Essence of Excellence

გუნდები ქმნიან და ყიდიან სუნამოს

1 - 2 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი
4 - განუსაზღვრელი

შესახებ

„უნიკალურ სუნამოთა“ სამყარო ამავე დროს არის დიდი ბიზნესის სამყარო. პრიალა და ძვირადღირებული რეკლამების უკან დგას პროფესიონალ ალქიმიკოსთა გუნდი, რომელიც ეგზოტიკური არომატებისა და ესენციების ექსპერიმენტული შერევით ცდილობს მიიღოს სურნელი, რომელიც შეესაბამება „ცნობილების“ გემოვნებას.

„ბრწყინვალების შეგრძნება“ სთავაზობს გუნდს ამ ძალზედ მომთხოვნ და გამოწვევებით აღსავსე ამოცანას - შექმნან ისეთი უნიკალური სუნამო, რომელიც შეესაბამება მოცემულ ბაზარზე არსებულ გემოვნებას.

პარფიუმერია ემოციებით აღსავსე ბიზნეს-სამყაროა; გუნდებს მოუწევთ იმუშაონ ოპერატიულად და ეფექტურად; მათ ფრთხილად უნდა შეარჩიონ მასალა მომავალი სუნამოსათვის და ამასთან ერთად გაითვალისწინონ არსებული განწყობა და მახასიათებლები. წარმატებული გუნდი იქნება ის, რომელიც შეძლებს სამყაროს დანახვას მომხმარებლის თვალთახედვიდან, მიზნად დაისახავს შექმნას არა მარტო ახალი სუნამო, არამედ მასთან ასოცირებული მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიაც და ჩაეტიოს დროის მჭიდრო ვადებში.

მას შემდეგ რაც გუნდები გაეცნობიან პარფიუმერიის ძირითად პრინციპებს, გუნდები იწყებენ მასალის შერევას, შუა და ზედა ტონების დამატებას, რათა შექმნან მზა სუნამო. „ბრწყინვალების შეგრძნება“ მხოლოდ მანდილოსანთა სუნამოს შექმნას გულისხმობს, თუმცა შესაძლოა ზოგ გუნდს უნისექს სუნამოზე მუშაობის საშუალება მიეცეს, ზოგმა კი მამაკაცთა პროფილზე იმუშაოს.

სწავლების შედეგები

ამ აქტივობის ამოსავალი წერტილი გახლავთ მომხმარებელი. გუნდებს მოეთხოვებათ მათი სამიზნე ბაზრის ემოციებისა და მოტივაციის გაგება, რათა შეძლონ მორგებული არომატის შერჩევა და კრეატიული ბრენდის შექმნა. აქტივობის განმავლობაში მონაწილეები იკვლევენ თითოეული მონაწილის აღქმის უნარს, ისევე როგორც უნარს ააწყონ ურთიერთობა გუნდის სხვა წევრებთან. აქტვობის განმავლობაში ასევე ვლინდება ისიც, რომ თითოეული ჩვენგანი ხელმძღვანელობს ჩვენთვის ფასეული და ინდივიდუალური მოდელით. 

Related Testimonial

Its been a long time since I thought of my grandfather's tobacco pipe. It was enthralling and I am still reflecting on how my views differ from others due to culture and background experience

Price Waterhouse Coopers Services Limited

მოითხოვეთ ციტატა