Team Building Event Categories

გსურთ მოტივირებული თანამშრომლების შენარჩუნება და ამისთვის აქტივობებს არჩევთ? რომელია თქვენთვის საინტერესო კატეგორია ბიზნეს სიმულაციურ თამაში თუ სწრაფ გამახალისებელი სავარჯიშო ენერჯაიზერი? თუ ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული? აქტიური, კრეატიული თუ მუსიკალური? იქნებ საქველმოქმედო? იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი თიმბილდინგის ღონისძიებიდან, სწორად უნდა ჩამოაყალიბოთ შერჩვის კრიტერიუმები. Catalyst Georgia-ში, ჩვენ დავყავით თიმბილდინგების კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ემსახურება: გუნდში კეთილგანწყობილი კლიმატის შექმნას, ფსიქოლოგიური კლიმატის გაუმჯობესებას; გუნდის წევრებს შორის მიმღებლობის გაზრდას და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას; მონაწილეთა ღიაობისა და გახსნილობის უზრუნველყოფას, ნდობის ხარისხის გაზრდას; გუნდში კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებას, კონფლიქტური სიტუაციების შემცირებას; პრობლემის გუნდურად გადაწყვეტის პროცესში კრეატიულობა; თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილებისა და მოტივაციის გაზრდას; გუნდში მუშაობის უნარების განვითარებას; კრიზისების და სტრესის მართვას და სხვა. დაათვალიერეთ ჩვენს მიერ შერჩეული ღონისძიებების ტიპები და გაეცანით გუნდის ფორმირების ღონისძიებებს.