Corporate Responsibility Header Image
ჩვენი გუნდური შეკავშირების თამაშები სპეციალურადაა შექმნილი იმ ბიზნეს-კომპანიებისათვის, რომელთაც სურთ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ კორპორაციულ ქმედებებზე, რომლებიც ცდილობენ გარემოზე დადებითი ეფექტის მოხდენას და ხელს უწყობენ სოციალურ კეთილდღეობას.

Catalyst Global ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს გუნდის ჩამოყალიბების პროცესზე. ეს არ არის უბრალო სიტყვები, არამედ ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეტს რასაც თქვენ ელით.

Buy1GIVE1 (or B1G1)

Catalyst Global Lifetime Partnership და Global Giving Initiative, Buy1GIVE1 (or B1G1)ერთობლივი მუშაობით გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ ცვლილებები იმ ადამიანებისათვის, რომელთაც, შესაძლოა, ვერასოდეს შევხვდეთ. B1G1 არის სოციალური საწარმო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მიზანია ისეთი მსოფლიოს მშენებლობა, რომელიც ქველმოქმედებაზე იქნება ორიენტირებული. 

მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად ხდება მონაწილეობის მიღება Catalyst global პროგრამაში მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. Catalyst Global გადასცემს B1G1-ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ გავლენიან პროექტს. თუმცა, ყველაფერი აქ არ მთავრდება: B1G1-ის წევრები და პარტნიორები დაკავებულნი არიან ქველმოქმედებით ყოველ ჯერზე, როცა ისინი ქველმოქმედების შემცველ პროგრამას ახორციელებენ!

რეკომენდაციას გაძლევთ, რომ შეამოწმოთ შემდეგი ბმული B1G1. სხვა კონვენციური მოდელებისგან განსხვავებით, B1G1 ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს მეტი გავლენა მოიპოვონ ქველმოქმედების ღონისძიებების ჩართვით თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში . ყველა სახის ბიზნეს ტრანსაქციას - 1 ცენტსაც კი, შეუძლია გავლენა იქონიოს სოციუმზე.

Catalyst-ში ამას „დიდი ციკლი“ ეწოდება: დიდ თამაშს, გავლენას ყველა მონაწილეზე და მათ კომპანიებზე, შეუძლია დიდი საქმეების კეთება, რათქმაუნდა, თქვენთან ერთად.

გარემოს გავლენა

მუდმივად მხედველობაში ვიღებთ რა ჩვენი პროდუქტის, საქმიანობის და მომსახურების გავლენას გარემოსა და საზოგადოებაზე ჩვენი პროდუქტები შექმნილია გარემოზე ზემოქმედი სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით , როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგიის გამოყენება და ნარჩენები. ღონისძიებების ჩატარებისას ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები. იხილეთ მეტი აქ, read our policy.

CSR გუნდის ჩამოყალიბების იდეა

მდგრადი ბიზნესის ჩამოყალიბებისათვის გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ შეიძლება ჩვენი გუნდური მუშაობის სტრატეგიები გამოყენებულ იქნას თქვენთვის სასურველ საქველმოქმედო, სოციალური, გარემოს დაცვის პროექტებისათვის თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ აქტიურად ჩაერთოთ სოციალური კამპანიებში და პოზიტიურ გავლენას იქონიებს გარემოს დაცვის საკითხებზე  

თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროგრამების ჩამოყალიბებისათვის, გთხოვთდაგვიკავშირდით.

Building A Dream

„ააწყვეთ საოცნებო ველოსიპედი“

ძლიერმოქმედი და საოცრად გამამდიდრებელი გუნდური შეკავშირების სავარჯიშო, რომელიც ბოლომდე რთავს ყველა მონაწილეს ამ ჯგუფურ გამოწვევაში - სრულიად ახალი ველოსიპედის აგების პროცესში.

„გოლფის დარტყმა“

მიეცით შანსი თქვენს გუნდს მიიღოს მონაწილეობა მინი გილფის ტურნირში, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესზე აკეთებს აქცენტს.

„მუყაოს ცხენები“

მიიღეთ მონაწილეობა სახალისო აქტივობაში, რომელიც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე აქცენტით ტარდება და კულმინაციურ მომენტში იმართება ცხენების დოღი.

„სათამაშოების ფაბრიკა“

ააგეთ წარმოების პროცესი, შეკრიბეთ კარგი გუნდი და დაეხმარეთ მოწყვლად ბავშვებს. აქტივობა „სათამაშოების ფაბრიკა“ სრულიად ახალი კონცეფციაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, რომელიც აქცენტს აკეთებს ეფექტურობასა და კრეატიულობაზე.

„ხალიჩა-ლოგო“

ეს არის გუნდური შეკავშირების საქველმოქმედო აქტივობა, რომელიც აერთიანებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ადამიანურ ურთიერთობებს, რათა შექმნას გამამდიდრებელი გამოცდილება.

„ხეშეუნახეშვილებსა“

ამ აქტივობის მისიაა ხის დარგვა, რომელიც მოიცავს გარემოზე პასუხისმგებლობის ასპექტს.

Go Team - Go Give

Combining the treasure hunt fun of Go Team and the joy of giving through B1G1, Go Give is the ultimate CSR event.

"გარღვევა"

იმის გათვალისწინებით, რომ „გარღვევა“ საუკეთესო პლატფორმაა სწავლისათვის, იქნებ ღირდეს იფიქროთ მასზე, როგორც ქველმოქმედების საშუალებაზე? აჩუქეთ „გარღვევა“ სკოლას, ახალგაზრდულ ჯგუფს ან ნებისმიერ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ისარგებლებს ამ აქტივობის შემეცნებითი და სასწავლო შედეგებით. ჩვენი წვლილის შეტანის მხრივ კი დავსძენთ, რომ ასეთ ღონისძიებას უზარმაზარი ფასდაკლებით შემოგთავაზებთ.

"დაიპყარით მწვერვალი"

Ensure the lasting impact of Peak Performance more than just about the individuals who play the game.  Convert the collective score of all teams to giving impacts!  Select projects from the Catalyst Global network’s chosen charity organisation, B1G1 or give to a charity of your choice

"დრაკონის ცეკვა"

თქვენ შესაძლოა არჩიოთ ამ ღონისძიების კედლებს მიღმა გატანა და მისი ქუჩაში წარმოდგენა უფრო ფართო პუბლიკისათვის, რათა იგი მოემსახუროს უფრო კეთილშობილურ მიზანს და თქვენი კომპანიის მიერ არჩეული საქველმოქმედო მიზნისათვის მოიზიდოს ფული.  გარდა ამისა, ამ აქტივობით შეგიძლიათ გაახალისოთ ადგილობრივ საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილება ან სულაც მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადარნი.

"ოტ კუტურ"

მიანიჭეთ ამ აქტივობას ეკოლოგიური მნიშვნელობაც და შექმენით თქვენი „ოტ კუტურ“ კოლექცია მხოლოდ გადამუშავებული ან გადამუშავებადი მასალით. მოგებული გუნდი? დიახ, ერთი მათგანი მოიგებს, თუმცა ნუ ჩაახრჩობთ მოგებულებს კორპორაციულ საჩუქრებში. იქნებ აჯობებს მათ მიერ შერჩეულ საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხოთ საჩუქრებზე დასახარჯი თანხა მათივე სახელით. მოდის სამყარო არ არსებობს მისი კრიტიკოსების გარეშე, ამიტომაც იქნებ უმჯობესია თანხით დაეხმაროთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ბავშვების გათავისუფლებაზე ნაადრევი შრომისა და ექსპლუატაციისაგან მესამე მსოფლიოს ქვეყნებში?

"სრული სვლით: ავტობუსებით რბოლა"

„ავტობუსებით რბოლა“ საუკეთესო საშუალებაა სკოლების ან საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის ფულის შესაგროვებლად. გუნდებს შეუძლიათ ფსონები დადონ რბოლის შედეგებზე; ან სულაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ ეს კეთილი საქმე და მოძებნონ სპონსორი მათი მომავალი ავტობუსებისათვის, რომელზეც განთავსდება სპონსორი კომპანიის რეკლამა, ხოლო მოგროვებული ფული გადაერიცხება არჩეულ საქველმოქმედო ფონდს.

"სრული სვლით: მარხილებით რბოლა"

ამ აქტივობის ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ ნამდვილი საჩუქრები და ლამაზად შეფუთოთ ისინი. მას შემდეგ რაც საჩუქრები დაამშვენებს სანტას მარხილს, ისინი შეგიძლიათ თქვენი კომპანიის სახელით გადასცეთ ბავშვთა სახლის ბინადართ, როგორც საშობაო საჩუქრები.

„აამღერეთ ჯართი“

აქტივობა „აამღერე ჯართი“ სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ ჩვენს ყოველდღიურ დღის წესრიგშიც ჩართოს ნარჩენების გადამუშავებისა და რესურსების ხელმეორედ გამოყენების თანამედროვე მიდგომები. ეს ნამდვილად სწორი მიდგომაა, რომ ყველაფერი გადამუშავდეს და ხელმეორე სიცოცხლე შეიძინოს. ეს აქტივობა იმავდროულად „მწვანე“ ფასეულობებსა და იდეებსაც უწევს რეკლამას და ყველას განაცვიფრებს, ვინც გაბედავს და მასში მონაწილეობას მიიღებს.

„ახალი ამბების რედაქცია“

ხშირად ეს აქტივობა მონაწილეებისაგან მოითხოვს ახალი ამბების მომავალში წარმოდგენას. იგი სასარგებლო საშუალებაა თქვენი კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ელემენტების კვლევისათვის: „ხვალინდელი ნიუსების“ პროგნოზირება მონაწილეებისათვის წარმოადგენს „სხვა აზრის“ გაგების საუკეთესო საშუალებას. იგი მიზნად ისახავს კომპანიის გარემოზე ზეგავლენის დადგენას და  სპეციალური ზომების დასახვას, რომლებიც დაეხმარება კომპანიას შეინარჩუნოს ვალდებულებად აღებული CSR პოლიტიკა.

„გამწევი გუნდი“

„გამწევი გუნდი“ იდეალურად ეხმიანება სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. იგი ხშირად გამოიყენება სკოლებისა და საავადმყოფობისათვის ფულის მოსაზიდად, ისევე როგორც სტიქიური უბედურების შემდგომი დახმარების მიზნით. აქტივობის მოწყობამდე ცოტათი ადრე, გუნდებს შეუძლიათ მოძებნონ სპონსორები მათი მანქანებისათვის, ხოლო მოგროვებული ფული გადარიცხონ საქველმოქმედო ფონდში. სხვა შემთხვევებში, ასევე შესაძლებელია მანქანებზე ფსონების დადება, ხოლო შეგროვებული თანხის გადარიცხვა შემოწირულობად.

Uniting Teams with Bridging the Divide

„გაყოფის გახიდვა“

საბოლოო მიზნის მიღწევა გუნდებისაგან მოითხოვს რესურსების გაზიარებას, არასაჭირო გადაადგილების შემცირებას, ბიუჯეტის კონტროლს და გადამუშავებული მასალის მაქსიმალურ გამოყენებას. ეს არის შესანიშნავი აქტივობა ნებისმიერი პროექტის გარემოზე გავლენის თვალსაჩინოდ დასანახად და მრავალფეროვანი პუბლიკის მოლოდინის შესასწავლად. აქტივობა „გამყოფის გახიდვა“ შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმგვარადაც, რომ თითოეული გუნდის მიერ საკუთარი ხიდის ნაკვეთურის წარდგენა ამავდროულად გახდეს მდგრადი განვითარების  მესიჯების გაჟღერება.

„გრანდიოზულ საცირკო წარმოდგენა“

„გრანდიოზულ საცირკო წარმოდგენა“ შეიძლება გამოყენებულ იქნაა სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი ახალგაზრდობის მხარდასაჭერად. მას შემდეგ რაც თქვენი გუნდი გაიწაფება არჩეულ საცირკო ხელოვნებაში, დგება დიდი წარმოდგენის დღე, რომელზეც მოწვეულ ბავშვებს შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ ბატი-ბუტითა და სხვა სასუსნავით. ბავშვები იწყებენ სპეციალურად მათთვის გამართული სრულიად უნიკალური საცირკო წარმოდგენით ტკბობას. ასეთ გარემოში ყველა მოგებულია;  თქვენი გუნდი ერთმანეთთან გაზიარებული საერთო გამოცდილებით მდიდრდება და ასევე ხარობს პატარების გაბრწყინებული სახეების ხილვით, რომელთაც მართლაც არასოდეს დაავიწყდებათ სპეციალურად მათთვის მიძღვნილი ეს დღესასწაული. 

„დიდი სურათი“

თავისი საბაზრო რელევანტურობის წყალობით, „დიდი სურათი“ ძალზე წარმატებული პროდუქტია და ბევრი კორპორაციული კლიენტის მიერ იქნა გამოყენებული, როგორც „გაცემის კარგი საშუალება“.  ზოგი კომპანია უფრო მეტ მნიშვნელობას მის დეკორატიულ ასპექტს ანიჭებს და აწყობილ ნახატებს იყენებს კედლების გასახალისებლად ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა თაშესაფრები, საბავშვო ბაღები თუ მოხუცებულთა თავშესაფრები. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე პოპულარული მაგალითია ნახატის აუქციონის წესით გაყიდვა და თანხის საქველმოქმედო მიზნებისათვის დახარჯვა. ამ გზით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საკმაო თანხის მოგროვება გახდა შესაძლებელი.

„თქვენ ეს შეგიძლიათ“

დაამატეთ ქველმოქმედების ასპექტი ამ აქტივობას და გამოიყენეთ სისტემა, სადაც მოპოვებული ქულები ემთხვევა თქვენი კომპანიის მიერ გაღებულ შემოწირულობის თანხას. ქვემოთ მოცემულია, თუ როგორ მუშაობს ეს სქემა: გუნდებს გადაეცემათ სპეციალური ვარსკვლავები თითოეულ სავარჯიშოში მიღწეული წარმატების საფუძველზე. აქტივობის დასრულების შემდგომ გუნდები აჯამებენ მიღებული ვარსკვლავების რაოდენობას; ამის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და დაჯილდოვდება აპლოდისმენტებით. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი გააცნობს შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქტივობის განმავლობაში მოპოვებული ყველა ვარსკვლავი გადაიცვლება ფულში შემდეგი კოეფიციენტის მიხედვით: 1 ვარსკვლავი = 1 დოლარს. სპეციალური საფოსტო ყუთები იქნება მომზადებული, რომლებიც წარმოადგენენ იმ ორ თუ სამ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც თქვენი კომპანია შეარჩევს. გუნდები თანაბრად გადაუნაწილებენ ვარსკვლავების რაოდენობას საკუთარ წევრებს. ამის შემდეგ თითოეული მონაწილე თავად ირჩევს, თუ რამდენ ვარსკვლავს უწილადებს ამა თუ იმ საქველმოქმედო ორგანიზაციას.

„კრეატიული წვენები“

„კრეატიული წვენები“ წარმოადგენს ერთი კომპანიის ისტორიას, რომელიც ეწევა თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე. აქტივობის პირველი სავარჯიშო გულისხმობს რთული დისტრიბუციის საკითხების მოგვარებას. ეს არის აქტივობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობენ გუნდები ერთად, რათა შეამცირონ კომპანიის ნახშირბადის ანაბეჭდი გარემოზე.

„რიტმის ძალა“

თქვენ უკვე გამოსცადეთ „რიტმის ძალა“ და განიცადეთ ერთიანობის ის შესანიშნავი გრძნობა, რომელსაც ეს აქტივობა ქმნის? მაშინ იქნებ კიდევ უფრო შორს წასვლა გაბედოთ და ამ პოზიტიური გამოცდილების უფრო დიდ პუბლიკასთან გაზიარებაც მოიწადინოთ? დაიხმარეთ მოხალისეები, რათა მათ ორგანიზება გაუწიონ ამ ღონისძიებას და გაავრცელონ ხმა მის შესახებ მიზნობრივ ჯგუფებთან. შექმენით დაფინანსებული „სამბა ბენდი“ და მოაწყვეთ მინი-კონცერტი ადგილობრივი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ან მოხუცებულთა თავშესაფარში.  მხოლოდ თქვენი წარმოსახვაა საზღვარი, იმისა თუ რა შედეგების მიღწევა შეიძლება ამ გადამდები აქტივობის მეშვეობით.

„როგორ დაიპყრეს დასავლეთი“

აქტივობა „როგორ იპყრობდნენ დასავლეთს“ ? ეხმიანება ისტორიულ „მეორე სიცოცხლეს“. ეს „ჩახლართული“ თამაშის სტრუქტურა ქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც მონაწილეები თავად ხდებიან პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე. კატალისტს შეუძლია ეს აქტივობა მოარგოს მდგრადი და ეთიკური ბიზნეს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. თავად კლიენტები ამ აქტივობას იყენებენ, როგორც საკვლევ პლატფორმას, რათა გამოარკვიონ თუ რა პრინციპები ამოძრავებთ, რა ფასეულობას ქმნიან საზოგადოებისათვის, რა ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე, როგორ იყენებენ რესურსებს და რა გალენას ახდენენ თანამშრომელთა ცხოვრებაზე.

fun team building activity finale

„სრული სვლით: პირამიდები“

ერთ-ერთი მაგალითი ამ აქტივობის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გამოყენებისა არის აქტივობის დაწყებამდე გუნდების მიერ სპონსორის მოძებნა, პირამიდების გაფორმება სპონსორის სიმბოლიკით და მოგროვებული ფულის შეწირვა საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის. შეგიძლიათ იგი გამოიყენოთ როგორც სპონსორის საჩუქარიც, თუ მას გაუგზავნით პირამიდის სეგმენტს ბრენდის სიმბოლიკით, ან სურათს, სადაც აღბეჭდილია ამ ორგანიზაციის სიმბოლიკით მორთული პირამიდა.

„სრული სვლით: ფორმულა ერთი“

არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ რეკლამა გაუკეთოთ თქვენს საყვარელ საქველმოქმედო ორგანიზაციას „სრული სვლით: ფომულა ერთის“ აქტივობის მეშვეობით. გთავაზობთ რამოდენიმე იდეას: ცოტა ხნის წინ, „კატალისტის“ ავსტრალიის გუნდმა (Catalyst Team Building Australia) ფორმულა ერთის აქტივობა კორპორაციული პასუხისმგებლობის განხრით გამოიყენა. აქტივობის დაწყებამდე თითოეულმა გუნდმა შეარჩია საქველმოქმედო ფონდი, ხოლო აგებულ მანქანებზე დაიტანეს შერჩეული ორგანიზაციის სიმბოლიკა. ამის შემდეგ გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ საპრიზო ფონდის მოსაგებად და ყოველმა მათგანმა შეძლო თავისი ფონდის რეკლამირება, მიუხედავად იმისა პირველები მივიდნენ ფინიშის ხაზზე თუ ბოლო! რბოლის ბოლოს კლიენტმა კომპანიამ ყველა განაცვიფრა შემოწირული თანხის გაორმაგებით! ეს მართლაც, რომ შთამბეჭდავი გულუხვობა იყო! დესერტების მწარმოებელი ამერიკული გიგანტური კომპანიის Sara Lee თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „სრული სვლით: ფორმულა ერთის“ სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობაში. მათ მოიწვიეს ბავშვები ადგილობრივი თავშესაფრიდან, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ მანქანების აგებასა და გაფორმებაში. ფინალურ რბოლაში ერთ-ერთი ბავშვი მიწვეულ იქნა მძღოლის გვერდით დასაჯდომად და სარბოლო მანქანის სამართავად! ალბათ, ახსნაც არ სჭირდება იმას, თუ რა მაგარი დრო გაატარეს ბავშვებმა! კომპანიას (Sara Lee) ისე მოეწონა სარბოლო მანქანები, რომ თავად შეიძინა პირველ ადგილზე გასული მანქანა და მთავარ ოფისში გამოსაფენად წაიღო, ხოლო ფული ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხა. ბავშვებმა მანქანის კორპუსს წააწერეს სამადლობელი სიტყვები და მონაწილეთა სახელები. ეს მართლაც ყველასათვის მომგებიანი დღე იყო! კატალისტ გლობალის ქსელის სხვა პარტნიორმა კომპანიამ აქტივობა „სრული სვლით ფორმულა ერთი“ ერთ-ერთ სკოლას გადასცა საჩუქრად. ბავშვებმა ამ დინამიკურ აქტივობაში მონაწილეობის მიღების შედეგად მიიღეს საგანმანათლებლო სარგებელი და ამავე დროს შეძლეს საჭირო თანხის მოგროვება საკუთარი სკოლისათვის. აქტივობის დაწყებამდე თითოეულ გუნდს მიეცა დავალება მოეძებნათ კორპორაციული სპონსორი მათი F1 სარბოლო მანქანისათვის. ეს იყო ნამდვილად ხასიათის გამომწრთობი სავარჯიშო ნორჩი „მრბოლებებისათვის“ ამ შემეცნებით აღსავსე ასაკში!

„ქუჩის რიტმები“

„ქუჩის რიტმები“ ატარებს მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის ძალზე მყარ მესიჯს. გადამუშავებული მასალისაგან შექმნილი „პირველყოფილი“ ინსტრუმენტები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენი რამის მიღწევა არის შესაძლებელი შეზღუდული რესურსებით. ამ კონცეფციის განვითარების შემდეგი საფეხურია მონაწილეთა მიერ საკუთარი ინსტრუმენტების შექმნა გადამუშავებული მასალის გამოყენებით!

„ხუხულ-არქიტექტურა“

გუნდების მიერ აგებული სახლები შესაძლოა გადაცემულ იქნას ძაღლების აყვანის სააგენტოებისათვის, რომლებიც ამ სახლებს წამახალისებელ ბონუსად გამოიყენებენ ძაღლების აყვანის მსურველთათვის. შესაძლოა ეს ხუხულები აუქციონის გზით გაიყიდოს და ფული გაეგზავნოს ცხოველთა თავშესაფრებს.

„ჯომარდობა უწყლოდ“

„ჯომარდობა უწყლოდ“ აკეთებს კომერციული ბიზნეს კომპანიის იმიტაციას, რომელიც ეკოლოგიის საკითხებისადმი მგრძნობიარე გარემოში საქმიანობს. თამაშობის სტრუქტურის სიღრმე მისი გამოყენების საშუალებას იძლევა ისეთი მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხების საკვლევად, როგორიცაა თემთა კავშირი, კონსერვაცია, პასუხსაგები საქმიანობა, რესურსების მართვა და ტურიზმის სოციო-ეკონომიკური გავლენა მყიფე ეკონომიკაზე.

გაორკესტრება!

„გაორკესტრება“ გახლავთ დაუვიწყარი და ექსტრაორდინალური აქტივობა, რომლის მონაწილეებიც თავს აღტაცებულად გრძნობენ. რატომ არ უნდა გაუნაწილოთ ეს შეგრძნება სხვებსაც? მოიწვიეთ სხვებიც, რათა შეიძინონ მონაწილის ადგილი. იქნებ ხართ ისეთი გარე ორგანიზაციის წევრი, რომლის თანამშრომლებიც ისურვებდნენ ასეთ აქტივობაში მონაწილეობას? აქტივობის დაგეგმვამდე გაცილებით ადრე თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ მცირე შეჯიბრი ადგილობრივ სკოლებში და მოგებული ბავშვები მიიღებენ დასწრების ბილეთი. ასევე, მხედველობაში იქონიეთ, რომ აქტივობის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ მუსიკალური ინსტრუმენტები უსასყიდლოდ გადასცეთ შესაბამის ორგანიზაციას.