"კრეშჩენდო" გუნდი უკრავს ორკესტრივით მხოლოდ ერთ საათში!

მიმოხილვა

  • 30 წუთები - 2 საათი
  • შიდა
  • გამაერთიანებელი
  • მინიმუმ: 8
  • მაქსიმუმ: განუსაზღვრელი

სურათების ნახვა

ვიდეო რგოლების ნახვა

საათზე ნაკლებ დროში, თქვენი გუნდი ნამდვილი ორკესტრი გახდება!

პროგრამის ძირითადი მოთხოვნა

„კრეშჩენდო“ არის ჩვენი ძალზედ პოპულარული გუნდური შეკავშირების აქტივობის - „გაორკესტრების“ ადაპტირებული ვარიანტი.“გააორკესტრებისაგან“ განსხვავებით, „კრეშჩენდო“ საჭიროებს მხოლოდ ერთ ოთახსა და ერთი საათის დროს; შესაბამისად, იგი საუკეთესო გამოსავალია დატვირთული კონფერენციებისათვის და შეზღუდული ბიუჯეტის მქონე კომპანიებისათვის.

ჩვენი უნიკალური მიდგომა უზრუნველყოფს შესანიშნავ შედეგს, იმ შემთხვევებშიც კი როდესაც მონაწილეებს არანაირი მუსიკალური გამოცილდება არ გააჩნიათ. ჩვენი ინსტრუქტორები თქვენ გუნდს შეურჩევენ ერთ-ერთ კლასიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს: ვიოლინოს ან ალტს. ამის შემდგომ ინსტრუქტორები მონაწილეებს აუხსნიან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ძირითად პრინციპებს და იწყებენ მუსიკალური პარტიის შესწავლას მათთვის სპეციალურად შექმნილი ნაწარმოებიდან. ფინალურ ნაწილში, სპეციალურად შექმნილ მუსიკალურ ფონზე ეს ორივე მუსიკალური ნაწილი ლამაზად შეერწყმის ერთმანეთს.

 

რატომ კრეშჩენდო?

ბევრი ორგანიზაციის კოლექტივი მიჯაჭვულია ყოველდღიური საქმიანობის სტრესულ სიტუაციებს, სადაც პრობლემები კიდევ უფრო მძაფრდება ცუდი კომუნიკაციის გამოისობით და მსგავსი სამუშაო გარემო ნაკლებად ანიჭებს ვინმეს სიამოვნებას. მას შემდეგ რაც გუნდი დაძლევს ისეთ კრეატიულ და მხიარულ აქტივობას გუნდური შეკავშირებისათვის, როგორიცაა „კრეშჩენდო“  - იგი კიდევ უფრო შორს წავა და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და განწყობის ამაღლების კუთხით.

გუნდური შეკავშირების მუსიკალური აქტივობები საშუალებას აძლევენ მონაწილეებს სრულიად ახლებურ გარემოში იურთიერთონ ერთმანეთთან, რომელიც სასიამოვნო და შემოქმედებითია თავისი არსით. ასეთმა ახლებურმა და განსხვავებულმა გარემომ შესაძლოა აღადგინოს ურთიერთობების შეწყვეტილი დინამიკა. „კრეშჩენდო“ თქვენს გუნდს აძლევს შანსს  გუნდური ძალისხმევის გაერთიანების მეშვეობით  დაძლიოს ეს თითქოსდა ურთულესი გამოწვევა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ურთიერთობათა განმტიცებასა და გაუმჯობესებას.

„კრეშჩენდო“ ერთნაირად ეფექტური აქტივობაა კონფერენციის შუალედური შესვენებისა თუ ვახშმის შემდგომი მოდუნებისათვის. ეს არის ძალიან ხარჯეფექტიანი და ამავე დროს ელეგანტური აქტივობა, რომელიც შესაძლოა მოეწყოს ერთ ოთახში. ეს მუსიკალური სავრჯიშო უზრუნველყოფს გარემოს ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე და ძალიან ბევრი ბიზნეს სარგებლის მოტანა შეუძლია კომპანიისათვის.

ეს აქტივობა ხარისხიანი მუსიკალური შედეგის გარანტიას იძლევა. დაგვიკავშირდით ახლავე, რათა მისცეთ თქვენს გუნდს შესაძლებლობა ისიამოვნოს და მიიღოს სარგებელი გუნდური შეკავშირების ამ შესანიშნავი სავარჯიშოს მეშვეობით.

სწავლისა და განვიტარების შედეგები

არც ისე ბევრ ადამიანს ძალუძს კლასიკური მუსიკის დაკვრის შესწავლა ერთ საათზე ნაკლებ დროში. ეს შესაძლებელია ადამიანთა იმ ჯგუფისათვის, რომლებიც სინქრონულად მუშაობას არიან მიჩვეულნი. ცვალებადი ბაზრის პირობებში კომპანიისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებმა მცირე დროში შეძლონ საკუთარი უნარებისა და როლების ადაპტაცია, რათა შენარჩუნებულ იქნას გუნდური წარმატება ოპტიმალური სისწრაფითა და ეფექტურობით მოქმედებისა და რეაგირების დროს.  „კრეშჩენდო“ ეხმარება გუნდს მიაღწიოს ამ და კიდევ უფრო მეტ მიზნებსაც. მონაწილეები თავად რჩებიან გაკვირვებული თუ რამდენი რამის მიღწევას ახერხებენ, შეზღუდულ დროში, ერთობლივი ძალისხმევით.

სურათების ნახვა

ვიდეოს ნახვა

მიმოხილვა

ძირითადი საქმმიანი სარგებელი

  • ურთიერთთანამშრომლობა
  • კონფერენციის აქტიურ ფაზაში შესვლა
  • სრულყოფილების განცდა
  • მხიარულება და მოტივაცია
  • შემოქმედებითობის სტიმულირება
  • გუნდის დინამიურობა
  • გუნდების გაერთიანება

მოთხოვნის გაგზავნა

გრაფები არნიშვნით :სავალდებულო სავალდებულოა.