„სრული სვლით: ფორმულა ერთი“ გუნდები აგებენ F1 სარბოლო მანქანას მუყაოსაგან

მიმოხილვა

  • 2 საათი - 3 საათი
  • შიგნით და გარეთ
  • შემაჯიბრებელი
  • მინიმუმ: 20
  • მაქსიმუმ: განუსაზღვრელი

სურათების ნახვა

ვიდეო რგოლების ნახვა

ეს აქტივობა გამოსცდის ერთიან ძალისხმევას და გუნდებისაგან მოითხოვს რეალური ზომის F1 სარბოლო მანქანის მუყაოსაგან აგებას და გაქროლებას.

პროგრამის ძირითადი მოთხოვნა

თქვენი გუნდის ამ აქტივობაში ჩართვა იგივეა, რაც ბიბისის გადაცემაში TOP GEAR მონაწილეობის მიღება! ეს იქნება სრულიად უნიკალური გამოცდილება! აქტივობა „სრული სვლით: ფორმულა 1“ გამოსცდის თქვენი გუნდის კომუნიკაციის ნიჭს, თანამონაწილეობისა და რესურსების გადანაწილების უნარებს, რომელსაც ევალება ააგოს ფორმულა ერთის თითქმის რეალური ზომის მოდელის სარბოლო მანქანა! დროის სწორი გადანაწილება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება თქვენთვის და სხვა მონაწილე გუნდებისათვის. ფორმულა ერთის თითოეულმა გუნდმა უნდა იმუშაოს დეტალური გეგმის მიხედვით და შეძლოს  კოლექტიური უნარების სწორი მართვა, რათა შეძლოს უსახური მასალის „ბრტყელი შეკვრის“ გადაქცევა მუყაოს მოძრავ მანქანად.  ამავე დროს, გუნდებმა უნდა მოახერხონ ადამიანისა და ცხენის ძალის გაერთიანება და შერწყმა იდეალურ უნისონში. დასკვნით ნაწილში, რომელსაც გრანდ პრისაც  (Grand Prix) უწოდებენ, გუნდების  ფაციფუცი სრულდება და ისინი იწყებენ ერთმანეთთან შეჯიბრს კუბოკრული ალამის დაქნევაზე!

სწავლისა და განვიტარების შედეგები

მხოლოდ ქვე-ჯგუფების ჩამოყალიბებით და პარალელური მუშაობით არის შესაძლებელი ამ აქტივობის წარმატებით დასრულება. საბოლოო მიზნის სრული გააზრების შედეგად, ეს რთული პროექტი შესაძლოა დაქუცმაცებულ იქნას მცირე ამოცანებად, რათა შენარჩუნებულ იქნას მთელი გუნდის პროდუქტიულობა და ეფექტურობა, ხოლო წარმატების მიღწევას თითოეული წევრის მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდება. მანქანის „მარიაჟი გაფორმება“ მოითხოვს უსაზღვრო კრეატიულობას გუნდის წევრების მხრიდან, ხოლო მანქანის კარგი გამოცდა განაპირობებს გუნდის წარმატებას, რადგანაც ავარიული გაჩერების დროს გამოჩენილი სიმკვირცხლე ან საბოლოოდ მოაგებინებს გუნდს რბოლას ან წააგებინებს.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის იდეები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ლოგო

არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ რეკლამა გაუკეთოთ თქვენს საყვარელ საქველმოქმედო ორგანიზაციას „სრული სვლით: ფომულა ერთის“ აქტივობის მეშვეობით. გთავაზობთ რამოდენიმე იდეას:

ცოტა ხნის წინ, „კატალისტის“ ავსტრალიის გუნდმა (Catalyst Team Building Australia) ფორმულა ერთის აქტივობა კორპორაციული პასუხისმგებლობის განხრით გამოიყენა. აქტივობის დაწყებამდე თითოეულმა გუნდმა შეარჩია საქველმოქმედო ფონდი, ხოლო აგებულ მანქანებზე დაიტანეს შერჩეული ორგანიზაციის სიმბოლიკა. ამის შემდეგ გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ საპრიზო ფონდის მოსაგებად და ყოველმა მათგანმა შეძლო თავისი ფონდის რეკლამირება, მიუხედავად იმისა პირველები მივიდნენ ფინიშის ხაზზე თუ ბოლო! რბოლის ბოლოს კლიენტმა კომპანიამ ყველა განაცვიფრა შემოწირული თანხის გაორმაგებით! ეს მართლაც, რომ შთამბეჭდავი გულუხვობა იყო!

დესერტების მწარმოებელი ამერიკული გიგანტური კომპანიის Sara Lee თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „სრული სვლით: ფორმულა ერთის“ სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობაში. მათ მოიწვიეს ბავშვები ადგილობრივი თავშესაფრიდან, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ მანქანების აგებასა და გაფორმებაში. ფინალურ რბოლაში ერთ-ერთი ბავშვი მიწვეულ იქნა მძღოლის გვერდით დასაჯდომად და სარბოლო მანქანის სამართავად! ალბათ, ახსნაც არ სჭირდება იმას, თუ რა მაგარი დრო გაატარეს ბავშვებმა! კომპანიას (Sara Lee) ისე მოეწონა სარბოლო მანქანები, რომ თავად შეიძინა პირველ ადგილზე გასული მანქანა და მთავარ ოფისში გამოსაფენად წაიღო, ხოლო ფული ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხა. ბავშვებმა მანქანის კორპუსს წააწერეს სამადლობელი სიტყვები და მონაწილეთა სახელები. ეს მართლაც ყველასათვის მომგებიანი დღე იყო!

კატალისტ გლობალის ქსელის სხვა პარტნიორმა კომპანიამ აქტივობა „სრული სვლით ფორმულა ერთი“ ერთ-ერთ სკოლას გადასცა საჩუქრად. ბავშვებმა ამ დინამიკურ აქტივობაში მონაწილეობის მიღების შედეგად მიიღეს საგანმანათლებლო სარგებელი და ამავე დროს შეძლეს საჭირო თანხის მოგროვება საკუთარი სკოლისათვის. აქტივობის დაწყებამდე თითოეულ გუნდს მიეცა დავალება მოეძებნათ კორპორაციული სპონსორი მათი F1 სარბოლო მანქანისათვის. ეს იყო ნამდვილად ხასიათის გამომწრთობი სავარჯიშო ნორჩი „მრბოლებებისათვის“ ამ შემეცნებით აღსავსე ასაკში!

სურათების ნახვა

ვიდეოს ნახვა

მიმოხილვა

ძირითადი საქმმიანი სარგებელი

  • კორპორაციული პასუხისმგებლობა
  • ურთიერთთანამშრომლობა
  • კონფერენციის აქტიურ ფაზაში შესვლა
  • მხიარულება და მოტივაცია
  • პრაქტიკული ლიდერობა
  • პროექტის დაგეგმარება
  • სტრატეგიული კომუნიკაცია
  • გუნდის დინამიურობა
  • გუნდების გაერთიანება

მოთხოვნის გაგზავნა

გრაფები არნიშვნით :სავალდებულო სავალდებულოა.