Heroes of Troy

სტრატეგიული თამაშობა ტაქტიკური აზროვნებისათვის

2 - 3 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
20 - განუსაზღვრელი

შესახებ

ამ სტრატეგიული აქტივობის ისტორია თამაშდება ტროას ცნობილ ომამდე. საჭიროა კომუნიკაციის კარგი უნარები და გუნდის ყველა წევრის ჩართულობა, რათა მთავარმა გმირმა, პარისმა, შეძლოს გაქცევა თავის საყვარელ ელენასთან ერთად და ძლევამოსილი აგამემნონისა და მენელაოსის ჯარებისაგან თავის დაძვრენა.

„ტროას გმირები“ სახალისო და საინტერესო სტრატეგიული თამაშია, რომელიც მოითხოვს გუნდის ყველა წევრის ჩართვას მუშაობის პროცესში. გუნდებს მოეთხოვებათ იფიქრონ ტაქტიკურად, იყვნენ მოქნილნი და მოარგონ თავისი სტრატეგია ცვალებად სიტუაციებს. „ტრაოს გმირები“ ასევე ხვეწს თქვენი გუნდის ხელმძღვანელობისა და პროექტის მართვის უნარებს ამ სახალისო და ამყოლი თამაშობის მეშვეობით. 

ამ აქტივობის უმნიშვნელოვანესი მახასიათებლებია გუნდური აქტივობის სავარჯიშოები, ისევე როგორც სიურპრიზის ელემენტები და კრიზისის დროს გადაწყვეტილების მიღების უნარების გამოცდა.

სწავლების შედეგები

„ტროას გმირები“ საუკეთესო თამაშობაა ნებისმიერი სახის გუნდური შეკავშირებისა თუ თანამშრომელთა ჩართვის აქტივობისათვის, რადგანაც ის ეხმარება გუნდის ყველა წევრს იურთიერთონ და ჩაერთონ საერთო პროცესში საკუთარი სტრატეგიული უნარების გამოყენებითა და თამაშისაგან სიამოვნების მიღებით!   

ეს ძალზე მოქნილი სტრუქტურის მქონე აქტივობაა, რომელიც შეიძლება გაიმართოს, როგორც  საგანმანათლებლო ღონისძიება შემდგომი გუნდური მუშაობის შეფასებით; ან იგი შეიძლება ჩატარდეს, როგორც მხოლოდ გასართობი პროგრამა მონაწილეთა სოციალიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით იმ სასიამოვნო გარემოში, როგორსაც ეს აქტივობა ქმნის. 

Related Testimonial

A fantastic game that encouraged our people to network, think strategically and have great fun with this unusual theme.

HSBC

Something Else?

მოითხოვეთ ციტატა