Gold Rush

სწრაფი ტემპის სტრატეგიული თამაში

2 - 4 საათები
დახურული და ღია სივრცე
შემაჯიბრებელი
20 - განუსაზღვრელი

შესახებ

ეს არის გუნდის შეკავშირების შესანიშნავი აქტივობა, რომელიც ნებისმიერ კონფერენციასა თუ კორპორაციულ ღონისძიებს აღავსებს ენერგიით, აღტაცებითა და პაექრობის განწყობით!

აქ ქუჩები ოქროს მონეტებითაა დაფარული! გუნდებს აქეზებს ცოდნა იმისა, რომ აქტივობა აგებულია „ვინც იპოვის, იმისიას“ პრინციპზე და თითოეული გუნდი უნდა შეეცადოს და გახდეს წარმოუდგენლად მდიდარი და მოიგოს თამაში!

თუმცა, ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს. გუნდებს მოუწევთ თანამშრომობა ერთდროულად 8 სხვადასხვა დონის სავარჯიშოსთან გასამკლავებლად, თუ მათ სურთ ოქროს მოპოვების შანსის ხელში ჩაგდება!

განძეულის გარკვეული ნაწილი შეზღუდული რაოდენიბისაა და მხოლოდ ის გუნდი მოიპოვებს მას, რომელიც პირველი მივა დანიშნულების ადგილას.  განძეულის დანარჩენი ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვინც შეძლებს მისი ადგილმდებარეობის მოძებნას.

აქ დაგჭირდებათ იპოვოთ საიდუმლო კოდი, რომელსაც გაცვლით ნაღდ ფულში პრეტენზიების საბჭოში (Claims Administrator, CA). ეს საბჭო ბიუროკრატიის უკანასკნელი საგუშაგოა! თუ კი ვერ შეძლებთ პრეტენზიების წარდგენისათვის საჭირო პროცედურების სწორად წარმართვას, თქვენი განცხადება არ იქნება განხილული. ეს წინასწარ შემუშავებული პროცედურები იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ განძეულზე აცხადებს გუნდი პრეტენზიას. პროცედურების პირობები ასევე იცვლება გუნდის იმ წევრების პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, რომლებიც წარადგენენ ამ პრეტენზიას. თქვენი ქმედებების დაგეგმვა, გეგმის ზედმიწევნით მიყოლა და „მოკლეზე გადაჭრის“ ცდუნების გაძლება და დაძლევა არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა!

აქტივობის განმავლობაში გუნდებს შეეძლებათ დამატებითი ქულების მოპოვება სხვადასხვა სავარჯიშოს შესრულებით. სიახლეების შესახებ პრეს-რელიზი ვრცელდება ყოველ ნახევარ საათში. ზოგი მათგანი უფასოდაც მოიპოვება, ხოლო ზოგი პრეს-რელიზი იყიდება „დახურულ კარს მიღმა“ და იმ გუნდებზე, რომლებიც მასში ფულს გადაიხდიან. პრეს-რელიზებში მოცემული ინფორმაცია საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ თქვენი ავლადიდება, თუმცა იმისათვის რომ ისარგებლოთ ამ საჭირო ინფორმაციით საჭიროა რომ გამოცხადდეთ - დროზე - დაგვიანება ნიშნავს წაგებას!

აქტივობა „ოქროს ციებ-ცხელება“ იყენებს ნამდვილ ბიზნეს გამოწვევებსა და ჯილდოებს და იგი კარგად შეიძლება მოერგოსა როგორც მცირე, ასევე მრავალრიცხვოვან ჯგუფსაც.

სწავლების შედეგები

აქტივობა „ოქროს ციებ-ცხელება“ ყველა მონაწილეს ასწავლის რაღაცას, მიუხედავად მათი რანგისა, გამოცდილებისა, განათლებისა, ფიზიკური ფორმისა თუ უნარებისა. ეს  მიმზიდველი აქტივობა ქმნის თანაბარ პირობებს მონაწილეთათვის და გთავაზობთ გუნდური შეკავშირების საინტერესო სავარჯიშოს, რომელშიც ჩართულია მთელი რგანიზაცია თავისი მენეჯმენტითა და ხელვეითებით და წარმოადგენს ჯვარედინი თანამშრომლობის კარგ მაგალითს.  „ოქროს ციებ-ცხელება“ ფართოდ გამოიყენება მომხმარებელთა ურთიერთობის (CRM) მენეჯმენტის კუთხით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ცოდნის მართვა, მომხმარებელთა მომსახურება, კულტურული მრავალფეროვნება, სტრატეგიული დაგეგმვა და კომუნიკაციური პროგრამები. დაანახეთ თქვენს გუნდს ბიზნეს დაზვერვის,  დაგეგმვისა და კომუნიკაციის ნამდვილი ღირებულება ამ პრაქტიკული აქტივობის მეშვეობით.  

Related Testimonial

I highly recommend Gold Rush. I was a great way of practising strategic thinking as a team in a fun and fictitious game.

PwC

მოითხოვეთ ციტატა