„დიდი სურათი“ გუნდურად შექმნილი უზარმაზარი მხატვროვა

მიმოხილვა

  • 1 საათი - 3 საათი
  • შიგნით და გარეთ
  • გამაერთიანებელი
  • მინიმუმ: 8
  • მაქსიმუმ: განუსაზღვრელი

სურათების ნახვა

ვიდეო რგოლების ნახვა

თამაშობა „დიდი სურათი“ გუნდებისაგან მოითხოვს თანამშრომლობასა და აწყობილ კომუნიკაციას, რათა მათ შეძლონ მრავალი მცირე ნახატისაგან აგებული გიგანტური სურათის შექმნა, რომელიც გამოხატავს გუნდების მიზნებსა და ფასეულობებს.

პროგრამის ძირითადი მოთხოვნა

ყველამ იცის, რომ დროდადრო ძალიან სასარგებლო და საჭიროა, შეჩერება, უკან მოხედვა და „დიდი სურათისათვის“ თვალის შევლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ორგანიზაციას და ადამიანების მიერ სამუშაოს გამკლავებას და შიდა კომუნიკაციის წარმართვას. „დიდ სურათში“ მონაწილეობის მიღების შედეგად გუნდურობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარი თავისთავად უმჯობესდება და ეს მიიღწევა ხატვის პროცესში ყველა მონაწილის ჩართვით ამ მართლაცდა გიგანტური მასშტაბის ნახატის შესაქმნელად. 

გუნდური შეთამაშების აქტივობა „დიდი სურათი“ იწყება მონაწილეების მცირე ჯგუფებში გადანაწილებით; თითოეული ჯგუფი მოვალეა მოხატოს ერთი ან მრავალი ნაწილი (ტილო) ამ საერთო ნახატისა. თითოეული ტილო არის მცირე სეგმენტი, რომელიც საერთო და გიგნატურ ნახატს შეადგენს. გუნდები აგროვებენ ფუნჯებს, საღებავს, მოსახატი ნაწილების დიაგრამას და მოსახატ ცარიელ სეგმენტებს. ამის შემდგომ გუნდები იწყებენ საღებავების მომზადებას, შერევას, რათა მიიღონ სწორი ფერი და შეუდგნენ ხატვას.

აქტივობის დაწყებიდან ცოტა ხანში გუნდები იაზრებენ შემდეგს, რომ ამ საერთო ნახატის წარმატებით შესაქმნელად საჭიროა გუნდებმა ერთმანეთთან პაექრობის გაგრძელების ნაცვლად თანამშრომლობა დაიწყონ. სწორედ ამ მოტივაციით, გუნდები გადიან კონსულტაციას და თანამშრომლობას იწყებენ იმ გუნდებთან, რომლებიც მათი სეგმენტის მეზობელ ტილოზე მუშაობენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას სეგმენტების ხაზებისა და ფერების დამთხვევა. ამგვარად, მონაწილეები იწყებენ საერთო სურათზე ფიქრს, მხოლოდ გუნდურ და მცირე სეგმენტზე ფიკუსირების ნაცვლად. მათი მიზანია თითოეული სეგმენტის იდეალური მორგება მეორესთან და საერთო წარმატების მიღწევა.  

მას შემდეგ რაც გუნდები მორჩებიან ყველა სეგმენტის მოხატვას, ისინი გადიან სხვა ნაკვეთურში დასავენებლად. ამის შემდგომ ყველა მოხატული ტილოს ნაწილი გროვდება და ერთდება საერთო ნახატის დასასრულებლად, რომელიც იმოსება ფართო ფარდით. კულმინაციური მომენტი დგება მოკლე ანგარიშის ჩაბარების შემდეგ, როდესაც პირველად მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ, გუნდების თვალწინ საბურველი ეხსნება გიგანტურ საერთო ნახატს. ამ დიდ სურათს, როგორც წესი, ხმამაღალი ოვაციებისა და დამაყრუებელი აპლოდისმენტების ქვეშ ეხსნება საბურველი გაოცებული მაყურებლების წინაშე.

სწავლისა და განვიტარების შედეგები

აქტივობის დაწყებამდე, ჩვენი გრაფიკული დიზაინერები იმუშავებენ თქვენს გუნდთან ერთად, რათა შეარჩიონ ნახატი, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს თქვენი კომპანიის მიზნებს, ფასეულობებს, მისიასა და ხედვას. თავად აქტივობის ჩატარების დღეს კი, თქვენი გუნდი შერჩეულ სურათს ააწყობს უფრო გიგნატურ მასშტაბზე, რაც ფაქტობრივად მომავლის საერთო ხედვის ანალოგი ხდება. მსგავსი მასშტაბის სულისკვეთებისა და ნახატის „გახსნის“  დაუვიწყარი ცერემონიის მეშვეობით, „დიდი სურათი“ მართლაც რომ ოქროს მომენტი ხდება ნებისმიერი კომპანიისათვის მკაფიოდ გამოხატოს თავისი ხედვა და გაუზიაროს იგი თავი თანამშრომლებს ასეთ ინკლუზიურ გარემოში.

მას შემდეგ რაც ეს აქტივობა გამოგონილ იქნა თხუთმეტი წლის წინ, დიდი სურათი უფრო და უფრო იხვეწებოდა ამ წლების განმავლობაში, რათა მოეცვა გუნდებს შორის არსებული კომუნიკაციის ყველა დონე. სწორედ ამის გამო, იგი წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა, კონტაქტების გაფართოება და დიდ სურათზე ფოკუსირება გახდეს საწინდარი შესანიშნავი შედეგების მიღწევისა. თქვენი გუნდის მიერ შექმნილი სურათი შეფასების კარგი საშუალებაა და ამავე დროს მიანიშნებს ამ აქტივობის შედეგად შეძენილ ცოდნაზე - იგი, ასევე, შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენს ოფისში.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის იდეები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ლოგო

თავისი საბაზრო რელევანტურობის წყალობით, „დიდი სურათი“ ძალზე წარმატებული პროდუქტია და ბევრი კორპორაციული კლიენტის მიერ იქნა გამოყენებული, როგორც „გაცემის კარგი საშუალება“.  ზოგი კომპანია უფრო მეტ მნიშვნელობას მის დეკორატიულ ასპექტს ანიჭებს და აწყობილ ნახატებს იყენებს კედლების გასახალისებლად ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა თაშესაფრები, საბავშვო ბაღები თუ მოხუცებულთა თავშესაფრები. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე პოპულარული მაგალითია ნახატის აუქციონის წესით გაყიდვა და თანხის საქველმოქმედო მიზნებისათვის დახარჯვა. ამ გზით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საკმაო თანხის მოგროვება გახდა შესაძლებელი.

სურათების ნახვა

ვიდეოს ნახვა

მიმოხილვა

ძირითადი საქმმიანი სარგებელი

  • ბრენდის ცნობადობა
  • ბიუჯეტის კონტროლი
  • კორპორაციული პასუხისმგებლობა
  • მომხმარებელთა მომსახურება
  • ურთიერთთანამშრომლობა
  • კონფერენციის აქტიურ ფაზაში შესვლა
  • სრულყოფილების განცდა
  • მხიარულება და მოტივაცია
  • ქსელური კომუნიკაცია
  • პრაქტიკული ლიდერობა
  • პროექტის დაგეგმარება
  • შემოქმედებითობის სტიმულირება
  • სტრატეგიული კომუნიკაცია
  • გუნდის დინამიურობა
  • გუნდების გაერთიანება
  • მომავლის ვიზუალიზაცია

მოთხოვნის გაგზავნა

გრაფები არნიშვნით :სავალდებულო სავალდებულოა.