ლიდერისთვის საჭირო უნარები

სწორი ხედვის შექმნა, ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება და პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა

ლიდერობა, თავისთავად გულისხმობს ხედვის შექმნას და მის ეფექტურად გაზიარებას. ამასთან, ლიდერი უნდა დაეხმაროს ადამიანებს საკითხის კარგად გაგებაში და გამოიწვიოს საკითხის მიმართ ნდობა. ლიდერი საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების ინსპირირებას ახდენს წარმატებისაკენ სავალ გზაზე. ამისათვის ლიდერს სრულებით უნდა სჯეროდეს საკუთარი მისიისა და უნდა იცოდეს რა უნდა გაკეთდეს მიზნის მისაღწევად. ლიდერები მიზანზე ორიენტირებულნი და მომავლის მჭვრეტელნი არიან. ლიდერი ყოველთვის აჩვენებს რომ სრულიად შეესაბამება საკუთარ როლს. ლიდერი ყოველთვის წამყვანია. კარგი ლიდერი გარშემო მყოფთა მიერ უმეტესწილად გამორჩეულებად აღიქმება. ლიდერი გუნდის წევრებს შორის საიმედო და მყარ ურთიერთობებს ავითარებს. მას ესმის საკუთარი გუნდის წევრების, ლიდერი სწორად შერჩეულ ადამიანებს, მაღალ მოთხოვნებს უყენებს, პარალელურად კი ახალისებს მათ და კიდევ მეტი სიმაღლის დაპყრობისკენ მოუწოდებს. როდესაც გუნდს ლიდერის სჯერა, მიყვება მას, გუნდის წევრებმა ზედმიწევნით კარგად იციან ვინ ასაქმებს მათ და რას ელოდება ლიდერი თითოეული წევრისაგან.

ლიდერული თვისებები არ არის თანდაყოლილი და მათი სწავლა შეიძლება, ასე რომ ლიდერული თვისებების განვითარება მნიშვნელოვანია ბიზნესის სასიცოცხლო ციკლისათვის. დიდმა კომპანიებმა ამის შესახებ უკვე იციან და ადამიანებს საშუალებას აძლევენ გამოავლინონ ლიდერული თვისებები ყოველდღიური საქმიანობისა და მოვალეობების ფარგლებში. ეს არის ერთ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ბიზნესში ყველას ჰქონდეს, ლიდერობის პრაქტიკული გამოცდილება, გუნდურ მუშაობასა და გამოცდილებაზე დამყარებულ სწავლებას, დიდი როლი აქვს ლიდერობის საკითხებზე ტრენინგების მიმდინარე პროგრამების განვითარებაში. გამოცდილებაზე დაფუძნებული ჩვენი სასწავლო პროგრამების განხორციელება და ლიდერული თვისებების წინ წამოწევა, არაფორმალურ და ძალდაუტანებელ გარემოში ხდება.

ყველა საფეხურზე მყოფი ლიდერი დაწყებული C-SUITE საფეხურიდან, დეპარტამენტის მენეჯერამდე, დღითიდღე აუმჯობეს ლიდერის უნარებს და ყოველდღიურად იყენებს სხვადასხვა სიტუაციაში, რათა გუნდისაგან საუკეთესო შედეგი მიიღოს. გუნდის ფორმირების პროგრამები კილიდერებისათვის კიდევ ერთ სასიცოცხლოდ ნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ეს კარგი საშუალებაა მშვიდი სოციალური დინამიკის შექმნისა და ამ დინამიკის გუნდში დამკვიდრებისათვის, ამასთანავე ხელს უწყობს გუნდის წევრებს ემოციების გაზიარებაში და რაც ყველაზე მთავარია თითოეული წევრი გრძნობს რომ მას აღიქვამენ ადამიანად რომელსაც ურთიერთობების დამყარების უნარი აქვს.

Look at this selection of related popular programs.
Need help in deciding? Looking for something else?

Get in Touch