შესახებ
შეგიძლიათ განასხვავოთ ბორდო, ბურგუნდიული ღვინო თუ ესპანური რიოხა ბოთლის ეტიკეტზე დახედვის გარეშე? გაქვთ ცოდნა და უნარი გამოიცნოთ ღვინის დასახელება მხოლოდ მისი არომატის მიხდვით, იქნება ეს შავი მოცხარი, შოკოლადი, პიტნა თუ ჩაშუშული ქლიავი?
მიუხედავად იმისა, მიიჩნევთ თუ არა საკუთარ თავს ექსპერტად თუ უბრალოდ გსიამოვნებთ ერთი-ორი ყლუპის მოსმა - აქტივობა „გამოიცანით ღვინო“ თქვენთვისაა შექმნილი. თქვენ აღმოაჩენთ ღვინის ენას, შეისწავლით დეგუსტაციისა და კუპაჟის ტექნიკას და ბოლოს გამოსცდით თქვენს ახლადშეძენილ ცოდნასა და უნარებს. მას შემდეგ რაც ჩვენი ღვინის ექსპერტები თამაშის მონაწილეებს გააცნობენ ღვინის დამზადების ძირითად საფუძვლებს, მონაწილეები იწყებენ მის გასინჯვას, რაც მოიცავს ძვირიან და მაღალი ხარისხის ღვინოებს, ისევე როგორც დაბალი ხარისხის იაფფასიან სასმელსაც. მონაწილეები ეზიარებიან მსოფლიო სომალიეთა საიდუმლოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი გაეცნობიან ღვინის ენას და მის გემოს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
სწორედ ამის შემდეგ იწყება მთავარი გამოწვევა. თვალახვეულმა მონაწილეებმა უნდა დაასახელონ ღვინის დამამზადებელი ქვეყანა, ყურძნის ჯიში, ღვინის ასაკი და მისი სავარაუდო ფასი. მონაწილეებს თავადვე განაცვიფრებს, თუ როგორ დაეხმარებათ ახლადშეძენილი ცოდნა და უნარები ღვინის გამოცნობის პროცესში. ამის შემდგომ, გუნდები გაეცნობიან ღვინის კუპაჟის ხელოვნებას და თავადვე შექმნიან საკუთარ კუპაჟს ძვირფასი ღვინოების შერევით. შემდგომ, გუნდები წარადგენენ ამ ახალ პროდუქტს ღვინის ახლადშესწავლილი ენის მეშვეობით და მიიღებენ ექსპერტების გულწრფელ შეფასებას.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ღვინის გზამკვლევი, ხოლო „ღვინის ექსპერტის“ ჯილდო გადაეცემა იმ მონაწილეს, რომელიც ყველაზე უნიკალურ მიდგომას გამოავლენს ღვინის დაგემოვნების მიმართ.
სწავლების შედეგები
ეს არის კონკურენტული, სასიამოვნო, მხიარულებით სავსე და შესანიშნავი „ყინულმჭრელი“ აქტივობა, რომელიც საუკეთესო თანმხლები ღონისძიება შეიძლება გახდეს ვახშმის ან საღამოს შეკრებისა. ყველაფერ ამასთან ერთად იგი საოცრად გემრიელია!