყაოს ცხენის დიზაინს, სპეციალურად შექმნილს „კატალისტ გლობალისათვის“. ამის შემდეგ უკუთვლა იწყება და მონაწილენი ფაციფუცით ცდილობენ ააწყონ უთვალავი რაოდენობის დეტალი. მას შემდეგ რაც ეს სამგანზომილებიანი მუყაოს ქმნილება დაემთხვევა დიზაინს და ასე თუ ისე დაემსგავსება ცხენს, გუნდები მზად არიან დოღისათვის.

როდესაც იატაკი გასუფთავდება და დოღის ხაზებიც განისაზღვრება, დგება ფსონების დადების მომენტი. გუნდები ღიად უპირისპირდებიან ერთმანეთს ამ საოცრად მაღალი ფსონების დოღში. როგორიც კი ცხადდება ახალი დოღის დასაწყისი, ჟოკეების შემდეგი პარტია იცვამს ფორმას და იწყება ახალი ფსონების დადება. დოღის მოსაგებად საჭიროა მათრახის მოზომილი დარტყმები და ძლიერი მაჯა, თუმცა წახალისებული იქნება  ტაქტიკური დანაძლევება, რათა გამოვლინდეს გამარჯვებული გუნდი!

დოღის თითოეული გარბენი ხასიათდება მოჭარბებული ემოციებითა და ადრენალინით, ხოლო ცხენებიც და მხედრებიც იძირებიან აღტაცებული მაყურებლის ოვაციებში. მიუხედავად იმისა, მოიგებთ თუ წააგებთ - დროის გადასარევად გატარება და საკუთარ ცხენთან განსაკუთრებული კავშირის დამყარება გარანტირებული გაქვთ.

სწავლისა შედეგები

აქტივობა „მუყაოს ცხენი“ გუნდებს თვალნათლივ დაანახებს ინსტრუქციის დეტალური შესწავლის მნიშვნელობას,  ისევე როგორც ამოცანის დაძაბულ პირობებში შესრულების პროცესს, როდესაც გარშემო მეტოქე გუნდებიც მუშაობენ და ცდილობენ თავისი ცხენების აგებას ფუსფუსითა და ჯიკავით.  თუ ძალიან სწრაფად წაიყვანთ ცხენს, იგი გატყდება, ხოლო თუ ნელა გააჭენებთ - მაშინ სხვა გუნდი მოიპოვებს უპირატესობას.

ცხენებზე ფსონების დადების პროცესი საჭიროებს სტრატეგიული ინვესტიციის განხორციელების ცოდნას, შანსების გაცნობიერებას და ამ მონაცემების გამოყენებას გუნდის უპირატესობად, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მოგება.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

„მუყაოს ცხენების“ დოღის თითოეული მონაწილე თუ გამარჯვებული ცხენი შესაძლებელია გაყიდულ იქნას აუქციონზე, ყველაზე მაღალი ბიჯის შემომთავაზებელ პირზე, ხოლო ფული გადაერიცხოს თქვენს მიერ შერჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას.  

Related Testimonial

Horses for Causes was a fun creative event that also gave us the opportunity to give to charity together.

Samsung

მოითხოვეთ ციტატა