Bridging The Divide

ხიდის მშენებლობა გუნდური ერთიანობის მეშვეობით

1 - 3 საათები
დახურული და ღია სივრცე
გამაერთიანებელი
24 - განუსაზღვრელი

შესახებ

„ხიდის მშენებლები“ - ეს არის გუნდური შეკავშირების ძლიერმოქმედი აქტივობა, რომელიც მოთამაშეებისაგან მოითხოვს პროექტის მართვის კარგ უნარებსა და კლიენტებთან ურთიერთობის სწორ მიდგომას. პროექტის მონაწილეებმა შეზღუდული რესურსების, კომუნიკაციური ბარიერებისა და მჭიდრო ვადების პირობებში უნდა შეძლონ ისეთი ხიდის აშენება, რომელიც დაემთხვევა კლიენტების მოთხოვნილ მახასიათებლებს. ამასთან ერთად, ხიდი უნდა იყოს საკმარისად ფართო, მყარი და მძლავრი, რათა გაუძლოს დისტანციური პულტით მართული დიდი მანქანის მოძრაობას.

ხიდი შეიძლება იყოს კრეატიულად შექმნილი, გაფორმებული და „ბრენდირებული“ თითოეული გუნდის მიერ. ჯიდლო გადაეცემა განსაკუთრებით კრეატიული საინჟინრო დიზაინის, საუკეთესო „ბრენდირებისა“ თუ რესურსების ყველაზე ოპტიმალურად გამოყენების ნიმუშებს და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებსაც.

აქტივობის დასკვნით ნაწილში თითოეული გუნდი წარადგენს საკუთარ ხიდს, რომელიც ერთიანი კორპორაციული ხიდის შემადგენელი ნაწილი ხდება - შესაბამისად, თითოეული გუნდი არა მარტო ცალკეულ ინდივიუდალურ ამოცანას ეჭიდება, არამედ საკუთარი წვლილი შეაქვს ერთიანი და ფართო მასშტაბის კორპორაციული პროექტის წარმატებაში.

თამაშის დასკვნითი ნაწილი და ემოციური გრანდ-ფინალი გულისხმობს დისტანციური პულტით მართული მანქანის გაშვებას საერთო კორპორაციული ხიდის მთელს სიგრძეზე.

ეს არის საოცრად მხიარული, ჩამთრევი და აქტიური თამაში, რომელიც ძალიან ძლიერ მეტაფორას ატარებს - ორგანიზაციის თითოეული დეპარტამენტი საკუთარი კონკრეტული მიზნისაკენ ისწრაფვის და ამავე დროს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საერთო ორგანიზაციული მიზნის მიღწევის პროცესში. თითოეული გუნდის ძალისხმევა „ერთიანდება“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რაც საბოლოო ჯამში ახდენს დემონსტრაციას ცნებისა „ძალა ერთობაშია.“

სწავლების შედეგები

ეს არის საოცრად მხიარული, ჩამთრევი და აქტიური თამაში, რომელიც ძალიან ძლიერ მეტაფორას ატარებს - ორგანიზაციის თითოეული დეპარტამენტი საკუთარი კონკრეტული მიზნისაკენ ისწრაფვის და ამავე დროს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საერთო ორგანიზაციული მიზნის მიღწევის პროცესში. თითოეული გუნდის ძალისხმევა „ერთიანდება“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რაც საბოლოო ჯამში ახდენს დემონსტრაციას ცნებისა „ძალა ერთობაშია.“

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

საბოლოო მიზნის მიღწევა გუნდებისაგან მოითხოვს რესურსების გაზიარებას, არასაჭირო გადაადგილების შემცირებას, ბიუჯეტის კონტროლს და გადამუშავებული მასალის მაქსიმალურ გამოყენებას. ეს არის შესანიშნავი აქტივობა ნებისმიერი პროექტის გარემოზე გავლენის თვალსაჩინოდ დასანახად და მრავალფეროვანი პუბლიკის მოლოდინის შესასწავლად.

აქტივობა „ხიდის მშენებლები“ შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმგვარადაც, რომ თითოეული გუნდის მიერ საკუთარი ხიდის ნაკვეთურის წარდგენა ამავდროულად გახდეს მდგრადი განვითარების მესიჯების გაჟღერება.

Related Testimonial

Teams kicked off with designing the bridge with teams networking to discover who their suppliers and customers were and then they got hands on constructing the components of the bridge. Magnificent outcome was achieved by all. It far exceeded our expectations - a complex and rewarding team building activity.

Unilever

მოითხოვეთ ციტატა