Boom Time

მუსიკალური აქტივობა კონფერენციის გასახალისებლად

20 - 45 წუთი
შიდა
გამაერთიანებელი
20 - განუსაზღვრელი

შესახებ

„ბუმთაიმი“ არის უნიკალური მუსიკალური აქტივობა სპეციალურად შექმნილი კონფერენციის „ყინული გასადნობად“ და გუნდების გასაერთიანებლად, რაც ადრენალინის მომჭარბებელი მუსიკის შექმნის მეშვეობით მიიღწევა. ეს გადამდები „ყინულმჭრელი“ თამაში ნებისმიერ კონფერენციას გადააქცევს მრავალფეროვან და ჩქარ ორკესტრად, რომელიც ყოვლისმომცველი, გამამხნევებელი და ამყოლი მუსიკით ითრევს ყველას. ხმოვანებით ეს წააგავს მობილური ტელეფონის მუსიკალურ თამაშს Guitar Hero on steroids!

კონფერენციის მონაწილეები ქმნიან ერთიან მუსიკას „ბუმვეკერების“ მეშვეობით. რა არის „ბუმვეკერი?“ ეს არის მუსიკალურად მომართული ფისტონიანი მილაკები, რომლებიც წარმოადგენენ მჩატე წონის, ფუღურო და ფერებით კოდირებულ პლასტმასის მილებს, დალაგებულს და აწყობილს სიგრძისა და მუსიკალური ნოტების მიხედვით.

„ბუმვკერებით“ შეიარაღებული კონფერენციის მონაწილეები ხელმძღვანელობენ მაღალტექნოლოგიური ვიზუალური ინტერფეისით, რომელიც მათ ცეცხლოვანი მუსიკალური სიმფონიის შექმნის პროცესში ეხმარება. ვიზუალური ინტერფეისი  ფერებით კოდირებულ კუბებს გამოსახავს ფართო ეკრანზე. მონაწილეები იყენებენ დროის ათვლას და გუნდის ერთიანობას, რათა დასცხონ თავიანთი მილები საჭირო დროს, ანუ ყოველ ჯერზე, როდესაც ფერადი კუბი ეცემა ვირტუალურ კლავიშს. თამაშის გახურების პარალელურად, მისი რიტმი ჩქარდება და რთულდება. კუბების სულ უფრო აჩქარებულ მოძრაობას „ორკესტრის“ წევრები პასუხობენ ენერგიულად და გულმოდგინედ ცდილობენ აყვნენ საერთო რიტმს, რომელიც ნელ-ნელა გადაიზრდება ყოვლისმომცველ და ზეამტაც მუსიკალურ კულმინაციად - კრეშჩენდოდ.

ბუმთაიმი არის ხელმისაწვდომი და ხარჯეფექტიანი  საშუალება გუნდის გასახურებლად და მოსაწყენი კონფერენციის გასახალისებლად.

სწავლების შედეგები

„ბუმთაიმი“ არის  მსოფლიოს მასშტაბით გამოცდილი და წარმატებული საშუალება, რომელიც შეუდარებლად ახერხებს მოსაწყენი კონფერენციის გამხიარულებას და ძალდაუტანებლად ქმნის აღტაცებისა და ერთიანობის განწყობას.  მოითხოვს რა ყველა მონაწილის ჩართულობასა და გუნდურ თანამონაწილეობას, გუნდური შეკავშირების ეს უჩვეულო სავარჯიშო ხელს უწყობს თანაგუნდელებს შორის ღია და გულწრფელი დამოკიდებულების გაჩენასა და გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებას.  ეს არის შესანიშნავი საშუალება ადამიანებისათვის თავიდან მოცილონ სტრესი და კარგად მოილხინონ საკუთარი კოლეგების გარემოცვაში.

Related Testimonial

What started as a musical discord had turned into a cohesive, synchronised musical production. Delegates feeling buzzed and exhilarated were ready to launch into their National Conference with a sense of oneness because of what they had achieved together!

Office Depot

მოითხოვეთ ციტატა