Final Furlong - Online

ახალი ინოვაციური ვირტუალური თამაშის დროს გელით ბევრი მღელვარება, ინტრიგა და ხალისი თქვენი გუნდის წევრებთან ერთად

30 წუთი - 1 საათში
შიდა
შემაჯიბრებელი
1 - განუსაზღვრელი

შესახებ

Final Furlong

გუნდის დინამიკის გასაუმჯობესებლად და ენერგიის შესანარჩუნებლად ონლაინ თამაშის დროს ეწყობა სპეციალური გამოფენა "Down theHallway" და სრულდება ფინალური დოღით, რომელიც დაგიტოვებთ დაუვიწყარ შეგრძნებებს, მიუხედავად მონაწილეებს შორის დისტანციისა და მათი მდებარეობისა.

აქტივობა საშუალებას აძლევს მონაწილეებს რომ გამოსცადონ ის მღელვარება, ინტრიგა და სიამოვნება რასაც დოღში მონაწილეობა გულისხმობს, ისე რომ არ დატოვონ სამუშაო გარემო. ამავდროულად, სტუმრები შეძლებენ კოლეგებთან ერთად დროის საინტერესოდ გატარებას. Final Furlong კრეატივის, კონკურენტუნარიანობის, გუნდური მუშაობის, სტრატეგიული აზროვნების და რაც მთავარია ხალისის იდეალური მიქსით ყოველდღიური ცხოვრების ერთ დღეს ხდის განსაკუთრებულს.

სწავლების შედეგები

ეს სახალისო პროგრამა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც დამაჯილდოებელი ღონისძიება თანამშრომლების ან გუნდის თავდაუზოგავი შრომისათვის. პროგრამას აქვს უაღრესად ინკლუზიური ხასიათი, რომელიც უშუალოდ განაპირობებს გუნდური მუშაობის და სტრატეგიული აზროვნების განვითარებას. გუნდები თანამშრომლობენ იმისათვის რომ შეიმუშაონ სტრატეგია საუკეთესო ფსონების დასადგენად და თანდათანობით ქმნიან მეგობრულ კონკურენციას. ამასთანავე, ვირტუალური დოღის აქტივობა ასტიმულირებს გუნდის მოტივაციას და მორალს, და ამყარებს გუნდის ერთიანობას.

მოითხოვეთ ციტატა